საქართველო და აზერბაიჯანი „დიდი აბრეშუმის გზის" პირველი მხარდამჭერები არიან - ასადოვი

© Government of Georgiaალი ასადოვი
ალი ასადოვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე კულტურული გაცვლის განმტკიცებაში ევროპასა და აზიას შორის, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერმა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ განვითარებასა და კულტურული გაცვლების განმტკიცებაში და დღეს პირველები არიან, ვინც მხარს უჭერს „დიდი აბრეშუმის გზის" კონცეფციას, განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დღეს გაიხსნა. მასში 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები. ღონისძიება საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა.

„ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში, ასევე ევროპასა და აზიას შორის კულტურული ურთიერთმიმოცვლის გაძლიერებაში. ეს ტრადიცია უკვე თანამედროვე ისტორიაშიც სახეზეა და, რა თქმა უნდა, ისევ აზერბაიჯანი და საქართველო კვლავ გახდნენ პირველი ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ამ კონცეფციას, რაც გულისხმობს „დიდი აბრეშუმის გზის“ აღდგენას", – განაცხადა ასადოვმა.

მისი თქმით, პირველი ადამიანი, რომელიც შეუერთდა ამ ინიციატივას, იყო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერი ჰეიდარ ალიევი, მან ასევე გაიხსენა 1998 წელს ბაქოში ჩატარებული კონფერენცია, სადაც 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 35 ქვეყანა მონაწილეობდა.
როგორც ასადოვმა აღნიშნა, ამ კონფერენციის შედეგად განხილული იქნა მრავალმხრივი შეთანხმებები საერთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით და ეს ეხებოდა ძირითადად ევროპა–კავკასია–აზიის დერეფნის განვითარებას ევროკავშირის "ტრასეკას" პროგრამის საფუძველზე.
„ტრასეკას" პროგრამამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მულტიმოდალური და სატრანზიტო ტრანსპორტის ხელშეწყობაშიც წევრ ქვეყნებს შორის და გააფართოვა თანამშრომობა ისეთ სფეროებში, როგორებიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ეკონომიკა, ასევე უფრო გააფართოვა ამ ქვეყნების ეკონომიკური პოტენციალი", – განაცხადა ასადოვმა.
პრემიერი: საქართველო გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად>>
მისი თქმით, შორსმჭვრეტელური პოლიტიკა, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანის რეგიონულ სატრანზიტო კვანძად გადაქცევისკენ, ასევე კვლავ გრძელდება ამჟამინდელი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში.
ასადოვმა აღნიშნა, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი რამდენიმე მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტის ინიციატორი და მონაწილე იყო, მათ შორის, ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენი, სამხრეთ კავკასიის დერეფანი, რაშიც შედის ტრანსანატოლიური მილსადენი და ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზა, ასევე ბაქოს საერთაშორისო სავაჭრო პორტი.
„აზერბაიჯანის მთავრობის ინვესტიციების შედეგად, კერძოდ, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ გავიყვანეთ ათასობით კილომეტრის გზა და რკინიგზაც, ასევე ავამოქმედეთ საერთაშორისო აეროპორტები და გავზარდეთ სამოქალაქო, საზღვაო და საჰაერო პარკების და ფლოტების რაოდენობა და შევქმენით ეკონიმიკური ზონაც", – განაცხადა მან.
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა>>
ასადოვმა აღნიშნა, რომ „დიდი აბრეშუმის გზის" ინიციატივამ აზერბაიჯანს მისცა საშუალება, დაეკმაყოფილებინა "შუა დერეფნით" გადაზიდვების მზარდი მოთხოვნილება.
„გარდა ამ ინფრასტრუქტურული პროექტებისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, ასევე სხვა პარტნიორებთან სხვა სფეროებშიც, რათა დაკმაყოფილდეს მსგავსი საჭიროებები. ჩვენც უკვე ვხედავთ ამგვარი თანამშრომლობის შედეგებს", – განაცხადა ასადოვმა.
„შუა დერეფანი"
„შუა დერეფნის" თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი>>
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0