https://sputnik-georgia.com/20231026/saqartveloshi-tbilisis-abreshumis-gzis-porumi-gaixsna-283669446.html
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა
Sputnik საქართველო
„აბრეშუმის გზის“ განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. 26.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-26T12:21+0400
2023-10-26T12:21+0400
2023-10-26T17:42+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
აბრეშუმის გზა
ახალი ამბები
აზერბაიჯანი
სომხეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283652314_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd465406f044ea1cbe1d829acbada344.jpg
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი, რომელსაც 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ესწრებიან, დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა. ფორუმის გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ პანელურ სესიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები. ფორუმში მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება პრიორიტეტშია - ვიცე-პრემიერი>>>ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ათი სესია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ის წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან. ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვასა და ორმხრივ შეხვედრებს (B2B). „თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. მას შემდეგ ამ ფორმატით სამი ღონისძიება გაიმართა. ფორუმის მიზანია ლოჯისტიკური კავშირების გაზრდა და „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების უფრო მეტი ჩართულობის ხელშეწყობა. „შუა დერეფანი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით. 2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი. საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.
საქართველო
აზერბაიჯანი
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283652314_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_7ddf43efd10fb6d70d966d34facabe3f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აბრეშუმის გზა , ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, აბრეშუმის გზა , ახალი ამბები, აზერბაიჯანი, სომხეთი
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა
12:21 26.10.2023 (განახლებულია: 17:42 26.10.2023) „აბრეშუმის გზის“ განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი, რომელსაც 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები ესწრებიან, დედაქალაქში ოფიციალურად გაიხსნა.
ფორუმის გახსნის ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს სიტყვით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა.
„ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ საქართველო და ვაჩვენოთ ის პროგრესი, რომელსაც ბოლო წლებში მივაღწიეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ პანელურ სესიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ათი სესია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ის წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვასა და ორმხრივ შეხვედრებს (B2B).
„თბილისის „აბრეშუმის გზის“ ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. მას შემდეგ ამ ფორმატით სამი ღონისძიება გაიმართა.
ფორუმის მიზანია ლოჯისტიკური კავშირების გაზრდა და „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების უფრო მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომელიც ამ მიმართულებით სერიოზულ ინვესტიციებს ახორციელებს.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს.