https://sputnik-georgia.com/20231027/montenegro-mxars-uwers-saqartvelos-evrokavsirisken-miswrafebas-montenegros-premieri-283706283.html
მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას - მონტენეგროს პრემიერი
მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას - მონტენეგროს პრემიერი
Sputnik საქართველო
ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში უნდათ შესვლა და რომელ კლუბში მონაწილეობა, აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა. 27.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-27T11:08+0400
2023-10-27T11:08+0400
2023-10-27T17:11+0400
პოლიტიკა
აბრეშუმის გზა
თბილისი დღეს
საქართველო
ახალი ამბები
მონტენეგრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283699290_147:136:1280:774_1920x0_80_0_0_9b971b4ba2dc1817d6f1469f522f8b12.jpg
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ღია კარის პოლიტიკა ევროკავშირისთვის მთავარი უნდა გახდეს და მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას – გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმზე. ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ დასკვნას 8 ნოემბერს წარადგენს. ევროკომისიის ამ დასკვნის საფუძველზე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, დღეს მსოფლიო დიდ გლობალურ გამოწვევებს აწყდება და მნიშვნელოვანია კონფლიქტების დიალოგის გზით გადაწყვეტა. საქართველო და აზერბაიჯანი „დიდი აბრეშუმის გზის" პირველი მხარდამჭერები არიან - ასადოვი>>„ახლა ძალიან ცუდი ვითარებაა და ჩვენ მშვიდობისთვის ვლოცულობთ. ჩვენ გვინდა, რომ ერთად დავსხდეთ და დიალოგის მეშვეობით მოვძებნოთ გამოსავალი. ძალადობა მიუღებელია და არ შეიძლება, რომ ძალადობით ვინმემ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზანს, ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა – ეს არ არის შესაძლებლობა და გზა ვინმესთვის, ადამიანების მოკვლა და პრობლემების გაჩენა, ინფრასტრუქტურის დანგრევა, სახლების დანგრევა – ეს არ არის მიზნის მიღწევის გზა", – აღნიშნა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა. 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ. ამიერკავკასიას ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება - სომხეთის პრემიერი>>პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში პირობების შესასრულებლად მაქსიმუმი გააკეთა – ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟისა და დაბრკოლებების გათვალისწინებით. იმის თაობაზე, რომ ბევრი რამ გაკეთდა, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა. პრემიერი: საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება>>შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის. ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება.
საქართველო
მონტენეგრო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1b/283699290_388:147:1224:774_1920x0_80_0_0_caad0831b8e8972f03ad8dbb6b483203.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, აბრეშუმის გზა , თბილისი დღეს, საქართველო, ახალი ამბები, მონტენეგრო
პოლიტიკა, აბრეშუმის გზა , თბილისი დღეს, საქართველო, ახალი ამბები, მონტენეგრო
მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას - მონტენეგროს პრემიერი
11:08 27.10.2023 (განახლებულია: 17:11 27.10.2023) ქვეყნებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ ორგანიზაციაში უნდათ შესვლა და რომელ კლუბში მონაწილეობა, აღნიშნა მონტენეგროს პრემიერმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ღია კარის პოლიტიკა ევროკავშირისთვის მთავარი უნდა გახდეს და მონტენეგრო მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას – გახდეს ევროკავშირის წევრი, განაცხადა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა დრიტან აბაზოვიჩმა თბილისის „აბრეშუმის გზის" ფორუმზე.
ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ დასკვნას 8 ნოემბერს წარადგენს. ევროკომისიის ამ დასკვნის საფუძველზე 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ქვეყანა საკმაოდ მკაფიო საგარეო პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი მიზანიც ნათელია – გვინდა გავხდეთ ევროკავშირის პირველი ახალი წევრი და ამ კუთხით გვინდა ხელი შევუწყოთ პოლიტიკურ მისწრაფებას, რომელიც ასევე აქვს სხვა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, რომელსაც სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე სხვა ქვეყნებსაც. და მიგვაჩნია, რომ ღია კარის პოლიტიკა უნდა იყოს მთავარი პრინციპი. ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ორგანიზაციაში სურთ გაწევრიანება და რომელ კლუბში უნდათ შესვლა", – განაცხადა აბაზოვიჩმა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიო დიდ გლობალურ გამოწვევებს აწყდება და მნიშვნელოვანია კონფლიქტების დიალოგის გზით გადაწყვეტა.
„ახლა ძალიან ცუდი ვითარებაა და ჩვენ მშვიდობისთვის ვლოცულობთ. ჩვენ გვინდა, რომ ერთად დავსხდეთ და დიალოგის მეშვეობით მოვძებნოთ გამოსავალი. ძალადობა მიუღებელია და არ შეიძლება, რომ ძალადობით ვინმემ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზანს, ეს არის აზროვნების პრიმიტიული გზა. ძალადობა – ეს არ არის შესაძლებლობა და გზა ვინმესთვის, ადამიანების მოკვლა და პრობლემების გაჩენა, ინფრასტრუქტურის დანგრევა, სახლების დანგრევა – ეს არ არის მიზნის მიღწევის გზა", – აღნიშნა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ მოკლე პერიოდში პირობების შესასრულებლად მაქსიმუმი გააკეთა – ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟისა და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
იმის თაობაზე, რომ ბევრი რამ გაკეთდა, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმაც, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ევროკავშირის პირობების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება.