რაჭის ტყეებსა და სოფლებს განსაკუთრებული ტერიტორიების სტატუსი შეიძლება მიენიჭოს

© photo: Sputnik / Stringerრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 23.10.2023
გამოწერა
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონში ეროვნული პარკი შეიქმნა.
თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რაჭის ეროვნულ პარკთან და შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად განიხილავს რეგიონის ტყეებისა და დასახლებული პუნქტებისთვის განსაკუთრებით დაცული ბუნებრივი ტერიტორიების სტატუსის მინიჭების საკითხს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონში ეროვნული პარკი შეიქმნა. პარკის ფართობი თითქმის 51 ჰექტარს შეადგენს. ეროვნული პარკის შექმნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით განხორციელდა. დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების და ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვა-შენარჩუნებას.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დაფინანსება დონორი ორგანიზაციების მხრიდან და მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაცია. გერმანიის განვითარების ბანკ KfW Bankengruppe-თან ხელმოწერილი საგრანტო ხელშეკრულების "ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება საქართველოში" ფარგლებში ქვეყანა 24 მილიონ ევრომდე რაოდენობის გრანტს მიიღებს.

ამ თანხიდან 16,25 მლნ ევრო გამოყენებული იქნება დაცული ტერიტორიების შექმნისთვის, მათ შორის, რაჭის დაცული ტერიტორიების ჩამოყალიბების, ადმინისტრაციების აღჭურვისა და განვითარების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსებისთვის.
დაცული ტერიტორიების შექმნის პლუსები:
რეგიონი მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს – ადგილობრივი მოსახლეობისთვის შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, განსაკუთრებით ტურისტული სერვისების სფეროში, როგორიცაა გიდი, გამყოლი, ტრანსპორტი, კვების ობიექტები, სასტუმრო, ღამის გასათევი და სხვა, რაც დამატებით შემოსავლის წყაროს გააჩენს;
ხელი შეეწყობა ტრადიციული საქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებას;
განვითარდება ინფრასტრუქტურა, მოეწყობა ტურისტული სალაშქრო ბილიკები, საკემპინგე და საპიკნიკე ადგილები, დაინერგება ახალი ტურისტული სერვისები.
ამასთან, 2022 წლის თებერვალში კომპანია HG Capra Kaukasika-მ ("ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა") აუქციონის წესით, კანონმდებლობის სრული დაცვით მიიღო ლიცენზია რაჭაში 97.000 ჰა ტყეზე სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.
ლიცენზია გაიცა კონკრეტული წინადადებებით: რეკრეაციული და ეკოტურიზმის განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, სახეობების აღდგენა, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, ინფრასტრუქტურის განვითარება, სანადირო სახეობების გამრავლება და ბუნებიდან მათი ამოღების შესაძლებლობა.
რაჭის ეროვნული პარკის განვითარებაზე დამატებით 200 ათასი დოლარი გამოიყოფა>>
ლიცენზიის თანახმად, ასევე არ იზღუდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ტყით ტრადიციული სარგებლობის უფლება.
სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკამ" დაარღვია ლიცენზიის პირობების შესრულების ვადები. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან გატარებულია ადეკვატური ზომები: სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოუდგენლობის, მართვის გეგმის პროექტის წარმოუდგენლობის (15.05.23), პირობების დაცვის შესახებ ანგარიშის წარმოუდგენლობის (16.06.23) გამო შედგა ოქმები.
ლიცენზიის პირობების შესრულება სავალდებულოა ერთნაირად ყველა ლიცენზიანტისთვის, ხოლო შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას.
აღნიშნულმა ფაქტორებმა შესაძლოა გამოიწვიოს სამონადირეო ლიცენზიის მოქმედების გადახედვა
დაცული ტერიტორიების ფართობი 116 ათასი ჰექტრით გაიზარდა>>
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), აქედან 11 - ეროვნული პარკებია. მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
ყველა ახალი ამბავი
0