რაჭის ეროვნული პარკის განვითარებაზე დამატებით 200 ათასი დოლარი გამოიყოფა

© photo: Sputnik / Stringerრაჭა
რაჭა - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2023
გამოწერა
უახლოეს წლებში გერმანული რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის 16,25 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს.
თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტომ ფონდ Global Conservation-თან შემდეგი 3 წლის განმავლობაში რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 200 ათასი დოლარის გამოყოფაზე საგრანტო შეთანხმება გააფორმა, ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
საგრანტო ხელშეკრულება ითვალისწინებს რაჭის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის შესაბამისი ინიციატივების განხორციელებას, პარკის დაცვის სისტემის დანერგვას და რეინჯერთა აღჭურვას საჭირო ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს პატრულირების ეფექტიან განხორციელებას, ბრაკონიერობისა და ჭრის ფაქტების ოპერატიულ გამოვლენას.
ხელშეკრულების ფარგლებში ასევე დაგეგმილია ადმინისტრაციის თანამშრომლების გადამზადება.
ტურისტების ნაკადი არ წყდება: საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები ზაფხულის სეზონის წინ>>
დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ფონდ Global Conversation-თან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ველური ბუნების დაცვის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.
სააგენტოს ინფორმაციით, რაჭის ეროვნული პარკის განვითარებისთვის, სხვა ახალ დაცულ ტერიტორიებთან ერთად, მომდევნო წლებში გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაგეგმილია 16,25 მლნ ევროს, კავკასიის ბუნების ფონდისა (CNF) და Wyss Foundation მიერ კი დაახლოებით, 2,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.
საქართველოს ხელისუფლება ეკოტურიზმის განვითარებაზე მილიონობით დოლარს დახარჯავს>>
საქართველოში 87 დაცული ტერიტორიაა (800 ათას ჰექტარზე მეტი), მათ ყოველწლიურად ასობით ათასი ვიზიტორი სტუმრობს. ყველაზე პოპულარულია ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი და პრომეთეს მღვიმეები.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარი, 330 სახეობის ფრინველი და 160 სახეობის თევზი. დაცულ ტერიტორიებზე იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების 90 სახეობაა.
ამჟამად საქართველოში 11 ეროვნული პარკია.
ყველა ახალი ამბავი
0