https://sputnik-georgia.com/20230605/turiztebis-nakadi-ar-wydeba-rogor-xvdeba-zafxulis-sezons-nakrzalebi-278302367.html
ტურისტების ნაკადი არ წყდება: საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები ზაფხულის სეზონის წინ
ტურისტების ნაკადი არ წყდება: საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები ზაფხულის სეზონის წინ
Sputnik საქართველო
ერთდღიანი ტურების შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი რჩება ყველაზე მაღალი მოთხოვნის და პოპულარულ მიმართულებად. 05.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-05T20:16+0400
2023-06-05T20:16+0400
2023-06-05T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23733/70/237337049_187:0:1391:677_1920x0_80_0_0_3be062d00e5b5ac50b4c306c1548da84.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლიის ნაკრძალი – ეს არის საქართველოს ოთხი ტურისტული ადგილი, სადაც ტურისტების ნაკადი არ წყდება, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა.2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 900 ათასი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს ოთხ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის პანდემიამდე რეკორდულ მაჩვენებელს 34%-ით გადააჭარბა, აღნიშნა ხახიშვილმა.„2023 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად უპრეცედენტო რიცხვები გვაქვს დაცულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით განსხვავებულია პრომეთეს, მარტვილის, ოკაცესა და სათაფლიის ტერიტორიები, სადაც ტურისტების ნაკადი არ წყდება“, – განაცხადა ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის” პრეს-კლუბში.მან აღნიშნა, რომ ძალიან გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების ინტერესი საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ. ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 58% უცხოელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და ქვეყანაში არსებული ბიომრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია.ხახიშვილმა ორი ტიპის მოგზაური გამოარჩია – ვიზიტორები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე ერთი დღით მიდიან, და ვიზიტორები, რომლებიც რამდენიმედღიან ტურებს ირჩევენ.საქართველოს დაცული ტერიტორიები ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს >>ერთდღიანი ტურების შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი რჩება ყველაზე მაღალი მოთხოვნის და პოპულარულ მიმართულებად. ლაშქრობის მოყვარულ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, მტირალას ეროვნული პარკი.ხახიშვილის თქმით, ეკოტურიზმის კუთხით დაცული ტერიტორიების სააგენტო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რომელიც ბუნების დაცვის პარალელურად ქვეყანაში ეკოტურიზმს ავითარებს.მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ყველაზე ეფექტური და გაუმჯობესებული სერვისები.საქართველოს ხელისუფლება ეკოტურიზმის განვითარებაზე მილიონობით დოლარს დახარჯავს >>ხახიშვილის თქმით, წელს იგეგმება პროექტის განხორციელება, რომლის ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1,2 ათასი კილომეტრის სიგრძის ბილიკები განახლდება. ასევე იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა – კოტეჯების, სასეირნო ბილიკების, საპიკნიკე ადგილების და ა.შ.წელს ბალდის კანიონზე პირველად იწყება ეკოტურისტული ბილიკების მშენებლობა.წელს დაგეგმილია დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურისტების მოსაზიდად, განაცხადა მან.ხახიშვილის თქმით, იგეგმება გურიის ეროვნული პარკის შექმნაზე სამუშაოების განხორციელება. უახლოეს მომავალში სამეგრელოსა და სვანეთში დაახლოებით 70.000 ჰექტარ ფართობზე ტერიტორიების შესწავლაც დაიწყება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23733/70/237337049_337:0:1240:677_1920x0_80_0_0_2d2ff2b432cb7606c8f633e391fe8c3c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
ტურისტების ნაკადი არ წყდება: საქართველოს ბუნებრივი ნაკრძალები ზაფხულის სეზონის წინ
20:16 05.06.2023 (განახლებულია: 22:28 05.06.2023) ერთდღიანი ტურების შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი რჩება ყველაზე მაღალი მოთხოვნის და პოპულარულ მიმართულებად.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და სათაფლიის ნაკრძალი – ეს არის საქართველოს ოთხი ტურისტული ადგილი, სადაც ტურისტების ნაკადი არ წყდება, განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ხახიშვილმა.
2022 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 900 ათასი ვიზიტორი ეწვია. საქართველოს ოთხ ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის პანდემიამდე რეკორდულ მაჩვენებელს 34%-ით გადააჭარბა, აღნიშნა ხახიშვილმა.
„2023 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ნამდვილად უპრეცედენტო რიცხვები გვაქვს დაცულ ტერიტორიებზე. განსაკუთრებით განსხვავებულია პრომეთეს, მარტვილის, ოკაცესა და სათაფლიის ტერიტორიები, სადაც ტურისტების ნაკადი არ წყდება“, – განაცხადა ხახიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირის” პრეს-კლუბში.
მან აღნიშნა, რომ ძალიან გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების ინტერესი საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ. ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 58% უცხოელია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება და ქვეყანაში არსებული ბიომრავალფეროვნება მართლაც უნიკალურია.
ხახიშვილმა ორი ტიპის მოგზაური გამოარჩია – ვიზიტორები, რომლებიც დაცულ ტერიტორიებზე ერთი დღით მიდიან, და ვიზიტორები, რომლებიც რამდენიმედღიან ტურებს ირჩევენ.
ერთდღიანი ტურების შემთხვევაში პრომეთეს მღვიმე და მარტვილის კანიონი რჩება ყველაზე მაღალი მოთხოვნის და პოპულარულ მიმართულებად. ლაშქრობის მოყვარულ ვიზიტორებში დიდი პოპულარობით სარგებლობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, თბილისის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის, მტირალას ეროვნული პარკი.
ხახიშვილის თქმით, ეკოტურიზმის კუთხით დაცული ტერიტორიების სააგენტო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურა, რომელიც ბუნების დაცვის პარალელურად ქვეყანაში ეკოტურიზმს ავითარებს.
მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის შემდეგ საქართველოში ტურისტული ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა, სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოებას შესთავაზოს ყველაზე ეფექტური და გაუმჯობესებული სერვისები.
ხახიშვილის თქმით, წელს იგეგმება პროექტის განხორციელება, რომლის ღირებულება 34 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტის ფარგლებში დაცულ ტერიტორიებზე დაახლოებით 1,2 ათასი კილომეტრის სიგრძის ბილიკები განახლდება. ასევე იგეგმება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა – კოტეჯების, სასეირნო ბილიკების, საპიკნიკე ადგილების და ა.შ.
წელს ბალდის კანიონზე პირველად იწყება ეკოტურისტული ბილიკების მშენებლობა.
„ვცდილობთ სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე დივერსიფიცირებული სერვისები შევთავაზოთ ჩვენს ვიზიტორებს“, – განაცხადა ხახიშვილმა.
წელს დაგეგმილია დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის და ტურისტების მოსაზიდად, განაცხადა მან.
ხახიშვილის თქმით, იგეგმება გურიის ეროვნული პარკის შექმნაზე სამუშაოების განხორციელება. უახლოეს მომავალში სამეგრელოსა და სვანეთში დაახლოებით 70.000 ჰექტარ ფართობზე ტერიტორიების შესწავლაც დაიწყება.