https://sputnik-georgia.com/20231017/jandacvis-saministro-isviat-medikamentebs-usualod-mwarmoeblebisgan-seisyidis-283330378.html
ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის
ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის
Sputnik საქართველო
დღეისათვის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვის გზით ინსულინს ყიდულობს. 17.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-17T09:44+0400
2023-10-17T09:44+0400
2023-10-17T15:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364345_0:0:2903:1634_1920x0_80_0_0_d56d1b307c28950e90531af31e0ab286.jpg
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენას თავად მწარმოებლებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, ეს პროცესი საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.ბრიფინგზე მინისტრი გარკვეული მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის დანერგვის თემას შეეხო. აზარაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა პარლამენტის კომიტეტების დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად.მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი ხორციელდება ე.წ. „მეას“ ტიპის შესყიდვის გზით. ის დაინერგება საერთაშორისო ჯგუფების რეკომენდაციების საფუძველზე და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხას.„როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტი, რომლებისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირდაპირი შესყიდვის გზით შეგვეძინა და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე“, – განაცხადა აზარაშვილმა.დღეისათვის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვების გზით ინსულინს ყიდულობს. იშვიათი მედიკამენტების შესყიდვაზე გამოყოფილია 30 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ ინსულინზე – 10 მლნ ლარზე მეტი.რეფერენტული ფასების მქონე წამლების ჩამონათვალი გაიზარდა >>მინისტრმა გაიხსენა ის სამწუხარო ფაქტები, როდესაც წლის დასაწყისში ხუთმა კომპანიამ მომხმარებლებს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ერთსა და იმავე პრეპარატებზე ერთნაირი ფასები შესთავაზა, და ეს ფასები 3-4-ჯერ აღემატებოდა თვითღირებულებას.„ჩვენი პაციენტებისა და ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად არის „მეას“ კონტრაქტი, რომელიც გვინდა, რომ კანონში ჩავწეროთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეკონომიის ხარჯზე არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება და ის უცვლელი დარჩება.ჟურნალისტის კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო აფთიაქი, აზარაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო აფთიაქი ნამდვილად არ შეიქმნება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს, როდესაც კერძო აფთიაქებთან ერთად სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს.საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს>>რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364345_575:0:2903:1746_1920x0_80_0_0_122a8848981e527e430b6ed91b0f4c51.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათ მედიკამენტებს უშუალოდ მწარმოებლებისგან შეისყიდის
09:44 17.10.2023 (განახლებულია: 15:55 17.10.2023) დღეისათვის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვის გზით ინსულინს ყიდულობს.
თბილისი, 17 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტების შეძენას თავად მწარმოებლებისგან პირდაპირი შესყიდვის გზით, ეს პროცესი საკანონმდებლო ჩარჩოში მოექცევა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ბრიფინგზე მინისტრი გარკვეული მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის დანერგვის თემას შეეხო. აზარაშვილის თქმით, უკვე დაწყებულია მუშაობა პარლამენტის კომიტეტების დონეზე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის მოსამზადებლად.
„ჩვენს შემთხვევაში ხდება ინოვაციური, იშვიათი მედიკამენტების პირდაპირი შესყიდვის გზით შეძენა, სადაც ფარმაკოლოგიურ ბიზნესს შეიძლება ან არ ჰქონდეს ინტერესი, ან ჰქონდეს არასწორი ინტერესი – ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერ ძვირად რომ ყიდიან იმ მედიკამენტებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრმა განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი ხორციელდება ე.წ. „მეას“ ტიპის შესყიდვის გზით. ის დაინერგება საერთაშორისო ჯგუფების რეკომენდაციების საფუძველზე და მნიშვნელოვნად დაზოგავს თანხას.
„როცა რეფერენტული ფასების რეფორმა დავიწყეთ, მაშინ საკონსულტაციო ჯგუფს ჰქონდა რეკომენდაცია, რომ ყველა ძვირადღირებული, იშვიათი, ინოვაციური მედიკამენტი, რომლებისთვისაც შეუძლებელი იყო რეფერენტული ფასის განსაზღვრა სხვადასხვა მიზეზის გამო, პირდაპირი შესყიდვის გზით შეგვეძინა და უშუალოდ მწარმოებლებთან გვქონოდა მოლაპარაკება ამ მედიკამენტების შესყიდვაზე“, – განაცხადა აზარაშვილმა.
დღეისათვის სამინისტრო პირდაპირი შესყიდვების გზით ინსულინს ყიდულობს. იშვიათი მედიკამენტების შესყიდვაზე გამოყოფილია 30 მლნ ლარზე მეტი, მხოლოდ ინსულინზე – 10 მლნ ლარზე მეტი.
„გვინდა, რომ მსგავსი შესყიდვები საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
მინისტრმა გაიხსენა ის სამწუხარო ფაქტები, როდესაც წლის დასაწყისში ხუთმა კომპანიამ მომხმარებლებს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო ერთსა და იმავე პრეპარატებზე ერთნაირი ფასები შესთავაზა, და ეს ფასები 3-4-ჯერ აღემატებოდა თვითღირებულებას.
„ჩვენი პაციენტებისა და ბიუჯეტიდან თანხების სწორად ხარჯვის დასაზღვევად არის „მეას“ კონტრაქტი, რომელიც გვინდა, რომ კანონში ჩავწეროთ“, – აღნიშნა აზარაშვილმა.
ამასთან მინისტრმა განმარტა, რომ ამ ეკონომიის ხარჯზე არ მოხდება ბიუჯეტის შემცირება და ის უცვლელი დარჩება.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიქმნება თუ არა ქვეყანაში სახელმწიფო აფთიაქი, აზარაშვილმა უპასუხა, რომ სახელმწიფო აფთიაქი ნამდვილად არ შეიქმნება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ეს პრაქტიკაც არსებობს, როდესაც კერძო აფთიაქებთან ერთად სახელმწიფო აფთიაქებიც არსებობს.
საქართველოში 2023 წლის იანვრიდან გარკვეულ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება დაიწყო. წამლების სია მუდმივად ფართოვდება.
რეფორმის მთავარი მიზანია წამლების ფასების შემცირება. სიახლის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიები ვალდებული არიან, იხელმძღვანელონ დადგენილი ფასებით. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები წამლებს დადგენილ ფასზე ძვირად გაყიდიან, მათ დააჯარიმებენ. ამ რეფორმის შედეგად მედიკამენტების ღირებულება საშუალოდ დაახლოებით 40%-ით შემცირდა.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით 2022 წელს ფარმაციის მიმართულებით რეფორმები დაიწყო. თავდაპირველად გაიხსნა თურქეთის ბაზარი, რის შედეგადაც მედიკამენტებზე ფასები შემცირდა 60–80%-მდე.
საქართველოში ასევე გაიხსნა წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ადგილობრივი და იმპორტირებული ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხს შეისწავლის.