https://sputnik-georgia.com/20230628/-------279029544.html
სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს
სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს
Sputnik საქართველო
მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა MEA-ს მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს. 28.06.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-06-28T11:15+0400
2023-06-28T11:15+0400
2023-06-28T17:57+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654786_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_4b461e2f9d871818843ecaf427112e80.jpg
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალი თაობის მედიკამენტების შეძენას პირდაპირ მწარმოებლებისგან გეგმავს.მთავრობამ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილები უკვე მოამზადა.ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.სახელმწიფო ამ მედიკამენტებს სპეციალური პირობებით, შეღავათიან ფასად შეიძენს.როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტში ცვლილებების შეტანა დადებითად აისახება პაციენტებზე და ინოვაციურ მედიკამენტებზე მათი წვდომა გაიზრდება. როგორც მთავრობაში განაცხადეს, მედიკამენტების სპეციალურ ფასად შეძენის წყალობით დაზოგილი თანხით უფრო მეტი პაციენტის დაფინანსება გახდება შესაძლებელი.იზრდება მედიკამენტების რაოდენობა რეფერენტული ფასებით>>>საქართველოს მთავრობა მედიკამენტების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან მოლაპარაკებისთვის იყენებს MEA-ს (მართული შესვლის შეთანხმება) გლობალურ პრაქტიკას. აღნიშნული მექანიზმი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოიყენება.მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უწყება ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებლებთან აწარმოებს.მანამდე მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელთაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, მედიკამენტების გაძვირება თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.მედიკამენტების ხელოვნური გაძვირების ფაქტები საქართველოში პირველად თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.ფასები მედიკამენტებზესახელმწიფომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეისყიდის>>>მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა და პირობა დადო, რომ სია გაფართოვდება.რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს. ეს სია თანდათანობით ივსება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/06/251654786_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_4fc58c80a28479d2efbee9cff037d0a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სახელმწიფო ახალი თაობის მედიკამენტებს პირდაპირ მწარმოებლებისგან შეიძენს
11:15 28.06.2023 (განახლებულია: 17:57 28.06.2023) მედიკამენტების სპეციალური პირობებით შესყიდვა MEA-ს მექანიზმის გამოყენებით მოხდება, რაც სპეციალურ (ფასდაკლებულ) ფასად მედიკამენტების შესყიდვას გულისხმობს.
თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ახალი თაობის მედიკამენტების შეძენას პირდაპირ მწარმოებლებისგან გეგმავს.
მთავრობამ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონებში შესატანი ცვლილები უკვე მოამზადა.
ცვლილებების თანახმად, სახელმწიფო ინოვაციური ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებს.
სახელმწიფო ამ მედიკამენტებს სპეციალური პირობებით, შეღავათიან ფასად შეიძენს.
როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტში ცვლილებების შეტანა დადებითად აისახება პაციენტებზე და ინოვაციურ მედიკამენტებზე მათი წვდომა გაიზრდება. როგორც მთავრობაში განაცხადეს, მედიკამენტების სპეციალურ ფასად შეძენის წყალობით დაზოგილი თანხით უფრო მეტი პაციენტის დაფინანსება გახდება შესაძლებელი.
საქართველოს მთავრობა მედიკამენტების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან მოლაპარაკებისთვის იყენებს MEA-ს (მართული შესვლის შეთანხმება) გლობალურ პრაქტიკას. აღნიშნული მექანიზმი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გამოიყენება.
მიმდინარე წლის აპრილში ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ უწყება ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვაზე მოლაპარაკებებს უშუალოდ მწარმოებლებთან აწარმოებს.
მანამდე მინისტრმა ფარმაცევტული კომპანიები დაადანაშაულა ონკოდაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ფასის ხელოვნურად გაზრდაში, რომელთაც სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. საქართველოს ფარმაცევტულ კომპანიათა ასოციაციამ, თავის მხრივ, მედიკამენტების გაძვირება თურქეთში შესყიდვის ფასის ზრდას დაუკავშირა.
მედიკამენტების ხელოვნური გაძვირების ფაქტები საქართველოში პირველად თებერვალში დაფიქსირდა. მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო წამლებზე ფასების ხელოვნურ ზრდას „ჰოლდინგების შეთქმულება" უწოდა და პირობა დადო, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება მკაცრი იქნება.
სახელმწიფომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო რიგ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა, რაც ნიშნავს, რომ განისაზღვრა წამლის ფასის მაქსიმალური ზღვარი, რომლის ზემოთ წამლის გაყიდვა არ შეიძლება.
მედიკამენტების ფასები ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია საქართველოში. ხელისუფლებამ ფასების შესამცირებლად შარშან თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანა გაამარტივა, მიმდინარე წლის 15 თებერვლიდან კი ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების მექანიზმი გაააქტიურა და პირობა დადო, რომ სია გაფართოვდება.
რეფერენტული ფასების შემთხვევაში სახელმწიფო განსაზღვრავს საშუალო საბითუმო და საცალო ფასებს სააფთიაქო მარკირების გათვალისწინებით, წამლის საბითუმო ღირებულებიდან გამომდინარე. სხვა მედიკამენტებზე ფასებს თავად ფარმაცევტული კომპანიები ადგენენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ საპილოტო რეჟიმში აამოქმედა მედიკამენტების მიმოქცევის მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.
ამ სისტემაში გროვდება ინფორმაცია წამლების ბრუნვის, მარაგის, საცალო და საბითუმო ფასების შესახებ, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგენენ კომპანიები, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციით ვაჭრობენ.
ამ ეტაპზე ზღვრული ფასები 1,1 ათასზე მეტ წამალზე უკვე მოქმედებს. ეს სია თანდათანობით ივსება.