https://sputnik-georgia.com/20231013/saqartvelom-da-ungretma-at-setanxmebas-moaweres-xeli-mtavrobatasorisi-komisiis-sedegebi-283229267.html
საქართველომ და უნგრეთმა ათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - მთავრობათშორისი კომისიის შედეგები
საქართველომ და უნგრეთმა ათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - მთავრობათშორისი კომისიის შედეგები
Sputnik საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას ქვეყნებს შორის, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 13.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-13T09:44+0400
2023-10-13T09:44+0400
2023-10-13T15:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
უნგრეთი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283224044_144:187:1024:682_1920x0_80_0_0_9d78a4081fab18f7a8765935aa5db351.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის სამთავრობო უწყებებმა თელავში საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ ხელი მოაწერეს ათ დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.რას მოაწერეს ხელი მხარეებმაკომისიის სხდომის დასასრულს ორი ქვეყნის პრემიერებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას“.გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი.ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს>>>ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.გაფორმდა აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმი.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა 2024-2026 წლებისთვის STIPENDIUM HUNGARICUM პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა>>>საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.ისტორიული დღეირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნგრეთის პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას ქვეყნებს შორის. მისი თქმით, უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ ორბანის მეთაურობით ისტორიული დღეა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებში.„მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მეგობრობა, ჩვენს ერებს შორის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის... დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის პოლიტიკური ურთიერთობები გადაითარგმნება კონკრეტულ წარმატებაში“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.თავის მხრივ, ორბანი კმაყოფილი დარჩა ღარიბაშვილის სტუმართმოყვარეობით და აღნიშნა, რომ დიდი გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად, უნგრეთის დელეგაცია არ გრძნობს, რომ უცხო მიწაზეა, საქართველოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.„ჩამოვედით, რადგან გეოპოლიტიკური მრწამსი ის არის, რომ ევროპა უნდა დაუკავშირდეს კავკასიას, რაც ისტორიული ამოცანაა. ევროპულ ოჯახს სჭირდება კავკასია და კავკასიელ ერებს − ევროპა“, – განაცხადა ორბანმა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს, თუ ის არ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკულად, ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად კავკასიასთან.„ისტორიისა და საერთო ფასეულობების, ამ გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით და სამართლიან, დამსახურებაზე დაფუძნებულ მოპყრობას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისადმი − თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი!“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.უნგრეთის პრემიერი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა.საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი>>შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0c/283224044_305:169:989:682_1920x0_80_0_0_c627d82e063b56b4681268b2d9d4f21c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, უნგრეთი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ და უნგრეთმა ათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - მთავრობათშორისი კომისიის შედეგები
09:44 13.10.2023 (განახლებულია: 15:38 13.10.2023) უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას ქვეყნებს შორის, განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თბილისი, 13 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და უნგრეთის სამთავრობო უწყებებმა თელავში საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომის შემდეგ ხელი მოაწერეს ათ დოკუმენტს თანამშრომლობის შესახებ, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
საქართველო-უნგრეთის ერთობლივი მთავრობათშორისი კომისიის სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
რას მოაწერეს ხელი მხარეებმა
კომისიის სხდომის დასასრულს ორი ქვეყნის პრემიერებმა ხელი მოაწერეს „საქართველოსა და უნგრეთს შორის ერთობლივ დეკლარაციას“.
გარდა ამისა, გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და უნგრეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უნგრეთის ფინანსთა სამინისტროს შორის გაფორმდა ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება და ურთიერთგაგების მემორანდუმი.
ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უნგრეთის თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროს შორის მართლმსაჯულების სფეროში 2024-2025 წლების პერიოდისათვის თანამშრომლობის სამუშაო გეგმას.
გაფორმდა აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების სამინისტროსა და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განათლების, მეცნიერებისა და ოჯახის სფეროში თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობის ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა 2024-2026 წლებისთვის STIPENDIUM HUNGARICUM პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და უნგრეთის მშენებლობისა და ტრანსპორტის სამინისტრომ ხელი მოაწერეს მწვანე, მდგრადი და სოციალურად ინკლუზიური ინფრასტრუქტურისა და ურბანული განვითარების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ხელი მოეწერა ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უნგრეთის პრემიერის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს მჭიდრო პარტნიორობასა და მეგობრობას ქვეყნებს შორის. მისი თქმით, უნგრეთის სამთავრობო გუნდის ვიზიტი პრემიერ ორბანის მეთაურობით ისტორიული დღეა ქართულ-უნგრულ ურთიერთობებში.
„მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, მეგობრობა, ჩვენს ერებს შორის ერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისა და ხალხის კეთილდღეობისთვის... დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი შეხვედრები შედეგს გამოიღებს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის პოლიტიკური ურთიერთობები გადაითარგმნება კონკრეტულ წარმატებაში“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, ორბანი კმაყოფილი დარჩა ღარიბაშვილის სტუმართმოყვარეობით და აღნიშნა, რომ დიდი გეოგრაფიული მანძილის მიუხედავად, უნგრეთის დელეგაცია არ გრძნობს, რომ უცხო მიწაზეა, საქართველოში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
„ჩამოვედით, რადგან გეოპოლიტიკური მრწამსი ის არის, რომ ევროპა უნდა დაუკავშირდეს კავკასიას, რაც ისტორიული ამოცანაა. ევროპულ ოჯახს სჭირდება კავკასია და კავკასიელ ერებს − ევროპა“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ევროკავშირს მომავალი არ აქვს, თუ ის არ იქნება დაკავშირებული ენერგეტიკულად, ეკონომიკურად, ინფრასტრუქტურულად კავკასიასთან.
„ისტორიისა და საერთო ფასეულობების, ამ გეოპოლიტიკური სტრატეგიის გამო სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან მიმართებით და სამართლიან, დამსახურებაზე დაფუძნებულ მოპყრობას მოვითხოვთ საქართველოს მთავრობისადმი − თქვენთვის, თქვენი ქვეყნისთვის. ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ ჩვენი იმედი!“ – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.