https://sputnik-georgia.com/20231011/orbanis-viziti-saqartvelosa-da-ungretis-aqtiur-tanamsromlobas-adasturebs-darciasvili-283197741.html
ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი
ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი
Sputnik საქართველო
მოსახლეობა მალე იხილავს კონკრეტულ ნაბიჯებს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. 11.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-11T17:43+0400
2023-10-11T17:43+0400
2023-10-11T20:56+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
უნგრეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0b/283197170_0:102:1024:678_1920x0_80_0_0_254ccbbca6b5e048fdf75b6dadcdb9ef.jpg
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აქტიურად გრძელდება, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მოგვიანებით – ერთობლივი პრესკონფერენცია. რაც შეეხება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობას ამ მიმართულებით, მინისტრის განცხადებით, საზოგადოება ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შეიტყობს. „ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს", – განაცხადა დარჩიაშვილმა. მან აღნიშნა, რომ შავის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკის დივერსიფიკაციაში. შავ ზღვაში ენერგოკაბელის გაყვანა: სპეციალისტები პროექტის ფინანსურ ნაწილს სწავლობენ>>შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს. საქართველოდან ევროპაში ენერგოკაბელის გაყვანა - პრემიერმა დეტალებზე გაეროში ისაუბრაევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს. თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/0b/283197170_215:135:939:678_1920x0_80_0_0_dd656a22eabdb97b75aa9d5feef52438.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო, უნგრეთი, ახალი ამბები
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო, უნგრეთი, ახალი ამბები
ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი
17:43 11.10.2023 (განახლებულია: 20:56 11.10.2023) მოსახლეობა მალე იხილავს კონკრეტულ ნაბიჯებს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის აქტიურად გრძელდება, მათ შორის, შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის ფარგლებში, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მოგვიანებით – ერთობლივი პრესკონფერენცია.
„ეს ვიზიტიც აძლიერებს და ამყარებს იმას, რომ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას. უნგრეთი ძლიერი ნაწილია ამ პროცესის (ელექტროკაბელის), როგორც რუმინეთი და ჩვენი რეგიონიდან – ჩვენ და აზერბაიჯანი", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება ოთხი ქვეყნის თანამშრომლობას ამ მიმართულებით, მინისტრის განცხადებით, საზოგადოება ამის შესახებ უახლოეს პერიოდში შეიტყობს.
„ამ თანამშრომლობას ვაგრძელებთ, დარწმუნებული ვართ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უკვე გამოჩნდება და ჩვენი მოსახლეობა დაინახავს", – განაცხადა დარჩიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ შავის ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტი დიდ წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკის დივერსიფიკაციაში.
შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.