https://sputnik-georgia.com/20231012/vin-aris-namdvili-megobari-raribasvilma-orbanis-viziti-seafasa-283213638.html
ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა
ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა ორბანს გულწრფელი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა. 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T14:04+0400
2023-10-12T14:04+0400
2023-10-12T17:15+0400
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
უნგრეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/05/273665844_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_9a20644c82624b3cdc35db90095435ed.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვის უნდა მისი ევროპასთან ერთად ნახვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელი კოლეგის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე. ვიქტორ ორბანი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში 11 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს გაიმართება ქართულ-უნგრული მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგ ხელი მოეწერება მემორანდუმს. მან ორბანს მადლობა გადაუხადა გულწრფელი მეგობრობისთვის, მას სანიმუშო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი უწოდა. უნგრეთის პრემიერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს. ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი>>შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი. საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს. პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს. თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/05/273665844_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_6206e9ecb6ce39421878057d0c0e1a06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , უნგრეთი
პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , უნგრეთი
ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა
14:04 12.10.2023 (განახლებულია: 17:15 12.10.2023) საქართველოს პრემიერმა ორბანს გულწრფელი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ ვინ არის საქართველოს ნამდვილი მეგობარი და ვის უნდა მისი ევროპასთან ერთად ნახვა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრელი კოლეგის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ ვახშამზე.
ვიქტორ ორბანი დელეგაციასთან ერთად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით 10 ოქტომბერს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში 11 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა გაიმართა. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს გაიმართება ქართულ-უნგრული მთავრობათშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგ ხელი მოეწერება მემორანდუმს.
„ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან ორბანს მადლობა გადაუხადა გულწრფელი მეგობრობისთვის, მას სანიმუშო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი უწოდა.
უნგრეთის პრემიერმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
„მივიჩნევ, რომ ეს (შეხვედრა) მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე", – განაცხადა ორბანმა.
საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.