https://sputnik-georgia.com/20231012/orbani-saqartvelo-gansakutrebit-imsaxurebs-kandidatis-statuss-283227049.html
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
Sputnik საქართველო
ევროკავშირს ინტერესები აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია – დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, მიაჩნია ორბანს. 12.10.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-10-12T22:16+0400
2023-10-12T22:16+0400
2023-10-12T22:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
უნგრეთი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272925905_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_0beb81ed6b33cee93f0cc1ac9987284f.jpg
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უნდა მიეცეს ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა, ეს არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.უნგრეთის პრემიერმა გაიხსენა, როგორ უერთდებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირს და ქმნიდნენ ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.„ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს, იყოს კრეატიული, ვისაც აქვს ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ორბანმა.როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა >>„მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია – დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით“, – განაცხადა ორბანმა.მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს ის გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი.ამიტომაც, ორბანის თქმით, აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამა „მწვანე დერეფანი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.„ევროკავშირისთვის ეს არის უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ორბანმა.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
საქართველო
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0b/272925905_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_d580779700fee8e8ffcfb511fb1a694a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, უნგრეთი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვიქტორ ორბანი: საქართველო განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
22:16 12.10.2023 (განახლებულია: 22:26 12.10.2023) ევროკავშირს ინტერესები აქვს, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს და საუკეთესო გამოსავალია – დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, მიაჩნია ორბანს.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს უნდა მიეცეს ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობა, ეს არის ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
„ჩემმა მეგობარმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი არის საქართველოს ევროპული მისწრაფებების მყარი მხარდამჭერი. ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს უნდა მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე ევროპულ ინტერესებში“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერმა გაიხსენა, როგორ უერთდებოდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ევროკავშირს და ქმნიდნენ ევროკავშირის კონკურენტუნარიანობას. მისი თქმით, უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
„ევროპულ კავშირს სჭირდება ასეთი დინამიზმი, ასეთი ენერგია, ისეთი ადამიანები, ვისაც სურს იმუშაოს, იყოს კრეატიული, ვისაც აქვს ამბიციები. თუ ევროპა არ მიიღებს ასეთ ადამიანებს, როდესაც დრო დადგება, საბოლოოდ ევროკავშირი ფასს გადაიხდის ამისთვის იმით, რომ დაკარგავს თავის კონკურენტუნარიანობას. პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ამ კონტექსტში საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ორბანმა.
როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია.
„მწამს, რომ ევროკავშირს ინტერესები აქვს დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს, საუკეთესო გამოსავალია – დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით, ამიტომ ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, გაბრაზებულები, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, როდესაც იმ ქვეყნებმა მიიღეს, ვინც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით“, – განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, განიხილავს ის გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი.
„თუ ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით, ეს უნდა გამოსწორდეს რაც შეიძლება მალე. ევროკავშირმა უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ ვერ მოვახდენთ მოდერნიზებას ენერგოსისტემის, ეკონომიკის თქვენს ქვეყანასთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა.
ამიტომაც, ორბანის თქმით, აზერბაიჯანის, საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის ინფრასტრუქტურული თანამშრომლობის პროგრამა „მწვანე დერეფანი“ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის.
„ევროკავშირისთვის ეს არის უზარმაზარი პროექტი, რომელზეც ვლაპარაკობთ, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მომავალში იქნება ეკონომიკური ზრდის წყარო ყველა მონაწილე წევრი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ორბანმა.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.