პრემიერი: საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2023
გამოწერა
საქართველოს აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობები აქვს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი, განაცხადა პრემიერმა.
თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ ქვეყანაში სტაბილურობასა და მშვიდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აღმოსავლეთი–დასავლეთის „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.

„ჩვენს ქვეყანას არა მხოლოდ როგორც ერთ აღებულ ქვეყანას აქვს მნიშვნელობა, არამედ როგორც რეგიონში მოთამაშე ძალიან მნიშვნელოვან აქტორს... ზოგადად, „შუა დერეფნის“ განვითარების კონტექსტში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ეს პროექტი ვერ შედგება, თუ საქართველო არ იქნება ძლიერი და სტაბილური და არ იქნება ჩვენთან მშვიდობა", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს ევროპისთვის და მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მან აღნიშნა, რომ საქართველოს აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობები აქვს რეგიონის ყველა ქვეყანასთან, იქნება ეს აზერბაიჯანი, სომხეთი თუ თურქეთი.
„შუა დერეფანი“
„შუა დერეფნის“ თემა განსაკუთრებით აქტუალური უკრაინაში კონფლიქტის დაწყების და აზიიდან ევროპაში მიწოდების უწყვეტი ჯაჭვისთვის გზების ძიების ფონზე გახდა.
საქართველოს პოტენციალი აღმოსავლეთი-დასავლეთის შუა დერეფანში: რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ>>
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ღარიბაშვილი: კარგი გეგმა გვაქვს „შუა დერეფნის“ განვითარებისთვის>>
საქართველოს სატრანზიტო როლს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეკონომიკის განვითარებისთვის ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტის რეალიზება – აღმოსავლეთი–დასავლეთის გზის ნაწილის მშენებლობა, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს საქართველოს გავლით.
ყველა ახალი ამბავი
0