https://sputnik-georgia.com/20230922/erovnuli-banki-saertasoriso-sanqciebis-dacvas-uzrunvelyofs-turnava-282572544.html
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების შესრულების წესებში ცვლილება შეიტანა და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პროცედურა დააკისრა, განაცხადა ეროვნული ბანკის... 22.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-22T22:27+0400
2023-09-22T22:27+0400
2023-09-22T22:53+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ოთარ ფარცხალაძე
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების წესის შეცვლა, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს რეგულატორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის შეხვედრაზე. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.მან განმარტა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და დანერგა ეს შესწორება საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების სრული რეალიზაციის მიზნით, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.თურნავას თქმით, რაც შეეხება სანქციების აღსრულების საკითხს, ეროვნული ბანკი მიჰყვება საერთაშორისო პრაქტიკას და მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.ნათია თურნავამ სსფ-ის მისიას თავისი სკანდალური გადაწყვეტილების მიზეზები გააცნო>>„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ“, – განაცხადა თურნავამ.გერმანიის ელჩი კმაყოფილი დარჩა თურნავასთან შეხვედრითა და მისი განმარტებებით ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები.საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა.გერმანიის „ბუნდესბანკის" ექსპერტებმა ეროვნულ ბანკს უდიდესი დახმარება გაუწიეს და მხოლოდ მათი დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 2012 წელს თანამედროვე სტანდარტების საკასო ცენტრის მშენებლობა და ფუნქციონირება.სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.ზეწოლას ვერ გაუძლეს - ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>იმავე დღეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა>>პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ოთარ ფარცხალაძე, პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ოთარ ფარცხალაძე, პოლიტიკა
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა
22:27 22.09.2023 (განახლებულია: 22:53 22.09.2023) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სანქციების შესრულების წესებში ცვლილება შეიტანა და საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პროცედურა დააკისრა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულების წესის შეცვლა, ასევე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების საკითხი განიხილეს რეგულატორის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის შეხვედრაზე. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
„ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა სანქციების აღსრულების წესში და საქართველოს მოქალაქეებზე განსხვავებული პროცედურები დააწესა. ცალსახად აღვნიშნეთ, რომ საქართველო, ჩვენი საფინანსო სისტემა, ეროვნული ბანკი, ვრჩებით ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულნი“, – განაცხადა თურნავამ.
მან განმარტა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა და დანერგა ეს შესწორება საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების სრული რეალიზაციის მიზნით, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული.
თურნავას თქმით, რაც შეეხება სანქციების აღსრულების საკითხს, ეროვნული ბანკი მიჰყვება საერთაშორისო პრაქტიკას და მზადაა ყველა დაინტერესებულ მხარეს წარუდგინოს დეტალური ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები.
„გერმანიის ელჩთან და მის კოლეგებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ერთობლივი პროექტები. ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ როგორც გერმანიის ცენტრალურ ბანკთან, კომერციულ ბანკებთან, ასევე სხვადასხვა გერმანულ საფინანსო ინსტიტუტთან. აღვნიშნეთ, რომ ძალიან მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის, რასაც გერმანიის მთავრობისგან და გერმანიის საფინანსო სექტორიდან ვიღებთ“, – განაცხადა თურნავამ.
გერმანიის ელჩი კმაყოფილი დარჩა თურნავასთან შეხვედრითა და მისი განმარტებებით ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ძალზე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური და ეკონომიკური რეფორმები.
„აღინიშნა მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ეროვნულ ბანკსა და გერმანიის ცენტრალურ ბანკ „ბუნდესბანკთან“. ახლა, როდესაც საქართველო ნაბიჯებს დგამს კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის წევრობისკენ, მომავალში გვინდა კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ფიშერმა.
საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტთან. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა.
გერმანიის „ბუნდესბანკის" ექსპერტებმა ეროვნულ ბანკს უდიდესი დახმარება გაუწიეს და მხოლოდ მათი დიდი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი 2012 წელს თანამედროვე სტანდარტების საკასო ცენტრის მშენებლობა და ფუნქციონირება.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს.
იმავე დღეს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი.
ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.