https://sputnik-georgia.com/20230921/saqartvelos-finansuri-seqtori-zlieri-da-myaria-turnava-282502289.html
საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა
საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა
Sputnik საქართველო
ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სკანდალი ეროვნულ ბანკში მოქალაქეებისთვის საბანკო მომსახურებაზე აისახება. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T17:39+0400
2023-09-21T17:39+0400
2023-09-21T20:01+0400
საქართველოს ეროვნული ბანკი
ოთარ ფარცხალაძე
ახალი ამბები
საქართველო
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
ქართული ოპოზიცია
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271829980_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8385d637d1eeb1958ed8f71403c85b87.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. არანაირი პრობლემა საბანკო სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის და არც იქნება, ქვეყნის საფინანსო სექტორი მყარი და ძლიერია ისე, როგორც არასდროს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ამის გამო მოსახლეობას უზარმაზარი ზარალი მიადგება, რადგან მოქალაქეები ვერ შეძლებენ საბანკო მომსახურების გამოყენებას, საკრედიტო ბარათებით სარგებლობას, ასევე საქართველოს ბანკებს გათიშავენ SWIFT-ის სისტემიდან, რაც ქვეყანაში საბანკო გადმორიცხვებს შეზღუდავს. მისი თქმით, ქვეყნის ბანკებს საკმარისი ლიკვიდურობა აქვთ და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გაჩნდება. მან მოუწოდა საზოგადოებას, არ აჰყვნენ სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკოსის მავნებლურ განცხადებებს. სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას. თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ>>ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო. შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა. კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს. ზეწოლას ვერ გაუძლეს - თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271829980_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_168cee29ad36dc98499597d3e8cff116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეროვნული ბანკი , ოთარ ფარცხალაძე, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
საქართველოს ეროვნული ბანკი , ოთარ ფარცხალაძე, ახალი ამბები, საქართველო, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ოპოზიცია, ქართული ოცნება
საქართველოს საფინანსო სექტორი ძლიერი და მყარია - ნათია თურნავა
17:39 21.09.2023 (განახლებულია: 20:01 21.09.2023) ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სკანდალი ეროვნულ ბანკში მოქალაქეებისთვის საბანკო მომსახურებაზე აისახება.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. არანაირი პრობლემა საბანკო სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის და არც იქნება, ქვეყნის საფინანსო სექტორი მყარი და ძლიერია ისე, როგორც არასდროს, განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
აშშ-ის სანქციების სიაში მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გაუქმების ფონზე ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობიდან წასვლით გამოწვეულმა სკანდალმა ქართულ საზოგადოებაში მღელვარება გამოიწვია. ოპოზიციის ნაწილმა შეშფოთება გამოთქვა, რომ ამის გამო მოსახლეობას უზარმაზარი ზარალი მიადგება, რადგან მოქალაქეები ვერ შეძლებენ საბანკო მომსახურების გამოყენებას, საკრედიტო ბარათებით სარგებლობას, ასევე საქართველოს ბანკებს გათიშავენ SWIFT-ის სისტემიდან, რაც ქვეყანაში საბანკო გადმორიცხვებს შეზღუდავს.
„მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საფინანსო სექტორი არის მდგრადი და ძლიერი, როგორც არასდროს. არანაირი საფუძველი არ გააჩნია იმ ხელოვნურად გავრცელებულ შიშს, თითქოს რაიმე პრობლემა შეიძლება შეექმნას ვინმეს საბანკო სერვისებით სარგებლობისას", – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, ქვეყნის ბანკებს საკმარისი ლიკვიდურობა აქვთ და ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ გაჩნდება.
„წვდომა საბანკო სერვისებზე ჩვენს სისტემაში დღესაც, ხვალაც და ნებისმიერ დროს იქნება უზრუნველყოფილი. მეტსაც გეტყვით, ფინანსური თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები ქვეყანაში ხორციელდება შეუფერხებლად. ეს არის ტურიზმის აღდგენა, საერთაშორისო ვაჭრობა, გზავნილები და სრული და თავისუფალი ხელმისაწვდომობაა ლარის რესურსზე", – განაცხადა თურნავამ.
მან მოუწოდა საზოგადოებას, არ აჰყვნენ სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკოსის მავნებლურ განცხადებებს.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო 18 სექტემბერს შეუზღუდა. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა.
კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.