https://sputnik-georgia.com/20230921/-----282499326.html
ნათია თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ
ნათია თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ
Sputnik საქართველო
თურნავას თქმით, ლარის მიმართ სანდოობა დიდია, სულ უფრო მეტი მოქალაქე სესხს სწორედ ლარში იღებს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T14:22+0400
2023-09-21T14:22+0400
2023-09-21T17:38+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282494772_0:177:2048:1329_1920x0_80_0_0_fa7dd35b352a7e80c9fef318893b27b9.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტით, ლარით შეიძლება ვიამაყოთ – იგი ძალიან მყარია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში. სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია – მოსახლეობა ლარის გაუფასურებას და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას შიშობს. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო. საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მანამდე მიმოქცევაში იყო კუპონი. თურნავას თქმით, ლარის მიმართ სანდოობა დიდია, სულ უფრო მეტი მოქალაქე სესხს სწორედ ლარში იღებს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის შემცირება და ეს ამოცანა მიღწეულია. თურნავამ დაამატა, რომ ინფლაციასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა ისტორიულად მყარმა ლარის კურსმა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით. მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6333 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, სამშაბათს – 2,6360 GEL/$1, ოთხშაბათს – 2,6412 GEL/$1, ხუთშაბათს – 2,6750 GEL/$1 ნიშნულზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282494772_80:0:1899:1364_1920x0_80_0_0_01a4d7ab3ae4e4a18381d2dc2da5f1b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ნათია თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ
14:22 21.09.2023 (განახლებულია: 17:38 21.09.2023) თურნავას თქმით, ლარის მიმართ სანდოობა დიდია, სულ უფრო მეტი მოქალაქე სესხს სწორედ ლარში იღებს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტით, ლარით შეიძლება ვიამაყოთ – იგი ძალიან მყარია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა, რომელსაც საფუძვლად დაედო აშშ-ის სანქციების ქვეშ მოხვედრილი ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილების გაუქმება, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია – მოსახლეობა ლარის გაუფასურებას და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლას შიშობს. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
„კუპონიზაცია, ალბათ, დარჩა ზოგიერთი ხელმოცარული მოღვაწის მეხსიერებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ დავუბრუნდებით. ეროვნული ვალუტა არის მართლა ძალიან მყარი, ძალიან საამაყო და სულ უფრო მეტად პოპულარული", – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ვალუტა – ლარი მიმოქცევაში 1995 წლის 25 სექტემბერს გამოვიდა, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ლარი გამოცხადდა ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მანამდე მიმოქცევაში იყო კუპონი.
თურნავას თქმით, ლარის მიმართ სანდოობა დიდია, სულ უფრო მეტი მოქალაქე სესხს სწორედ ლარში იღებს და დანაზოგსაც ეროვნულ ვალუტაში ინახავს.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ლარის გაუფასურების საფუძველი არ არსებობს.
„სავალუტო ბაზარზე პირველ რიგში მოქმედებს ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც არის ქვეყანაში. არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მსგავსი აპოკალიფსური სურათი დავხატოთ და ამის შიში გვქონდეს, არ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად. ყველა ფინანსური მაჩვენებლით ჩვენი სავალუტო სისტემა არის მდგრადი და სტაბილური", – განაცხადა თურნავამ.
როგორც მან აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა და ინფლაციის დონის შემცირება და ეს ამოცანა მიღწეულია.
„ბოლო მონაცემებით, ჩვენთან ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ფასების დონე გაცილებით დაბალ ნიშნულზე გვაქვს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას სერიოზული პრობლემა ჰქონდა ამ თვალსაზრისით… ახლა ეს პრობლემა მოხსნილია", – განაცხადა თურნავამ.
თურნავამ დაამატა, რომ ინფლაციასთან ბრძოლაში უდიდესი წვლილი შეიტანა ისტორიულად მყარმა ლარის კურსმა და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამისთვის როგორც ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით.
მიმდინარე კვირის დასაწყისიდან ლარი 1,6%-ით გაუფასურდა. ეროვნულმა ბანკმა ორშაბათს ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,6333 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა, სამშაბათს – 2,6360 GEL/$1, ოთხშაბათს – 2,6412 GEL/$1, ხუთშაბათს – 2,6750 GEL/$1 ნიშნულზე.