https://sputnik-georgia.com/20230921/rodis-searceven-investors-anakliis-portis-proeqtistvis-282485362.html
როდის შეარჩევენ ინვესტორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის
როდის შეარჩევენ ინვესტორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის
Sputnik საქართველო
კომისიამ ორი პრეტენდენტი შეარჩია, რომლებმაც აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T13:07+0400
2023-09-21T13:07+0400
2023-09-21T16:55+0400
ანაკლია
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282480690_229:423:1371:1066_1920x0_80_0_0_b80edf48acf56855107179fff23e57bc.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. უწყებათშორისი სამთავრობო კომისია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შეიქმნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდება მეორე ტურში გადასული ორი კომპანიის ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებების წარმოდგენას, რის საფუძველზეც შეირჩევა გამარჯვებული, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კონსორციუმმა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.კომისიამ დეტალურად განიხილა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და 20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ. სხდომის ფარგლებში შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს ენიჭება. საქართველოს ხელისუფლება ანაკლიის პორტის მშენებლობას იწყებს>>მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნეს-მოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი. ამ პროცესის პარალელურად სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერის დაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას კაპიტალშენატანის სახით გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი. მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. გეგმები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ. რომელი ქვეყნების ინვესტორები დაინტერესდნენ ანაკლიის პორტის მშენებლობით>>2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური", რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს. „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს. საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება. სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს. საქართველოს პრემიერი ჩინელ ინვესტორებს ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა>>ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა. თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/15/282480690_666:423:1523:1066_1920x0_80_0_0_a044b738f15bf008c8f58a4bd8b25f81.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო
ანაკლია, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველოს მთავრობა , საქართველო
როდის შეარჩევენ ინვესტორს ანაკლიის პორტის პროექტისთვის
13:07 21.09.2023 (განახლებულია: 16:55 21.09.2023) კომისიამ ორი პრეტენდენტი შეარჩია, რომლებმაც აუცილებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. უწყებათშორისი სამთავრობო კომისია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით შეიქმნა, რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდება მეორე ტურში გადასული ორი კომპანიის ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადებების წარმოდგენას, რის საფუძველზეც შეირჩევა გამარჯვებული, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. ახალი პორტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო, მაგრამ შეჩერდა. 2020 წლის იანვარში ხელისუფლებამ გაწყვიტა კონტრაქტი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" და ინვესტორი ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. კონსორციუმმა, თავის მხრივ, ეს გადაწყვეტილება არასამართლიანად მიიჩნია და საერთაშორისო არბიტრაჟში იჩივლა.
„კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების საფუძველზე კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე", – ნათქვამია განცხადებაში.
კომისიამ დეტალურად განიხილა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და 20 სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ.
სხდომის ფარგლებში შესაბამის ოქმებს ხელი მოაწერეს კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა.
საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხს ენიჭება.
მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნეს-მოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა.
ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი.
ამ პროცესის პარალელურად სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერის დაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას კაპიტალშენატანის სახით გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური.
გეგმები ანაკლიის პორტთან დაკავშირებით
საქართველოს ხელისუფლებამ ანაკლიის პორტის მშენებლობის განახლება გადაწყვიტა პირობით, რომ პორტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება, დანარჩენი – კერძო პარტნიორის, რომელსაც კვალიფიკაციის კრიტერიუმებიდან და წინადადების პირობებიდან გამომდინარე შეარჩევენ.
2023 წლის მარტში შეიქმნა სახელმწიფო კომპანია შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური", რომელიც ანაკლიის პორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლებას უზრუნველყოფს. მთავრობის თავდაპირველი გათვლით, 2023 წლის შემოდგომაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს.
„ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" კაპიტალი 3 მლნ ლარს შეადგენს. ის ეკუთვნის სახელმწიფო შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიას". დირექტორია ზურაბ სიჭინავა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალ აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო. ამ უკანასკნელმა აღმოსავლეთი და დასავლეთი უნდა დააკავშიროს.
საქართველოში ამჟამად ორი პორტი მუშაობს – ბათუმისა და ფოთის. ძირითადი ტვირთები ფოთის გავლით მოძრაობს. ამ პორტის ნაკლია მისი არასაკმარისი სიღრმე – ამჟამად მას არ შეუძლია 1,5 ათას კონტეინერზე მეტი ტევადობის გემების მიღება.
სწორედ ამიტომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ხელისუფლებამ ადრე განაცხადა, პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ პორტი წელიწადში 900 ათასი კონტეინერის მიღებას შეძლებს.
ანაკლიაში ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რაც მალევე შეჩერდა.
თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადაცემას გეგმავდა და ამ პირობებით 2016 წელს ტენდერი გამოაცხადა.
გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი", რომელიც დააფუძნეს „თიბისი ჰოლდინგმა" და ამერიკულმა კომპანიამ Conti International LLC, რომლებმაც ჩამოაყალიბეს კომპანია Anaklia Holding JSC. სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა იყო სახელმწიფოს მთავარი პირობა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB. ამ მიზეზით მთავრობამ კონსორციუმთან კონტრაქტი გაწყვიტა.