https://sputnik-georgia.com/20230921/mdinaraze-prezidenti-qveynis-safinanso-sistemis-camoslas-seecada-282532060.html
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი საქართველოს საფინანსო სისტემის ჩამოშლას შეეცადა
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი საქართველოს საფინანსო სისტემის ჩამოშლას შეეცადა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის მუშაობის საბოტაჟი სურდა, აცხადებენ მმართველ პარტიაში. 21.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-21T20:03+0400
2023-09-21T20:03+0400
2023-09-21T21:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3da47c8d42f2f1d2e8b749e86fab2494.jpg
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ქვეყნის საფინანსო სისტემის ჩამოშლის მცდელობის თანამზრახველი, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას შეეკრა და ეროვნული ბანკის საბოტაჟს ცდილობდა. მისი თქმით, ზურაბიშვილი წინა დღეს შეხვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მის მიერვე წარდგენილ კანდიდატებს და სთხოვა უარი ეთქვათ შეთავაზებაზე.დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შეხვდა და სთხოვა დაეწერათ განცხადება საბჭოს წევრობაზე უარის შესახებ, რადგან იცოდა, რომ თუ მარეგულირებელში გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები ადამიანი დარჩებოდა, საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავდა.„მაყურებელმა განსაჯოს, არის თუ არა საფინანსო სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, როდესაც თავისივე წარმოდგენილ კანდიდატებს უკან იწვევს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს და იბარებს ამ ორ კანდიდატს, ელაპარაკება, რომ თავად დაწერონ განცხადება. პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.პრეზიდენტი ამ საკითხში „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი წარმომადგენლების თანამზრახველია, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები აირჩია >>საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა 21 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ხომერიკი აირჩიეს მიუხედავად იმისა, რომ მათი კანდიდატურები საკომიტეტო მოსმენებზე ჩააგდეს.ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებად 14 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა. თუმცა, გუშინ რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ თავისივე გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა. კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მასში მინიმუმ ხუთი წევრის არსებობა. დღეს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ახლა საბჭოში ექვსი წევრი იქნება.აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე არც ყეინიშვილი და არც ხომერიკი საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დასწრებიან. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.კობახიძე: ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადადგომისკენ მოწოდება ზეწოლაა პრეზიდენტის მხრიდან >>პასუხად მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატების გაწვევის პროცედურა არ არსებობს და ამ საკითხზე კენჭისყრა ჩააგდეს.ამის საპირისპიროდ საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრა ჩაატარა ამ ორი კანდიდატის დასამტკიცებლად. ყეინიშვილს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს – უმრავლესობის 82-მა წევრმა. წინააღმდეგი არცერთი დეპუტატი არ იყო.მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა კონკრეტული საკონსტიტუციო ორგანოს საბოტაჟი, ვინაიდან წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი დარჩებოდა, შესაბამისად, მარეგულირებელი მუშაობის ეფექტურად გაგრძელებას ვერ შეძლებდა.ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მაგრამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.თურნავა: ეროვნული ვალუტით შეგვიძლია ვიამაყოთ>>ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა.კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.ზეწოლას ვერ გაუძლეს - თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების გადადგომაზე>>მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_166:0:1881:1286_1920x0_80_0_0_7f5e9962e9c1d28da02eed8c8c3dc654.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს ეროვნული ბანკი
მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი საქართველოს საფინანსო სისტემის ჩამოშლას შეეცადა
20:03 21.09.2023 (განახლებულია: 21:42 21.09.2023) საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის მუშაობის საბოტაჟი სურდა, აცხადებენ მმართველ პარტიაში.
თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო ქვეყნის საფინანსო სისტემის ჩამოშლის მცდელობის თანამზრახველი, განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი რადიკალურ ოპოზიციას შეეკრა და ეროვნული ბანკის საბოტაჟს ცდილობდა. მისი თქმით, ზურაბიშვილი წინა დღეს შეხვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის მის მიერვე წარდგენილ კანდიდატებს და სთხოვა უარი ეთქვათ შეთავაზებაზე.
„საფინანსო სისტემის ჩამოქცევის მცდელობაში პრეზიდენტს თანამზრახველის როლი ჰქონდა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს შეხვდა და სთხოვა დაეწერათ განცხადება საბჭოს წევრობაზე უარის შესახებ, რადგან იცოდა, რომ თუ მარეგულირებელში გარკვეულ რაოდენობაზე ნაკლები ადამიანი დარჩებოდა, საბჭო უფლებამოსილებას დაკარგავდა.
„მაყურებელმა განსაჯოს, არის თუ არა საფინანსო სისტემის ჩამონგრევის მცდელობა, როდესაც თავისივე წარმოდგენილ კანდიდატებს უკან იწვევს, შემდეგ აღმოაჩენს, რომ არ არსებობს ნორმა, რომელიც ამას ითვალისწინებს და იბარებს ამ ორ კანდიდატს, ელაპარაკება, რომ თავად დაწერონ განცხადება. პრეზიდენტი რომ ამას აკეთებს, სხვა რაღაზე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტი ამ საკითხში „გლობალური ომის პარტიის“ ადგილობრივი წარმომადგენლების თანამზრახველია, განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა 21 სექტემბერს ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნანა ყეინიშვილი და „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი თეიმურაზ ხომერიკი აირჩიეს მიუხედავად იმისა, რომ მათი კანდიდატურები საკომიტეტო მოსმენებზე ჩააგდეს.
ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებად 14 სექტემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყეინიშვილისა და ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა. თუმცა, გუშინ რეგულატორის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. მიზეზი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც გააუქმა ქვეყნის ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ თავისივე გადაწყვეტილება, რომელიც აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.
კანონმდებლობის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მასში მინიმუმ ხუთი წევრის არსებობა. დღეს პარლამენტში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად ახლა საბჭოში ექვსი წევრი იქნება.
აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე არც ყეინიშვილი და არც ხომერიკი საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას არ დასწრებიან. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს მის მიერ წარდგენილი კანდიდატების პარლამენტიდან უკან გაწვევა სურდა ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გამო.
პასუხად მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატების გაწვევის პროცედურა არ არსებობს და ამ საკითხზე კენჭისყრა ჩააგდეს.
ამის საპირისპიროდ საპარლამენტო უმრავლესობამ კენჭისყრა ჩაატარა ამ ორი კანდიდატის დასამტკიცებლად. ყეინიშვილს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო თეიმურაზ ხომერიკს – უმრავლესობის 82-მა წევრმა. წინააღმდეგი არცერთი დეპუტატი არ იყო.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში შედიოდა კონკრეტული საკონსტიტუციო ორგანოს საბოტაჟი, ვინაიდან წლის ბოლომდე ეროვნული ბანკის საბჭოში მხოლოდ ოთხი წევრი დარჩებოდა, შესაბამისად, მარეგულირებელი მუშაობის ეფექტურად გაგრძელებას ვერ შეძლებდა.
ეროვნული ბანკის საბჭო არის ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია რეზერვების მართვაზე. საბჭო განსაზღვრავს ეროვნული ბანკის ხარჯებს და პასუხისმგებელია უცხოური ვალუტების მიმართ ეროვნული ვალუტის კურსის ფორმირების წესზე.
სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მაგრამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
ეროვნულმა ბანკმა უკვე 19 სექტემბერს შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
შედეგად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მანამდე პრეზიდენტმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის მისამართით მუქარაში პირდაპირ დაადანაშაულა. ზურაბიშვილის თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი იყო, რომ თურნავა ამ მუქარას დაემორჩილა.
კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან რეგულატორის გადაწყვეტილებაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მხოლოდ სამართლებრივად შეფასდა ეროვნული ბანკის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ამ სამართლებრივი კუთხით გაიაზრეს.
მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილება ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას, სადაც ნათქვამია უდანაშაულობის პრეზუმფციის შესახებ, რადგან იყო დანიშნული სამართლებრივი სასჯელი კონკრეტული პირის მიმართ, თუმცა მისთვის შესაბამისი განაჩენი არ გამოუტანიათ.