20 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vladimir Vyatkin / გადასვლა მედიაბანკშიქარის ელექტროსადგურები ცის ფონზე
ქარის ელექტროსადგურები ცის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გაეცანით 20 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბერი
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
ქალწული - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება
20 სექტემბერს დაბადებულები
20 სექტემბერს დაბადებულები მიზანმიმართული, ამბიციური ადამიანები, ძირითადად ალტრუისტები არიან. ისინი ზრუნავენ ახლობლებზე, ეხმარებიან განსაცდელში ჩავარდნილებს. თავიანთ მოწოდებას ხშირად მსახურებაში პოულობენ – გამოდიან საზოგადო მოღვაწეები, მოხალისეები.
სხვისი უბედურების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავენ და ეხმარებიან გაჭირვებულებს, მაგრამ ამ ყველაფერს უსასყიდლოდ არ აკეთებენ. ამ ადამიანებისთვის მატერიალური კეთილდღეობა მეორე ადგილზე დგას – პირველი მათთვის მადლიერება, აღიარება, სტატუსია.
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>
ამ დღეს დაბადებულები კარგად უძღვებიან ბიზნესს. დიდ ძალისხმევას იჩენენ და დიდ ფულს ხარჯავენ იმისთვის მათი პროექტები და წამოწყებები წარმატებით განხორციელდეს.
არიან თავისებური პიროვნებები. ქალწულის სხვა ნიშნებისგან მათ თანაგრძნობა გამოარჩევს. არიან თავდაჯერებულები. სწამთ, რომ გადაულახავი ბარიერები არ არსებობს. ეს ხშირად ხელს უშლის, რომ წინ მდგარ კედელს გვერდი აუარონ, სურთ ამ კედელზე ავიდნენ და ისე გადალახონ ეს დაბრკოლება, ამაში კი დიდ ძალას სულ ტყუილად ხარჯავენ.
ადამიანი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2023
ზოდიაქოს მომიჯნავე ნიშნების პერიოდში დაბადებულები: განსაკუთრებული თვისებები
სამსახურში ამ დღეს დაბადებულები პასუხისმგებლიანი, პედანტური, წვრილმანებისადმი ყურადღებიანი არიან. ამ თვისებების წყალობით მინიმუმამდე მცირდება შესაძლო შეცდომების რისკი.
20 სექტემბერს დაბადებულები შესანიშნავი ხელმძღვანელები არიან; ასევე კომფორტულად გრძნობენ თავს ხელქვეითის როლში. მაგრამ აღიარებისკენ, სტატუსის მიღებისკენ სწრაფვა მათ კარიერულ კიბეზე წინსვლისკენ უბიძგებს. ის, თავისი ამბიციურობისა და პროფესიონალიზმის წყალობით, ადვილად უვლის გვერდს კონკურენტებს.
ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>
ჯანმრთელობა
20 სექტემბერს დაბადებულებს შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, ეს მისი შენარჩუნებაა, რაც ხშირად ავიწყდებათ. ჰიპოდინამია მათში ენდოკრინოლოგიური დაავადებების პროვოცირებას იწვევს. ასევე, კუნთების აქტიურობის შემცირება მათ თავიანთი ამბიციური გეგმების შესრულებაში უშლის ხელს.
რჩევა:
ალტრუიზმმა, შესაძლოა, ოჯახში განხეთქილება მოიტანოს. თქვენთვის ხშირად უფრო კომფორტულია იმათთან ყოფნა, ვისაც თქვენი დახმარება ესაჭიროება, ვიდრე სახლში. მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს ახლობლებს, ეს სერიოზულ კონფლიქტებსა და ჩხუბს აგაცილებთ. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. მეტად აკონტროლეთ თქვენი ემოციები.
ყველა ახალი ამბავი
0