https://sputnik-georgia.com/20230919/parlamentma-deoligarqizaciis-sesaxeb-kanoni-mesame-mosmenit-caagdo-282438122.html
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო
Sputnik საქართველო
ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T23:29+0400
2023-09-19T23:29+0400
2023-09-19T23:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_3f15c8fa35fac53b05be15cec6b7d9b6.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. 3 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა.იმის შესახებ, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, და კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმის პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის, გუშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე >>ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.დეოლიგარქიზაციის დაძლევა - საქართველოს მთავრობის გეგმა ევროკავშირის პირობის შესასრულებლად >>დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, რისთვისაც უნდა აღმოფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკოპირდა უკრაინის კანონი, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მოიპოვა ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ყოფილა.„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება, ევროკავშირის სტრუქტურების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი. ვენეციის კომისია სისტემატურ მიდგომას გვირჩევს", - განაცხადა მანამდე კობახიძემ.ვენეციის კომისიამ, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო, საქართველოს ურჩია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას შესთავაზა გადადოს 2021 წელს მიღებული კანონის შესრულება.კანონპროექტივენეციის კომისიამ მისი პირველი დასკვნის შემდეგ მმართველი პარტიის მიერ დამუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ - ფიზიკური პირია, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენა, მისი პირადი ან კომპანიის აქტივების მოცულობა მილიონჯერ აღემატება საქართველოს საცხოვრებელ მინიმუმს.კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანაც - ორი ინსტანციით.50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა >>კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა არის მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობა.ამასთან, სახელმწიფოს პირველი პირები და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საჯარო გახადონ ინფორმაცია ოლიგარქებთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/02/250775561_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_b0dd925e9238a565f416f5cf2a9aa22e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში
პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით ჩააგდო
ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული.
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. 3 - მომხრე, 2 - წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით ჩააგდო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი, რომელიც ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა.
იმის შესახებ, რომ პარლამენტი მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, და კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმის პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის, გუშინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, არ დაუჭირონ მხარი კანონპროექტს.
ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.
დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, რისთვისაც უნდა აღმოფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკოპირდა უკრაინის კანონი, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მოიპოვა ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ყოფილა.
„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება, ევროკავშირის სტრუქტურების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი. ვენეციის კომისია სისტემატურ მიდგომას გვირჩევს", - განაცხადა მანამდე კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო, საქართველოს ურჩია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას შესთავაზა გადადოს 2021 წელს მიღებული კანონის შესრულება.
ვენეციის კომისიამ მისი პირველი დასკვნის შემდეგ მმართველი პარტიის მიერ დამუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ - ფიზიკური პირია, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენა, მისი პირადი ან კომპანიის აქტივების მოცულობა მილიონჯერ აღემატება საქართველოს საცხოვრებელ მინიმუმს.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანაც - ორი ინსტანციით.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა არის მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობა.
ამასთან, სახელმწიფოს პირველი პირები და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საჯარო გახადონ ინფორმაცია ოლიგარქებთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.