https://sputnik-georgia.com/20230918/deoligarqizaciis-sesaxeb-kanonis-mireba-ar-moxdeba-irakli-kobaxize-282398545.html
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, განაცხადა მმართველი... 18.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-18T23:40+0400
2023-09-18T23:40+0400
2023-10-25T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
ევროკავშირი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_f48bc76eafbc6f6078c1d372140564ae.jpg
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი 19 სექტემბერს მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, და კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმის პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი.„ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.რა გააკეთა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად: ღარიბაშვილისა და ბორელის ხედვები >>„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასევე გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე.„საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს“, - განაცხადა კობახიძემ.კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.დეოლიგარქიზაციის დაძლევა - საქართველოს მთავრობის გეგმა ევროკავშირის პირობის შესასრულებლად >>დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, რისთვისაც უნდა აღმოფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკოპირდა უკრაინის კანონი, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მოიპოვა ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ყოფილა.„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება, ევროკავშირის სტრუქტურების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი. ვენეციის კომისია სისტემატურ მიდგომას გვირჩევს", - განაცხადა მანამდე კობახიძემ.ვენეციის კომისიამ, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო, საქართველოს ურჩია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას შესთავაზა გადადოს 2021 წელს მიღებული კანონის შესრულება.კანონპროექტივენეციის კომისიამ მისი პირველი დასკვნის შემდეგ მმართველი პარტიის მიერ დამუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ - ფიზიკური პირია, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენა, მისი პირადი ან კომპანიის აქტივების მოცულობა მილიონჯერ აღემატება საქართველოს საცხოვრებელ მინიმუმს.კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანაც - ორი ინსტანციით.50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა >>კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა არის მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობა.ამასთან, სახელმწიფოს პირველი პირები და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საჯარო გახადონ ინფორმაცია ოლიგარქებთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270137218_139:0:1579:1080_1920x0_80_0_0_f2035564d8eec8246afa2c3e3e85ed44.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, ევროკავშირი , ქართული ოცნება
„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონს არ მივიღებთ - ირაკლი კობახიძე
23:40 18.09.2023 (განახლებულია: 13:51 25.10.2023) საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, განაცხადა მმართველი პარტიის ლიდერმა
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი 19 სექტემბერს მესამე მოსმენით ჩააგდებს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რომელიც ეყრდნობა ე.წ. პერსონალურ მიდგომას, და კვირის ბოლომდე სამოქმედო გეგმის პროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის, განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან რიგით მეხუთეა. ივნისის ბოლოს გამოქვეყნებული ევროკომისიის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულებით შეზღუდული პროგრესია მიღწეული. ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ხელისუფლების უარი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებაზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია სისტემური და არა პერსონალური მიდგომის გამოყენება.
„პარლამენტის მიერ ორი მოსმენით მიღებულმა დეოლიგარქიზაციის კანონმა დაკარგა პრაქტიკული აქტუალობა. აქედან გამომდინარე, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით განიხილავს და არ მიიღებს აღნიშნულ კანონპროექტს... გარდა ამისა, სამოქმედო გეგმის პროექტი მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას“, - განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საბოლოო სახე ევროკომისიასთან დამატებითი კონსულტაციის შემდეგ მიეცემა, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაეგზავნება ვენეციის კომისიას.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ უკვე მოიწონა დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის პროექტი.
„ამავდროულად, მოვუწოდებთ ევროკომისიას, თავადაც უარი თქვას პერსონალიზებულ მიდგომაზე, რომელიც 12 პრიორიტეტშია ასახული და რომელიც აქტიურად იქნა გამოყენებული სპეკულირებისთვის როგორც საქართველოში მოქმედი ოპოზიციის მხრიდან, ისევე მათთან დაკავშირებული ევროპარლამენტის წევრების თუ სხვა უცხოელი პოლიტიკოსების მიერ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ასევე გაიმართა შეხვედრები ევროკომისიის წარმომადგენლებთან და ამ შეხვედრებზე გამოიკვეთა ოთხი საკითხი, რომელზეც ევროკომისიას სურს პროგრესის ხილვა სექტემბრის ბოლომდე.
„საქართველოს ხელისუფლება ევროკომისიის მოლოდინებს ოთხივე მიმართულებით სრულად უპასუხებს“, - განაცხადა კობახიძემ.
კანდიდატის სტატუსისკენ გზაზე
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„ქართული ოცნება“ მუშაობას მას შემდეგ შეუდგა, რაც გახმოვანდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო პირობები.
დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად, რომლის მიხედვითაც ქვეყანას მიეცა რეკომენდაცია განახორციელოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება, რისთვისაც უნდა აღმოფხვრას კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენა ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაკოპირდა უკრაინის კანონი, რომელმაც იმ დროისთვის უკვე მოიპოვა ევროკავშირის თანხმობა, მაგრამ ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ყოფილა.
„შემდეგ გაირკვა, რომ ამ კანონის მიღება, ევროკავშირის სტრუქტურების თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი. ვენეციის კომისია სისტემატურ მიდგომას გვირჩევს", - განაცხადა მანამდე კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ, რომელიც არის ევროპის საბჭოს საკონსტიტუციო სამართლის საკონსულტაციო ორგანო, საქართველოს ურჩია, არ მიიღოს ეს კანონი, ხოლო უკრაინას შესთავაზა გადადოს 2021 წელს მიღებული კანონის შესრულება.
ვენეციის კომისიამ მისი პირველი დასკვნის შემდეგ მმართველი პარტიის მიერ დამუშავებული და პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" დაიწუნა. მასში ნათქვამია, რომ „ოლიგარქი“ - ფიზიკური პირია, რომელიც ოთხიდან მინიმუმ სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენა, მისი პირადი ან კომპანიის აქტივების მოცულობა მილიონჯერ აღემატება საქართველოს საცხოვრებელ მინიმუმს.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქად მოქალაქეს აღიარებს ანტიკორუფციული ბიურო სრულფასოვანი კვლევის შემდეგ. მაგრამ, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანაც - ორი ინსტანციით.
კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქებს უფლება აქვთ დააფინანსონ პარტიები, საარჩევნო კამპანიები და საპროტესტო აქციები. ერთადერთი აკრძალვა არის მსხვილმასშტაბიანი პრივატიზების პროექტებში მონაწილეობა.
ამასთან, სახელმწიფოს პირველი პირები და მაღალი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან საჯარო გახადონ ინფორმაცია ოლიგარქებთან კონტაქტის შესახებ, მაგრამ საუბრის არსი მხოლოდ ოლიგარქის თანხმობით შეიძლება გასაჯაროვდეს, ნათქვამია გადამუშავებულ კანონპროექტში.
საქართველო ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის დეკემბერში ელოდება. ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.