https://sputnik-georgia.com/20230914/5050----------282284194.html
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა
Sputnik საქართველო
თბილისს ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T18:36+0400
2023-09-14T18:36+0400
2023-10-18T17:19+0400
საქართველო
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_0:0:1620:912_1920x0_80_0_0_e71614807fb8b752d974093241e18f21.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამიტომაც საქართველოს შანსები 50/50-ზეა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ათ ქვეყანას აქვს შეტანილი: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა და მონტენეგრო. აქედან კანდიდატის სტატუსი არა აქვთ მხოლოდ საქართველოსა და კოსოვოს. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, წევრობის პროცედურებზე მოლაპარაკებებში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს თურქეთმა, მონტენეგრომ და სერბეთმა.„ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ..." - ბორელმა საქართველოს მიმართა>>>კობახიძის თქმით, „უკრაინას რომ თავი დავანებოთ, მოლდოვასა და ბოსნიაში კატასტროფული მდგომარეობაა კორუფციისა და სუსტი ინსტიტუტების მხრივ“.„როდესაც ამ ორ ქვეყანას მიენიჭა სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება", – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მოლდოვას, უკრაინას და ბოსნიას სტატუსი ავანსად მიანიჭეს და ამ დრომდე აღნიშნულმა ქვეყნებმა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულეს.გასულ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის. თავის მხრივ, ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კი აღიარა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა წინაპირობას შეასრულებენ, თუმცა აქვე მხარი დაუჭირა ამ პროცესისთვის დამატებითი იმპულსის მისაცემად გარკვეული „ჰორიზონტის" მონიშვნას.ევროკავშირში შესასვლელად თითოეული კანდიდატი ქვეყანა უნდა შეესაბამებოდეს Acquis communautaire-ს – სამართლებრივ კონცეფციას ევროკავშირის სამართლებრივი ნორმების სისტემაში.საქართველო მზადაა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის - ირაკლი კობახიძე>>>სამართლებრივი კონცეფცია მოიცავს 33 პუნქტს, მათ შორის, საერთო საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკასა და შრომის საკითხებს, ფინანსურ და საბიუჯეტო რეგულირებას, პოლიტიკას ინდუსტრიის სფეროში, განათლების სისტემაში, რეგიონულ პოლიტიკაში და სოციალური ინსტრუმენტების კოორდინაციაში, ასევე საბაჟო პოლიტიკას.თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიას – 2005 წლიდან, მონტენეგროს – 2010, სერბეთს – 2012 წლიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია – 2013 წელს. პროცესს 10 წელი დასჭირდა.საქართველო მოლოდინის რეჟიმშიევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136988_180:0:1620:1080_1920x0_80_0_0_14715bc18560b18cf9e79b1fe78fc566.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
საქართველო, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქართული ოცნება
50/50-ზე: კობახიძემ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსები შეაფასა
18:36 14.09.2023 (განახლებულია: 17:19 18.10.2023) თბილისს ევროკავშირის სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვს.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურია, ამიტომაც საქართველოს შანსები 50/50-ზეა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
„გამომდინარე იქიდან, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პოლიტიკურია, შანსები 50/50-ზეა. იმედი მაქვს, რომ წელს მაინც იქნება ეს გადაწყვეტილება სამართლიანი", – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი ათ ქვეყანას აქვს შეტანილი: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მოლდოვა, კოსოვო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი, უკრაინა და მონტენეგრო. აქედან კანდიდატის სტატუსი არა აქვთ მხოლოდ საქართველოსა და კოსოვოს. ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, წევრობის პროცედურებზე მოლაპარაკებებში ყველაზე დიდ პროგრესს მიაღწიეს თურქეთმა, მონტენეგრომ და სერბეთმა.
კობახიძის თქმით, „უკრაინას რომ თავი დავანებოთ, მოლდოვასა და ბოსნიაში კატასტროფული მდგომარეობაა კორუფციისა და სუსტი ინსტიტუტების მხრივ“.
„როდესაც ამ ორ ქვეყანას მიენიჭა სტატუსი, ხოლო საქართველოს – არა, ეს იყო ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება", – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, მოლდოვას, უკრაინას და ბოსნიას სტატუსი ავანსად მიანიჭეს და ამ დრომდე აღნიშნულმა ქვეყნებმა რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულეს.
„აქედან გამომდინარე, ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს საქართველოსთან მიმართებით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება", – დასძინა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის. თავის მხრივ, ევროკომისიის პრეს-მდივნის მოადგილემ დანა სპინანტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი დამოკიდებულია წევრობის კრიტერიუმების შესრულებაზე, ამიტომ ევროკომისია ორიენტირებულია არა თარიღზე, არამედ კანდიდატი ქვეყნების მიერ რეფორმების რეალიზაციის მხარდაჭერაზე.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კი აღიარა, რომ კანდიდატი ქვეყნები ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა წინაპირობას შეასრულებენ, თუმცა აქვე მხარი დაუჭირა ამ პროცესისთვის დამატებითი იმპულსის მისაცემად გარკვეული „ჰორიზონტის" მონიშვნას.
ევროკავშირში შესასვლელად თითოეული კანდიდატი ქვეყანა უნდა შეესაბამებოდეს Acquis communautaire-ს – სამართლებრივ კონცეფციას ევროკავშირის სამართლებრივი ნორმების სისტემაში.
სამართლებრივი კონცეფცია მოიცავს 33 პუნქტს, მათ შორის, საერთო საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების პოლიტიკას, სოციალურ პოლიტიკასა და შრომის საკითხებს, ფინანსურ და საბიუჯეტო რეგულირებას, პოლიტიკას ინდუსტრიის სფეროში, განათლების სისტემაში, რეგიონულ პოლიტიკაში და სოციალური ინსტრუმენტების კოორდინაციაში, ასევე საბაჟო პოლიტიკას.
თურქეთს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 1999 წლიდან აქვს, ჩრდილოეთ მაკედონიას – 2005 წლიდან, მონტენეგროს – 2010, სერბეთს – 2012 წლიდან. ბოლოს ევროკავშირში გაწევრიანდა ხორვატია – 2013 წელს. პროცესს 10 წელი დასჭირდა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.