მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კირბი: ეს ევროკავშირის ქვეყნების სუვერენული გადაწყვეტილებაა

CC BY 2.0 / Carlos M. Vazquez II MC1 / John F. Kirbyჯონ კირბი
ჯონ კირბი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. აშშ-ს მიაჩნია, რომ ევროპის ზოგი ქვეყნის გადაწყვეტილება უკრაინიდან მარცვლეულის შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით — ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენული უფლებაა, განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.

„ვიცით, რომ ევროპელი პარტნიორები შეშფოთებული არიან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის საკითხით... ეს მათი სუვერენული გადაწყვეტილებაა. განა ფარისევლობა არ იქნებოდა შეერთებული შტატების მხრიდან, რომ სხვა ქვეყნები დაეშინებინა იმ სუვერენული გადაწყვეტილებების გამო, რომლებსაც ისინი საკუთარი ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იღებენ?" — განაცხადა კირბიმ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ევროპულ და მსოფლიო მარცვლეულის ბაზრებზე სიტუაციის სტაბილიზაციის მისაღწევად, პირველ რიგში, საჭიროა მარცვლეულის გარიგების შეძლებისდაგვარად სწრაფად განახლება რუსეთის მონაწილეობით.
ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს სურს, რომ უკრაინული მარცვლეული მსოფლიო ბაზარზე იხილოს და იმედოვნებს, რომ ის მაინც მოხვდება იქ – ამა თუ იმ მეთოდით.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
მსოფლიო დღეს
უკრაინის სარჩელის გამო ვარშავა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასების გამო.
მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს. ხუთივე ქვეყნის მთავრობები ითხოვდნენ, რომ ემბარგო წლის ბოლომდე მაინც გახანგრძლივებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული მხარე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
მსოფლიო დღეს
უკრაინა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს მსო-ში უჩივლებს
ევროკომისიამ 15 სექტემბრის შემდეგ აღარ გაახანგრძლივა აკრძალვა, რის გამოც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღეს და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის შეტანა შეზღუდეს. ამასთან დაკავშირებით კიევმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ამ სამი ქვეყნის წინაააღმდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სარჩელის წარდგენის პროცედურას იწყებს.
ამაზე პასუხად პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს ევროკავშირის საკოორდინაციო პლატფორმის 25 სექტემბრის სხდომას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკაშირებული სადავო საკითხების განსახილველად შეიქმნა.
ყველა ახალი ამბავი
0