https://sputnik-georgia.com/20230919/varsava-gadawyvetilebis-secvlas-ar-apirebs-282401868.html
უკრაინის სარჩელის გამო ვარშავა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
უკრაინის სარჩელის გამო ვარშავა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთი არ გააუქმებს უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ შეზღუდვებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ... 19.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-19T09:31+0400
2023-09-19T09:31+0400
2023-09-19T14:45+0400
მსოფლიო დღეს
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
პოლონეთი
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280211452_0:275:2923:1919_1920x0_80_0_0_b7deaa686258a6f9001c9e10dafefedf.jpg
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთი არ გააუქმებს უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ შეზღუდვებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, განუცხადა სააგენტო PAP-ს პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა.მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერების ინტერესები დაიცვას და არ დაუშვებს, რომ პოლონეთის სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე დესტაბილიზაცია მოხდეს; ამიტომ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის შეტანის აკრძალვა გამართლებული ნაბიჯია.როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთისთვის დიდი რისკია, ეს „ვერ იქნება არგუმენტი სხვა საკითხებში“, ვინაიდან „პოლონეთის ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასების გამო.მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს. ხუთივე ქვეყნის მთავრობები ითხოვდნენ, რომ ემბარგო წლის ბოლომდე მაინც გახანგრძლივებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული მხარე.ევროკომისიამ 15 სექტემბრის შემდეგ აღარ გაახანგრძლივა აკრძალვა, რის გამოც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღეს და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის შეტანა შეზღუდეს. ამასთან დაკავშირებით კიევმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ამ სამი ქვეყნის წინაააღმდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სარჩელის წარდგენის პროცედურას იწყებს. ამაზე პასუხად პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს ევროკავშირის საკოორდინაციო პლატფორმის 25 სექტემბრის სხდომას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკაშირებული სადავო საკითხების განსახილველად შეიქმნა.
პოლონეთი
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/07/18/280211452_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_8f3717631b244ddda50c8c56107b3174.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლონეთი , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, პოლონეთი , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, ეკონომიკა
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. პოლონეთი არ გააუქმებს უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის ცალმხრივ შეზღუდვებს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა, განუცხადა სააგენტო
PAP-ს პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი ფერმერების ინტერესები დაიცვას და არ დაუშვებს, რომ პოლონეთის სასოფლო-სამეურნეო ბაზარზე დესტაბილიზაცია მოხდეს; ამიტომ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის შეტანის აკრძალვა გამართლებული ნაბიჯია.
„მიგვაჩნია, რომ გამართლებულია ჩვენი მოქმედება უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ პოლონეთის აგრარული ბაზარი ჩამოიშალოს. ჩვენ არ შევიცვლით მოსაზრებას ამ თემაზე და ყველაფერს გავაკეთებთ პოლონელი ფერმერების ინტერესების დასაცავად“, — აღნიშნა მიულერმა.
როგორც მან განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დამარცხება რუსეთთან კონფლიქტში პოლონეთისთვის დიდი რისკია, ეს „ვერ იქნება არგუმენტი სხვა საკითხებში“, ვინაიდან „პოლონეთის ინტერესებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“.
ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასების გამო.
მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს. ხუთივე ქვეყნის მთავრობები ითხოვდნენ, რომ ემბარგო წლის ბოლომდე მაინც გახანგრძლივებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა უკრაინული მხარე.
ევროკომისიამ 15 სექტემბრის შემდეგ აღარ გაახანგრძლივა აკრძალვა, რის გამოც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღეს და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული მარცვლეულის შეტანა შეზღუდეს. ამასთან დაკავშირებით კიევმა 18 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინა ამ სამი ქვეყნის წინაააღმდეგ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში სარჩელის წარდგენის პროცედურას იწყებს.
ამაზე პასუხად პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ბოიკოტი გამოუცხადეს ევროკავშირის საკოორდინაციო პლატფორმის 25 სექტემბრის სხდომას, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკრაინული მარცვლეულის იმპორტთან დაკაშირებული სადავო საკითხების განსახილველად შეიქმნა.