მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უკრაინა პოლონეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს მსო-ში უჩივლებს

© photo: Sputnik / Dmitry Makeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. უკრაინა დღეს პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინაააღმდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სარჩელის წარდგენის პროცედურას იწყებს იმის გამო, რომ ამ ქვეყნებმა გაახანგრძლივეს უკრაინული მარცვლეულის შეტანაზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვა, რომელსაც 15 სექტემბერს ამოეწურა ვადა, განაცხადა Politico-სთან ინტერვიუში უკრაინის ეონომიკის მინისტრის მოადგილემ და სავაჭრო წარმომადგენელმა ტარას კაჩკამ.
მისი თქმით, კიევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დამტკიცებას, რომ ამ სამი სახელმწიფოს ეს ნაბიჯი იურიდიულად უკანონოა.

„ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმის დამტკიცებას, რომ ეს ქმედებები იურიდიულად უკანონოა. ამიტომ ხვალ სასამართლო გარჩევებს დავიწყებთ“, − აღნიშნა კაჩკამ.

ამასთან მას მიაჩნია, რომ პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი „ღია დაუმორჩილებლობას“ უცხადებენ ბრიუსელს, რომელმაც გასულ პარასკევს ევროკავშირში უკრაინული მარცვლეულის გაყიდვაზე ნებართვა გასცა. კაჩკა დარწმუნებულია, რომ ეს უბრალოდ ევროკავშირის საშინაო საქმე კი არ არის, არამედ „ყველაზე დიდი სისტემური პრობლემაა, ვინაიდან იქ ერთიანობა არ არის“.
ევროკომისიამ 15 სექტემბერს აღარ გაახანგრძლივა აკრძალვა, რომელიც უკრაინას ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მარცვლეულის შეტანას უზღუდავდა. როგორც კომისიაში აღნიშნეს, კიევი დათანხმდა მარცვლეულის ექსპორტის სფეროში ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც მკვეთრ ნახტომებს გამორიცხავს.
მანამდე პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა საკუთარი გადაწყვეტილებები მიიღეს, რითაც უკრაინული მარცვლეულის ქვეყნების ტერიტორიაზე შეტანა 15 სექტემბრის შემდეგაც აკრძალეს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2023
მსოფლიო დღეს
ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირს საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს
ევროკომისიამ ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანაში — ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი მიმდინარე წლის აპრილში აკრძალა. ეს ის ქვეყნებია, რომელთა ფერმერები ყველაზე მეტად დაზარალდნენ უკრაინულ საქონელზე ბაჟის გადახდის გაუქმებით გამოწვეული დემპინგური ფასების გამო.
მოგვიანებით აღნიშნულმა ქვეყნებმა ეს ზომები გააუქმეს ევროკომისიის გადაწყვეტილების სანაცვლოდ, რომელიც ჯერ 5 ივნისამდე, შემდეგ კი 15 სექტემბრამდე ითვალისწინებდა უკრაინიდან ოთხი სახეობის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების — ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის თესლის მიწოდებაზე ემბარგოს. ვადის ამოწურვის შემდეგ ხუთივე ქვეყნის მთავრობებმა მოითხოვეს, რომ ემბარგო წლის ბოლომდე მაინც გახანგრძლივებულიყო, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინული მხარე.
წყარო: Politico
ყველა ახალი ამბავი
0