17 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2023
გამოწერა
НовостиTelegram
გაეცანით 17 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
13-23 სექტემბერი
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
ქალწული - Sputnik საქართველო, 1920, 23.08.2022
ქალწული: ანალიტიკოსი, ორგანიზებული, მოწესრიგებული - ზოგადი დახასიათება
17 სექტემბერს დაბადებულები
17 სექტემბერს დაბადებულები მშვიდი ხასიათის, შრომისმოყვარენი არიან, განვითარებული აქვთ ინტუიცია. აქვთ დიდი გონებრივი პოტენციალი, არიან ძალზე დიდი პასუხისმგებლობის მქონე, მაგრამ არ ჰყოფნით თავდაჯერებულობა, რომ მაღალ მიზნებს მიაღწიონ.
ცხოვრების მეორე ნახევარში კომპლექსებთან ბრძოლამ, შესაძლოა, ისინი გამარჯვებამდე მიიყვანოს და მაშინ ცხოვრება მათთვის ფერთა მდიდარ პალიტრას გახსნის. ამ ადამიანების ცხოვრება, ძირითადად, ბედნიერი, კომფორტულია.
ზოდიაქოს ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი ნიშნები>>
ამ დღეს დაბადებულები დასახული მიზნებისკენ დაუღალავად ისწრაფვიან. კარგად იციან, რა სურთ ცხოვრებისგან, თუნდაც კარიერულმა ზრდამ ცხოვრების მრავალი წელი წაართვას. ეს ადამიანები ვერ იტანენ ვერანაირ ზეწოლას და ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, საკუთარი მიზანიც კი გაუფერულდეს მათ თვალში.
17 სექტემბერს დაბადებულები არ უშინდებიან ბარიერებს თავიანთ გზაზე, პირიქით, ხიბლავს კიდეც ეკლიანი, გამოცდების აღსავსე გზები. მაგალითი არიან თავშეკავებულობისა. აქვთ ფაქიზი გონება და უზადო ლოგიკა, ამიტომ მათთან დავაში გამარჯვება ძალიან რთულია.
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2023
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ - მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
არიან ძალზე ერთგული, უღალატო ადამიანები, განვითარებული აქვთ სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ ხშირად იცავენ ღატაკ, დამცირებულ ადამიანებს, ამ თვისების წყალობით ხშირად გამოდიან ადვოკატები, არბიტრები. ცხოვრებაზე საკმაოდ კონსერვატიული შეხედულებები აქვთ და იცავენ მტკიცე მორალურ ნორმებს.
17 სექტემბერს დაბადებულების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია იუმორის გრძნობა. მათთვის სასაცილოა ნივთები, რომლებიც სხვებისთვის ექსტრავაგანტულია. პირველი გაცნობისას სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ახლოს გაცნობის შემდეგ კარგად ჩანს მათი მხიარული ხასიათი.
რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფნი თქვენზე და როგორი ხართ სინამდვილეში – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
რამდენადმე ჩაკეტილი ადამიანები არიან, არ საჭიროებენ ქებასა და აღფრთოვანებულ სიტყვას გარშემომყოფებისგან, მათთვის საკმარისია ის, რასაც საკუთარ თავზე ფიქრობენ. მათთვის გრძნობების გამოხატვა იგივეა, რაც ადამიანთან სულის გაშიშვლება, ამიტომ სიყვარულში იშვიათად თუ უტყდებიან ადამიანებს.
ჯანმრთელობა
17 სექტემბერს დაბადებულებისთვის აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, რადგან მიდრეკილი არიან ზედმეტი წონისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისკენ. ასევე რეკომენდებულია დიეტის დაცვა და სისხლში ქოლესტერინის დონის გაკონტროლება.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
რჩევა:
სხვა ადამიანებზე საუბრისას გამოიჩინეთ მოთმინება და ტოლერანტობა. ნუ დაიმალებით ხმაურიანი კომპანიებისგან, ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მხიარულად. შეებრძოლეთ თქვენს კომპლექსებს.
ყველა ახალი ამბავი
0