https://sputnik-georgia.com/20230914/rkinigzis-modernizaciis-proeqti-2024-wels-dasruldeba-282266445.html
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება
Sputnik საქართველო
თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 50 წუთით შემცირდება. 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T12:21+0400
2023-09-14T12:21+0400
2023-09-14T16:46+0400
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281451122_0:18:1280:738_1920x0_80_0_0_8dfd7b5b87ccc8006169c5643e0d2d78.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება 2024 წელს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას. მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, პროექტის დასრულების შემდეგ რკინიგზის ტვირთგამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება. პროექტის განხორციელების საკითხი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს. გარდა ამისა, როგორც უფრო ადრე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაიზრდება მატარებლების გადაადგილების სიჩქარე. მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე გზას დაახლოებით 50 წუთით ნაკლები დრო დასჭირდება. ამჟამად მატარებელს ხუთ საათზე ცოტა მეტი დრო სჭირდება. „საქართველოს რკინიგზამ" მგზავრთა გადაყვანა გაზარდა>>საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ექვსი გვირაბის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი – 8,3 ათასი მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა. ამასთან, სამი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს, კიდევ სამში კი სამუშაოების ჩაბარებისთვის მზადება მთავრდება. გარდა ამისა, დღეისათვის უკვე დასრულებულია სამუშაოები ზესტაფონი–ხარაგაულის მონაკვეთზე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძირულასა და ქვეშეთის სადგურებზე; უახლოეს დროს დაიწყება ახალი მოლითის სადგურის მშენებლობა და მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქცია. პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია. „საქართველოს რკინიგზის" მიღწევები აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა" ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება. სახელმწიფო კომპანია სს "საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა. წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო. კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით. „საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა>>2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა. კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება. სახელმწიფო კომპანია "საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა“ „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281451122_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_4e9a2543908139e012d02df70461dc82.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს რკინიგზა, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველო
საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2024 წელს დასრულდება
12:21 14.09.2023 (განახლებულია: 16:46 14.09.2023) თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 50 წუთით შემცირდება.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ძირითადი სარკინიგზო მაგისტრალის „თბილისი–მახინჯაურის" მოდერნიზაციის პროექტის განხორციელება 2024 წელს დასრულდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პროექტი 2012 წელს დაიწყო. ის ითვალისწინებს ახალი 38-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და არსებული 23-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, პროექტის დასრულების შემდეგ რკინიგზის ტვირთგამტარუნარიანობა ორჯერ გაიზრდება. პროექტის განხორციელების საკითხი მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე განიხილეს.
გარდა ამისა, როგორც უფრო ადრე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაიზრდება მატარებლების გადაადგილების სიჩქარე. მაგალითად, თბილისიდან ბათუმამდე გზას დაახლოებით 50 წუთით ნაკლები დრო დასჭირდება. ამჟამად მატარებელს ხუთ საათზე ცოტა მეტი დრო სჭირდება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უკვე დასრულებულია ექვსი გვირაბის, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში ყველაზე გრძელი – 8,3 ათასი მეტრი სიგრძის გვირაბის მშენებლობა. ამასთან, სამი გვირაბი უკვე ფუნქციონირებს, კიდევ სამში კი სამუშაოების ჩაბარებისთვის მზადება მთავრდება.
გარდა ამისა, დღეისათვის უკვე დასრულებულია სამუშაოები ზესტაფონი–ხარაგაულის მონაკვეთზე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ძირულასა და ქვეშეთის სადგურებზე; უახლოეს დროს დაიწყება ახალი მოლითის სადგურის მშენებლობა და მოლითისა და ზესტაფონის ქვესადგურების რეკონსტრუქცია.
პროექტის ღირებულება 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია, საიდანაც 239 მილიონი უკვე ათვისებულია.
„საქართველოს რკინიგზის" მიღწევები
აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა" ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება.
სახელმწიფო კომპანია სს "საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა.
წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო.
კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით.
2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება.
სახელმწიფო კომპანია "საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა“ „აღმოსავლეთი–დასავლეთის“ სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.