https://sputnik-georgia.com/20230823/saqartvelos-rkinigzam-mgzavrta-gadayvana-gazarda-281574856.html
„საქართველოს რკინიგზამ" მგზავრთა გადაყვანა გაზარდა
„საქართველოს რკინიგზამ" მგზავრთა გადაყვანა გაზარდა
Sputnik საქართველო
უწყების მონაცემებით, მეორე კვარტალში მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 50,9%-ით გაიზარდა და 176,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა. 23.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-23T13:22+0400
2023-08-23T13:22+0400
2023-08-23T19:04+0400
საქართველოს რკინიგზა
სტატისტიკა
საქსტატი
ახალი ამბები
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281451369_0:99:1280:819_1920x0_80_0_0_422a81ac0836e31a3abcc5436c1b83f6.jpg
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2023 წლის მეორე კვარტალში 47,4%-ით გაიზარდა და თითქმის 570 ათასი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში. უწყების ცნობით, ამავე პერიოდში მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 50,9%-ით გაიზარდა და 176,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა. აპრილი-ივნისში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560,2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,5%-ს შეადგენს და 48,7%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8,7 ათასი მგზავრი, რაც 6%-ით ნაკლებია გასული წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60,7% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39,3%. საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო გადაზიდვების მოცულობა შემცირდა - ახალი მონაცემები>>2023 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა. „საქართველოს რკინიგზის" მიღწევები აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა" ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება. სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა. წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო. კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით. ტვირთბრუნვის ზრდის შენარჩუნება - „საქართველოს რკინიგზის“ გეგმები>>2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა. კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება. სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე. „საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/11/281451369_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_5418836fc9e82539e51b3d974225362d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რკინიგზა, სტატისტიკა, საქსტატი, ახალი ამბები, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
„საქართველოს რკინიგზამ" მგზავრთა გადაყვანა გაზარდა
13:22 23.08.2023 (განახლებულია: 19:04 23.08.2023) უწყების მონაცემებით, მეორე კვარტალში მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 50,9%-ით გაიზარდა და 176,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2023 წლის მეორე კვარტალში 47,4%-ით გაიზარდა და თითქმის 570 ათასი ადამიანი შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
უწყების
ცნობით, ამავე პერიოდში მგზავრთა გადაყვანის მოცულობა 50,9%-ით გაიზარდა და 176,9 მლნ მგზავრი/კილომეტრი შეადგინა.
აპრილი-ივნისში ადგილობრივი მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 560,2 ათასი მგზავრი, რაც რკინიგზით გადაყვანილი მგზავრების მთლიანი რაოდენობის 98,5%-ს შეადგენს და 48,7%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილია 8,7 ათასი მგზავრი, რაც 6%-ით ნაკლებია გასული წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელზე. საერთაშორისო მიმოსვლის რეჟიმში გადაყვანილი მგზავრების 60,7% შემოვიდა სომხეთიდან, ხოლო სომხეთის მიმართულებით გავიდა 39,3%.
2023 წლის მეორე კვარტალში აზერბაიჯანის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა არ განხორციელებულა.
„საქართველოს რკინიგზის" მიღწევები
აქტივების გაუფასურებისა და ლარის დევალვაციის გამო 2016 წლის შემდეგ „საქართველოს რკინიგზა" ზარალზე მუშაობდა. 2021 წელს, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ შეძლო ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წელიწადის მოგებით დასრულება.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზამ" 2022 წელი რეკორდული მოგებით – 396,7 მლნ ლარით დაასრულა, ხოლო წმინდა ფინანსურმა შემოსავალმა 178,9 მლნ ლარი შეადგინა.
წმინდა ფინანსური შემოსავალი ძირითადად გაიზარდა 2021 წლის ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად საპროცენტო ხარჯების შემცირების, ასევე აშშ დოლარის მიმართ ლარის გამყარების გამო.
კომპანიის საოპერაციო შემოსავალი 23%-ით გაიზარდა და 674,8 მლნ ლარი შეადგინა. დადებითი მაჩვენებლები განპირობებულია გადაზიდვების რეკორდული და მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდით.
2022 წელს ტვირთების გადაზიდვებიდან შემოსავალმა 388,4 მლნ ლარი შეადგინა. 77%-ით გაიზარდა შემოსავალი ლოჯისტიკური მომსახურებიდან, რამაც კომპანიას 123,1 მლნ ლარი მოუტანა. 2022 წელს მგზავრთა გადაზიდვებიდან შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და 27,4 მლნ ლარი შეადგინა.
კომპანია აგრძელებს ლიკვიდურობის გაუმჯობესებას. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციის ბალანსზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრების მოცულობამ 274,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით არსებულ ფულადი სახსრების ბალანსს 62,4 მლნ ლარით აღემატება.
სახელმწიფო კომპანია „საქართველოს რკინიგზა" როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელია. ის თავად ადგენს ტარიფებს მგზავრებისა და ტვირთების გადაზიდვაზე.
„საქართველოს რკინიგზა" „აღმოსავლეთი–დასავლეთის" სატრანსპორტო დერეფნის შემადგენელი ნაწილია. საქართველოს სარკინიგზო გზების საერთო სიგრძე 1.324 კილომეტრს შეადგენს. სისტემაში შედის 45 გვირაბი და 1.714 ხიდი, ასევე ბორნით გადაზიდვა.