https://sputnik-georgia.com/20230210/saqartvelos-rkinigzam-2022-weli-rekorduli-mogebit-daasrula-274770200.html
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა
Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დარგის განვითარება განიხილა. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T18:59+0400
2023-02-10T18:59+0400
2023-02-10T22:19+0400
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/63/247416392_0:153:3001:1841_1920x0_80_0_0_0dac69c0972ecdc090a2473db9921b48.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი 283 მლნ ლარის რეკორდული მოგებით დაასრულა, ასევე რეკორდულად, 22%-ით გაზარდა ტვირთის გადაზიდვა, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და უმოკლეს გზას, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. 2016 წელს აქტივების გაუფასურების და დევალვაციის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2021 წელს კი, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ მოახერხა ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წლის 52,7 მილიონი ლარის მოგებით დასრულება.2023 წელს „საქართველოს რკინიგზის“ პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან და „საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან ერთად, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოდერნიზაციის შედეგად ტვირთის გამტარუნარიანობა 2024 წლის ბოლოსთვის 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.საქართველოს მთავრობამ „საქართველოს რკინიგზის“ აქციები დაიბრუნა>>გარდა ამისა, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. კომპანიას 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მიაწოდეს.რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება.შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომლის 87% დასრულებულია.ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრია.180-კილომეტრიანი მონაკვეთი მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისთვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.მთავრობა „საქართველოს რკინიგზის“ გამტარუნარიანობის გაზრდას აპირებს>>შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კანონპროექტზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს.აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით.რეფორმის ფარგლებში განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად 150 წლის ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაზრდის კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობებს.„საქართველოს რკინიგზა" საერთაშორისო გადაზიდვებისთვის დოკუმენტაციის წარმოებას ამარტივებს>>სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე.„საქართველოს რკინიგზა" უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24741/63/247416392_170:0:2829:1994_1920x0_80_0_0_f87507fe82c4eed89e22a90a11bc78ca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს რკინიგზა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი
„საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი რეკორდული მოგებით დაასრულა
18:59 10.02.2023 (განახლებულია: 22:19 10.02.2023) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორთან დარგის განვითარება განიხილა.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. „საქართველოს რკინიგზამ“ 2022 წელი 283 მლნ ლარის რეკორდული მოგებით დაასრულა, ასევე რეკორდულად, 22%-ით გაზარდა ტვირთის გადაზიდვა, ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზა წარმოადგენს ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს და უმოკლეს გზას, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. 2016 წელს აქტივების გაუფასურების და დევალვაციის გამო „საქართველოს რკინიგზამ“ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. 2021 წელს კი, მიუხედავად პანდემიისა და სხვა გამოწვევებისა, კომპანიის ხელმძღვანელობამ მოახერხა ნეგატიური ტენდენციის გარდატეხა და წლის 52,7 მილიონი ლარის მოგებით დასრულება.
2023 წელს „საქართველოს რკინიგზის“ პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან, მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან და „საქართველოს რკინიგზის” გენერალურ დირექტორ დავით ფერაძესთან ერთად,
იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მოდერნიზაციის შედეგად ტვირთის გამტარუნარიანობა 2024 წლის ბოლოსთვის 27 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.
გარდა ამისა, მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა სავაგონო პარკის განახლებისა და ინფრასტრუქტურული გაუმჯობესების მიმართულებით. კომპანიას 100 ქართული წარმოების ვაგონი უკვე მიაწოდეს.
რკინიგზის მოდერნიზაცია და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და მისი ფუნქციონირება უფრო ეფექტური გახდება.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო პროექტი, რომლის 87% დასრულებულია.
ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ექსპლუატაციაში 2017 წლის 30 ოქტომბერს შევიდა. მაგისტრალის მთლიანი სიგრძე 826 კილომეტრია.
180-კილომეტრიანი მონაკვეთი მიმდინარე ეტაპზე სატესტო რეჟიმში მუშაობს. პროექტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, რაც 2024 წლისთვის არის დაგეგმილი, მონაკვეთის გამტარუნიანობა 5 მლნ ტონა იქნება.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს კანონპროექტზე „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმირებას ითვალისწინებს.
აღინიშნა, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის დაწყება და მისი პირველი ფაზის განხორციელება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ახალი ინსტიტუციური ჩარჩოს ფორმირების კუთხით.
რეფორმის ფარგლებში განისაზღვრება სახელმწიფოს როლი სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების, დარგის ზედამხედველობისა და უსაფრთხოების რეგულირების მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დარგის რეფორმირებისა და რესტრუქტურიზაციის შედეგად 150 წლის ისტორიის მქონე „საქართველოს რკინიგზა“ გახდება უფრო კონკურენტუნარიანი და მნიშვნელოვნად გაზრდის კომერციული ინტერესების სრულად რეალიზების, ასევე უსაფრთხოების მართვის შესაძლებლობებს.
სახელმწიფო კომპანია სს „საქართველოს რკინიგზა“ ამჟამად არის როგორც სარკინიგზო ხაზების, ისე ყველა სარკინიგზო შემადგენლობის მფლობელი. მას გადააქვს სხვადასხვა სახის ტვირთი, ძირითადად, კასპიის ზღვიდან და შუა აზიიდან შავ ზღვამდე.
„საქართველოს რკინიგზა" უზრუნველყოფს ასევე შიდა და საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს.
საქართველოს გავლით სატრანზიტო გზების განვითარება ქვეყნის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც ამ სფეროში სერიოზულ ინვესტიციებს აბანდებს.
ამასთან დაკავშირებით ძირითადი ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით შენდება, ახალი „აბრეშუმის გზის“ შემადგენელი ნაწილია. მათ შორისაა აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო–თბილისი–ყარსის სარკინიგზო ტოტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი.