https://sputnik-georgia.com/20230914/14-seqtembers-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-282181693.html
14 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
14 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 14.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-14T00:15+0400
2023-09-14T00:15+0400
2023-09-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249209035_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_84f8f8109c97df858a54f167f31a7228.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.13-23 სექტემბერი13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.14 სექტემბერს დაბადებულები14 სექტემბერს მშვიდი ხასიათის ადამიანები იბადებიან. აქვთ ტაქტის გრძნობა, არიან კომუნიკაბელური და დიპლომატიური. ხშირად ჰყავთ ბევრი მეგობარი და ნაცნობი. უყვართ საცხოვრებლისა და სამუშაოს ხშირად გამოცვლა, რაც ხანდახან ცხოვრებისეულ პრობლემებს უქმნის. ამას გარდა, უყაირათობაც სჩვევიათ. საჭიროა, რომ ცხოვრებას, საქმეებს, ფულს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ და მეტად მიზანმიმართული იყვნენ.სახალისო ჰოროსკოპი კარგი განწყობისთვის>>ამ დღეს დაბადებულები ირგვლივ მყოფებს უფრთხილდებიან, გულგრილი არ არიან გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ, არიან ერთდროულად თავიანთი სამშობლოს დამცველებიცა და კრიტიკოსებიც. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩართული იყვნენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში, რომლებიც, მათი აზრით, ადამიანების ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. მათი დანიშნულებაა ეტაპობრივად აუხილონ თვალი ადამიანებს სიმართლეზე და ამგვარად დაეხმარონ მათ.ამ დღეს დაბადებულები ძალზე მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე, ასევე, საერთოდ არ ითვალისწინებენ სხვის მოსაზრებებს, უფრო მეტიც, უყვართ, რომ სხვებს ასწავლონ.14 სექტემბერს დაბადებულები ერთგული არიან თავიანთი ოჯახისა და მეუღლისა, მაგრამ ზედმეტი კრიტიკის გამო ხშირად მიტოვებული რჩებიან.ამ დღეს დაბადებულები ფასეულობათა შორის პირველ ადგილზე აყენებენ ეფექტურობას. ვერ იტანენ ქაოსს, არეულობას. უყვართ გეგმების შედგენა, არიან პუნქტუალური და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვენ. შევარჩიოთ ჩანთა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: პროფესიონალების რჩევები>>უყვართ კამათში ჩართვა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა საკითხში საკმარისად ერკვევიან. ეჭვის თვალით უყურებენ ზედაპირულ და ზედმეტად მოლაყბე ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავი ძალიან ჭკვიანებად წარმოადგინონ.ამ დღეს დაბადებულები ძალზე აფასებენ კომფორტს, ჯანსაღ სექსს, გემრიელ კერძებსა და სრულფასოვან ძილს. ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი ცხოვრების ემოციურ მხარეს და მუდმივად, სტაბილურად შრომობენ, რათა ხორცი შეასხან გეგმით გაწერილ მიზნებს. გეგმები კი მათ გრანდიოზული აქვთ.ჯანმრთელობა14 სექტემბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. მათი დევიზია - საუკეთესო მკურნალობა - ეს პროფილაქტიკაა. დროდადრო იცავენ დიეტებს, დარბიან, იწრთობიან, მისდევენ სხვადასხვა სახეობის სპორტს, მაგრამ ეს ყველაფერი - სანამ ხასიათზე და განწყობაზე არიან, ანუ სანამ ეს ყველაფერი მათ სიამოვნებას ანიჭებს.რჩევა:გახსოვდეთ, რომ ხანდახან საკუთარი დასკვნები, სჯობს, თქვენთვის შეინახოთ. ნუ მოახდენთ ზედმეტ ზეწოლას სხვებზე და მოვლენებზე. ასე ბევრად უსაფრთხოა.
https://sputnik-georgia.com/20220823/zodiaqo-qalwuli-zogadi-daxasiateba-269691211.html
https://sputnik-georgia.com/20230515/profesia-zodiaqos-nisnis-mixedvit-277684987.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0e/249209035_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_4a45759060d6cfabbd3c4f93d97e337d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
14 სექტემბერს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 სექტემბერს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-23 სექტემბრის პერიოდი ქალწულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
მესამე დეკადას მერკური მართავს და ამ პერიოდში დაბადებულებს გონებამახვილობას, სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის უნარებს ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 30, 31, 33, 41, 50.
ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა ყვავილი ასტრა.
13-23 სექტემბრის პერიოდში მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათის, მხიარული ადამიანები იბადებიან, გარშემომყოფებს სითბოსა და სიხარულს ანიჭებენ. არიან კომუნიკაბელური, კეთილმოსურნე. ჰყავთ მრავალი მეგობარი, გარშემომყოფები მათ პატივს სცემენ.
14 სექტემბერს დაბადებულები
14 სექტემბერს მშვიდი ხასიათის ადამიანები იბადებიან. აქვთ ტაქტის გრძნობა, არიან კომუნიკაბელური და დიპლომატიური. ხშირად ჰყავთ ბევრი მეგობარი და ნაცნობი.
უყვართ საცხოვრებლისა და სამუშაოს ხშირად გამოცვლა, რაც ხანდახან ცხოვრებისეულ პრობლემებს უქმნის. ამას გარდა, უყაირათობაც სჩვევიათ. საჭიროა, რომ ცხოვრებას, საქმეებს, ფულს მეტი სერიოზულობით მოეკიდონ და მეტად მიზანმიმართული იყვნენ.
ამ დღეს დაბადებულები ირგვლივ მყოფებს უფრთხილდებიან, გულგრილი არ არიან გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ, არიან ერთდროულად თავიანთი სამშობლოს დამცველებიცა და კრიტიკოსებიც.
მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ჩართული იყვნენ როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად მნიშვნელოვან ღონისძიებებში, რომლებიც, მათი აზრით, ადამიანების ცხოვრების პირობებს გააუმჯობესებს. მათი დანიშნულებაა ეტაპობრივად აუხილონ თვალი ადამიანებს სიმართლეზე და ამგვარად დაეხმარონ მათ.
ამ დღეს დაბადებულები ძალზე მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე, ასევე, საერთოდ არ ითვალისწინებენ სხვის მოსაზრებებს, უფრო მეტიც, უყვართ, რომ სხვებს ასწავლონ.
14 სექტემბერს დაბადებულები ერთგული არიან თავიანთი ოჯახისა და მეუღლისა, მაგრამ ზედმეტი კრიტიკის გამო ხშირად მიტოვებული რჩებიან.
ამ დღეს დაბადებულები ფასეულობათა შორის პირველ ადგილზე აყენებენ ეფექტურობას. ვერ იტანენ ქაოსს, არეულობას. უყვართ გეგმების შედგენა, არიან პუნქტუალური და სხვებისგანაც ამასვე მოითხოვენ.
უყვართ კამათში ჩართვა, თუმცა მხოლოდ მაშინ, როცა საკითხში საკმარისად ერკვევიან. ეჭვის თვალით უყურებენ ზედაპირულ და ზედმეტად მოლაყბე ადამიანებს, რომლებსაც სურთ, თავი ძალიან ჭკვიანებად წარმოადგინონ.
ამ დღეს დაბადებულები ძალზე აფასებენ კომფორტს, ჯანსაღ სექსს, გემრიელ კერძებსა და სრულფასოვან ძილს. ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი ცხოვრების ემოციურ მხარეს და მუდმივად, სტაბილურად შრომობენ, რათა ხორცი შეასხან გეგმით გაწერილ მიზნებს. გეგმები კი მათ გრანდიოზული აქვთ.
14 სექტემბერს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. მათი დევიზია - საუკეთესო მკურნალობა - ეს პროფილაქტიკაა. დროდადრო იცავენ დიეტებს, დარბიან, იწრთობიან, მისდევენ სხვადასხვა სახეობის სპორტს, მაგრამ ეს ყველაფერი - სანამ ხასიათზე და განწყობაზე არიან, ანუ სანამ ეს ყველაფერი მათ სიამოვნებას ანიჭებს.
გახსოვდეთ, რომ ხანდახან საკუთარი დასკვნები, სჯობს, თქვენთვის შეინახოთ. ნუ მოახდენთ ზედმეტ ზეწოლას სხვებზე და მოვლენებზე. ასე ბევრად უსაფრთხოა.