რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

© Pixabay / Bru-nOვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
ჰოროსკოპი მჭიდროდ უკავშირდება თითოეული ადამიანის უნარებსა და ნიჭს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰოროსკოპის გამოყენება პროფესიის შერჩევის დროს.
პროფესიონალმა ასტროლოგებმა ჩაატარეს სტატისტიკური კვლევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს ე.წ. პროფესიების ჰოროსკოპი, ანუ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს გარკვეული საქმიანობა შეეფერება.
ზოდიაქოს ყველა ნიშანი იყოფა ცეცხლის, მიწის, ჰაერისა და წყლის სტიქიად.
ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლები არიან ვერძი, ლომი, მშვილდოსანი; მიწის სტიქიის – კურო, ქალწული, თხის რქა; ჰაერის სტიქიის – ტყუპი, სასწორი, მერწყული და წყლის სტიქიის – კირჩხიბი, მორიელი, თევზები.
ცეცხლის ნიშნები თავს ყველაზე კარგად ავლენენ სფეროებში, სადაც საჭიროა გარისკვა, ინიციატივის გამოჩენა, რაღაც ახლის შექმნა. მაგალითად, ბიზნესის განვითარება ნულიდან, წარმატება სპორტულ საქმიანობაში და სხვ.
მიწის ნიშნებს უფრო შეეფერებათ შემოქმედებითი სპეციალობები, მაგ. ქანდაკება, მხატვრობა, მწერლობა, მათ შორის ბევრი გამოჩენილი მუსიკოსი და მსახიობია. ეს ადამიანები თავიანთ შემოქმედებაში ქმნიან პრაქტიკულად მატერიალურ რეალურ სამყაროს.
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2019
ზოდიაქოს ნიშნები - ოთხი დრო, ოთხი სტიქია
ჰაერის ნიშნები ერთდროულად რამდენიმე საქმეს შესანიშნავად უმკლავდებიან. მათ შეეფერებათ პროფესიები, სადაც საჭიროა ერთი საქმიდან მეორეზე სწრაფად გადართვის უნარი და სიტუაციის მართვა. სტატისტიკურად ჰაერის ნიშნები არიან შესანიშნავი ჟურნალისტები, მძღოლები და ა.შ.
წყლის ნიშნები შესანიშნავად უმკლავდებიან ფსიქოლოგებისა და თუ სასულიერო პირების მოვალეობებს. მათ აქვთ ადამიანის ხასიათისა და ტემპერამენტის გაგების უნარი. არიან შესანიშნავი დიპლომატები და მოლაპარაკებების წარმოებაში ბადალი არ ჰყავთ.
პროფესიების ჰოროსკოპი ზოდიაქოს ცალკეული ნიშნისთვის
ვერძი: ვერძებს არ შეეფერება რუტინული და ერთფეროვანი სამუშაო. არ არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ერთსა და იმავე მოსაწყენ სამუშაოს შეასრულებენ. მათ სჭირდებათ აქტიურობა, ურთიერთობები, მოძრაობა, თავისუფლება.
ისინი არიან კარგი ჟურნალისტები, მსახიობები, პოლიტიკოსები, რეკლამის სპეციალისტები, ფრილანსერები, მაშველები, სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციელები, მეწარმეები. საუკეთესო ვარიანტებია პოლიტიკური საქმიანობა ან მეწარმეობა.
ადამიანები ქუჩაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.03.2019
კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
კურო: კუროებს ესაჭიროებათ სამუშაო, რომელიც ერთდროულად იქნება საყვარელი და მომგებიანი საქმე. რაციონალური, პრაქტიკული და რეალისტური ადამიანები მზად არიან, შეასრულონ რუტინული ვალდებულებები, ოღონდ, თუ ის სასურველ მოგებასა და სიამოვნებას მოიტანს.
ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანების შესაფერისი პროფესიებია: მზარეული, რესტორატორი, ინტერიერის დიზაინერი, ინჟინერი, ხელოვნების მოღვაწე, ფარმაცევტი, პედაგოგი, მდივანი, გამყიდველი, მებაღე, სარეკლამო აგენტი. თუ სურვილი ექნებათ, მათგან კარგი ბიზნესმენიც დადგება.
ტყუპი: ტყუპებს ესაჭიროებათ სამუშაო, რომელშიც ისინი გამოავლენენ თავიანთ ინტელექტს, კომუნიკაბელურობასა და საკუთარი თავის წარდგენის უნარს. არიან მრავალმხრივად განვითარებულნი, მაგრამ ყველაფერი მალე ბეზრდებათ.
სწორედ ამიტომ მათი სამუშაო საინტერესო უნდა იყოს. შეეფერებათ შემდეგი სპეციალობები: სარეკლამო მენეჯერი, გამყიდველი, საკუთარი მაღაზიის მფლობელი, არტისტი, მწერალი, სამეცნიერო მოღვაწე, ორატორი, ჟურნალისტიკაში მოღვაწე, მათემატიკოსი, ფილოსოფოსი, მთარგმნელი, ინჟინერი, მკვლევარი, მფრინავი, სტიუარდესა, ფლორისტი.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2022
ზოდიაქო: რეიტინგები – სიყვარული, მეგობრობა, მუშაობა
კირჩხიბი: კირჩხიბი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომლისთვისაც სამუშაო არასდროს გახდება ოჯახზე მნიშვნელოვანი. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. მაგრამ, ამავე დროს, ისინი ისწრაფვიან საზოგადო პატივისცემისკენ, კარგი მოგების მიღებისკენ და ამისთვის მზად არიან, ბევრი იშრომონ.
არიან ნიჭიერი, კეთილსინდისიერი, მგრძნობიარე და ემოციური ადამიანები. მათთვის შესაფერისია შემდეგ პროფესიები: ბანკის თანამშრომელი, სარეკლამო მენეჯერი, თეატრის, ხელოვნების მუშაკი, ლიტერატორი, სტილისტი, მედიკოსი, ანტიკვარიატის გამყიდველი, პედაგოგი, ცხოველებთან, მცენარეებთან დაკავშირებული სპეციალობები, აღმზრდელი, საკუთარი ბიზნესის მფლობელი.
ლომი: ამაყი ლომებისთვის ოპტიმალური სამუშაოა დირექტორობა, ორგანიზატორობა. მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებს სხვა თანამდებობებზეც შეუძლიათ კარგად მოწყობა. მათ შეეფერებათ ინტელექტუალურ, ხელოვნებასთან ან აქტიურ ურთიერთობებთან დაკავშირებული სამუშაო.
ლომებს არ შეეფერებათ სამუშაო, რომელიც მომსახურებასთან არის დაკავშირებული, რადგან ბუნებით ძალზე ამაყნი არიან. მათ შეეფერებათ შემდეგი პროფესიები: მსახიობი, ხელოვნების მოღვაწე, მედიკოსი, მზარეული, რესტორატორი, მუსიკოსი, საჯარო პიროვნება, ჟურნალისტი, მწერალი, IT-სპეციალისტი, იურისტი, სოციოლოგი, მასწავლებელი, რეჟისორი, დიზაინერი, რეჟისორი, დეკორატორი.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
ქალწული: ქალწულები ანალიტიკური აზროვნებით გამოირჩევიან. ყურადღებიანი არიან დეტალების მიმართ. არიან შესანიშნავი ხელოსნები - მშენებლები, მზარეულები, კონდიტერები, მაგრამ, ამავე დროს, უმაღლესი კლასისა და უმაღლესი ანაზღაურების მქონენი.
მათ შეეფერებათ ისეთი სპეციალობები, როგორიცაა სამეცნიერო მოღვაწე, ფსიქოლოგი, ლინგვისტი, მათემატიკოსი. ასევე შეიძლება იყვნენ შესანიშნავი გამყიდველები, ხელმძღვანელები, მომსახურების სფეროს მუშაკები, რედაქტორები, მდივნები, იუველირები, დიზაინერები, ბუღალტრები, იურისტები, ფოტოგრაფები, თეატრალური ან ლიტერატურული კრიტიკოსები.
სასწორი: სასწორებს უჭირთ პროფესიის არჩევა, ამიტომ თავს სხვადასხვა მიმართულებით ცდიან. მათთვის უკუნაჩვენებია ფიზიკური შრომა, რადგან მოაზროვნე და ხელოვნების ადამიანები არიან.
მათ შეეფერებათ შემდეგ პროფესიები: მკვლევარი, მათემატიკოსი, არქეოლოგი, ფიზიკოსი, ფილოსოფოსი, დამპროექტებელი, მწერალი-ფანტასტი, მოქანდაკე, ფერმწერი, მსახიობი, მუსიკოსი, ზეინკალი, დურგალი, იურისტი, დიპლომატი, ადმინისტრატორი, საზოგადო მოღვაწე, მებაღე, არქიტექტორი, ტურისტული აგენტი, სილამაზისა და მოდის სფეროს თანამშრომელი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2018
სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი: მორიელებს შეუძლიათ მუშაობა ინფორმაციასთან, ადამიანებთან, საიდუმლოსთან და ექსტრიმთან. ეს ნიშანი მაღალი ეფექტურობითა და შრომისუნარიანობით გამოირჩევა, ასევე გამჭრიახობითა და კრიტიკული აზროვნებით, ეს მათ საშუალებას აძლევს, აბსოლუტურად სხვადასხვა და საინტერესო სფეროში იმუშაონ.
მათთვის შესაფერისი პროფესიებია: გამომძიებელი, სამხედრო მოსამსახურე, რეანიმატოლოგი, ონკოლოგი, ქირურგი, კრიმინალისტი, პროკურორი, სასამართლო მანდატური, პოლიტიკოსი, გამყიდველი, სადაზღვევო აგენტი, გამომგონებელი, მხატვარი, მასწავლებელი, ფერმერი, ბიზნესმენი.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებს შეეფერებათ საზოგადოების კეთილდღეობის, სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართული სამუშაოები, მოგზაურობა ან სოციუმში თვითდამკვიდრება. მათ არ უყვართ ერთფეროვნება, ძალიან მძიმე ან ძალზე მარტივი სამუშაო. მათ სჭირდებათ ისეთი საქმე, სადაც აუცილებელია ფართო თვალსაწიერი და ამოცანების გადაწყვეტისადმი გლობალური მიდგომები.
მათთვის შესაფერისი პროფესიებია: მოსამართლე, გამომძიებელი, კრიმინალისტი, სამხედრო მოსამსახურე, ჟურნალისტი, ტელერეპორტიორი, მრბოლელი, სპორტსმენი, მფრინავი, მთარგმნელი, ლიტერატორი, სოციალური მუსაკი, იურისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
თხის რქა: თხის რქებს უყვართ და იციან შრომა და ამას მთელი თავდადებით აკეთებენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ აშინებთ პასუხისმგებლობა; დგებიან მტკიცე პროფესიონალები თავიანთ სფეროში. არიან ჯიუტი, შრომისმოყვარე და ამტანი.
პროფესიები, რომლებიც თხის რქებს შეეფერებათ: ხელმძღვანელი, ადმინისტრატორი, მმართველი, იურისტი, ჟურნალისტი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი, მზარეული, დურგალი, კონსტრუქტორი, მშენებელი, სპორტსმენი, დიზაინერი, ფიზიკოსი, არქეოლოგი, ინჟინერი.
მერწყული: მერწყულები მშვენივრად ეწყობიან ადამიანებს, ამიტომ გუნდში მუშაობა უყვართ. ისწრაფვიან ინოვაციების, ექსპერიმენტებისკენ, უყვართ რამე ახლის შექმნა. მერწყულებს შორის მრავალი თავისუფლებისმოყვარე პიროვნებაა, რომელთაც თავისუფალი გრაფიკი სჭირდებათ. მათთვის მთავარია, რომ სამუშაო ინტერესსა და შთაგონებას იწვევდეს.
მერწყულებისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესიებია: არქეოლოგი, ქიმიკოსი, ბიოლოგი, ფიზიკოსი, იურისტი, მკვლევარი, პროგრამისტი, ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ჟურნალისტი, გამომგონებელი, ტურისტული აგენტი, ექიმი, თერაპევტი, გიდი, ლიტერატორი, ხელოვნების მუშაკი.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2023
ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
თევზები: თევზები აზროვნებენ ორიგინალურად, აქვთ შესანიშნავი მეხსიერება, ახასიათებთ თანაგრძნობა, სულიერება. მათ ყველაზე მეტად შეეფერებათ სამუშაო, რომელიც სხვა ადამიანების დახმარებას ან ხელოვნებას უკავშირდება. ასევე შეუძლიათ ციფრებთან და დოკუმენტებთან მუშაობა.
პროფესიები, რომლებიც თევზებს ყველაზე მეტად შეესაბამება: მუსიკოსი, არტისტი, ლიტერატორი, რეჟისორი, მომღერალი, დიზაინერი, არქეოლოგი, გემთმშენებელი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ასტროლოგი, ქირომანტი, იოგას მწვრთნელი, დეტექტივი, ბუღალტერი, მათემატიკოსი, ფინანსისტი, ბირჟის საქმის სპეციალისტი, ექიმი.
ყველა ახალი ამბავი
0