ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა
© Pixabay / Buddy_Nathვარსკვლავიანი ცა
© Pixabay / Buddy_Nath
გამოწერა
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი თავისებურად ბრაზდება, ნაწყენდება და, რა თქმა უნდა, შურსაც თავისი ნიშნის შესაფერისად იძიებს, თუ საერთოდ გადაწყვიტა შურისძიება.
როგორ ბრაზდებიან და როგორი ვენდეტა იციან ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებმა.
ვერძი
ვერძმა რომ შური იძიოს, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდებათ – ყოველდღე, გეგმაზომიერად უნდა გააკეთოთ ის, რის შესახებაც ვერძმა კატეგორიულად გთხოვათ, რომ არ გააკეთოთ. ეს ცეცხლის ნიშანია, აქტიური და შეიძლება ითქვას, აგრესიულიც. ის წყენას გულში არ ჩაიდებს და პასუხიც სწრაფი და დიდი ალბათობით, მტკივნეული იქნება. ერთ რამეში დარწმუნებული უნდა იყოთ – გულში ეს წყენა არ ჩაიტოვა და რაც უნდოდა, რომ ეთქვა ან გაეკეთებინა, თქვა და გააკეთა.
თუ მისი ავტორიტეტის შელახვას მისთვის ავტორიტეტულ ხალხთან შეეცდებით, პასუხსაც სათანადოს მიიღებთ, თან ვერძს დანაშაულის გრძნობა სულ არ ექნება. და თუ კიდევ გააგრძელებთ მის შეურაცხყოფას, აქ უკვე შურისძიება გარდაუვალია, მაგრამ ამას ვერძი შურისძიებას კი არა, თავდაცვას დაარქმევს.

ის მტკიცედ და ქედუხრელად იმოქმედებს, მიაღწევს იმას, რომ საერთოდ სხვა ქალაქში თუ არა, უბანში მაინც გადახვიდეთ, შეიცვალოთ ნაცნობების წრე; და საერთოდ, სჯობს, ჩემოდნის ჩალაგებაც დაიწყოთ, რომ არსად გადაეყაროთ განრისხებულ ვერძს.
კურო
კურო ის ნიშანი არ არის, რომ რაღაც სისულელის გამო გამოგეკიდოთ. მისი გადაწყვეტილებები აწონილ–დაწონილია და თუ შურისძიებას გადაწყვეტს, ამასაც კარგად მოიფიქრებს. მისი წონასწორობიდან გამოსაყვანად დიდი მცდელობა დაგჭირდებათ – ცნობილია, რომ ხარი მშვიდი ცხოველია, მთავარია, წყობილებიდან არ გამოიყვანოთ, თორემ ყველაფერს წალეკავს გზაზე. ასევე არიან ამ ნიშნის წარმომადგენლებიც.
მათ არასდროს გამოაქვთ ნაჩქარევი დასკვნები, კუროს მოსაზრება თავის წრეში ნამდვილად ფასობს და ამ წრეში ერთგვარი ლიდერიცაა. და თუ კუროს შურისძიების წერტილამდე მიიყვანთ, გეშინოდეთ მისი – ნამდვილი გარიყული ადამიანი გახდებით. თავად მოგინდებათ იმ საზოგადოების დატოვება, სადაც კურო ტრიალებს.
ამის შემდეგ კუროს თქვენზე კარგი შთაბეჭდილების დაბრუნება ნამდვილად გაგიჭირდებათ, ძალიან დიდი ხნის მცდელობის შემდეგ შეიძლება, ეს გამოგივიდეთ კიდეც, მაგრამ გირჩევთ, აქამდე საქმე არ მიიყვანოთ!
ამის შემდეგ კუროს თქვენზე კარგი შთაბეჭდილების დაბრუნება ნამდვილად გაგიჭირდებათ, ძალიან დიდი ხნის მცდელობის შემდეგ შეიძლება, ეს გამოგივიდეთ კიდეც, მაგრამ გირჩევთ, აქამდე საქმე არ მიიყვანოთ!
ტყუპი
ტყუპებს სერიოზულად თითქოს არც აღიქვამენ, განსაკუთრებით შურისმაძიებლის როლში, მაგრამ – სულ ტყუილად. შეიძლება, ვერძებივით ჩხუბსა და მუშტი-კრივში „მაგარი“ არ არიან, მაგრამ ამის გაკეთება სიტყვიერად – წერილობით თუ ზეპირად – შესანიშნავად ეხერხებათ. მოგეხსენებათ ცულითა და ენით დაკოდილის ამბავი! ჩალურჯებული თვალი მალე გაივლის, მაგრამ ტყუპის აგორებული ჭორი დიდხანს, ძალიან დიდხანს იტრიალებს. თან ტყუილს ისე ლამაზად შეფუთავენ სიმართლის „ტყავში“, რომ ამის დაუჯერებლობა ნამდვილად არ შეიძლება. ერთიცაა – ხანდახან თავადაც სჯერათ, რასაც ამბობენ, და მათი სიტყვები ამიტომ ჟღერს ასე დამაჯერებლად.
ასევე, ტყუპები შურისძიებისთვის რიგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დიდოსტატები არიან, მაგალითად, ვირუსების – მათგან ელექტრონული წერილები, სჯობს, საერთოდ არ გახსნათ. მოწინააღმდეგის ჩასაძირავად ყველაფერს გამოიყენებენ – წერილებს, ფორუმებს, ზეპირსიტყვიერებას და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებსაც კი.
სხვათა შორის, წყენა დიდხანს არ ამახსოვრდებათ და თუ საუზმეზე „სიტყვიერი ისარი“ გესროლეს, სადილზე შეიძლება აღარც ახსოვდეთ და გაუკვირდეთ, რაზე ხართ გაბრაზებული. აქედან გამომდინარე, ხანდახან სხვების უკვირთ, როცა ისინი მათზე ბრაზობენ.
კირჩხიბი
კირჩხიბები მორალურ ზეწოლას ამჯობინებენ, მაგრამ თუ ეს არ მოქმედებს, არც ფიზიკურ ზეწოლაზე იტყვიან უარს. თან, შურისძიების „აქტი“ ჩატარდება უსიტყვოდ, მაგრამ სერიოზულად და ტოტალურად. მოკლედ, არ უნდა იფიქროთ, რომ კირჩხიბები წყნარი არსებები არიან და მათი განაწყენება შეიძლება. თუ მან გადაწყვიტა, რომ სერიოზული შეურაცხყოფა მიაყენეთ, მზად იყავით დაუნდობელი და სასტიკი შურისძიებისთვის. თან, მასაც, ვერძის მსგავსად, სინდისი არ შეაწუხებს – ეს ხომ თქვენ აწყენინეთ მას!
ასევე არც იფიქროთ, რომ როცა შურს იძიებს, მასთან ისევ ძველებური ურთიერთობა გექნებათ – დიდი ალბათობით, საერთოდ ამოგშლით საკუთარი ცხოვრებიდან და ეს მისი ყველაზე დიდი შურისძიება იქნება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუხლის ჩოქებზე დაუდგებით პატიების სათხოვნელად, ისე შემოგხედავთ, თითქოს ეს ყველაფერი მას საერთოდ არ ეხება. და ეს ასეცაა – ეს მას აღარ ეხება, რადგან თქვენთან კავშირი გაწყვიტა.
კირჩხიბთან დამოკიდებულებაში კიდევ ერთი სირთულეა – როგორც წესი, ის თავისი პრეტენზიების შესახებ არაფერს ამბობს, თქვენ უნდა მიხვდეთ ამას. და რადგან ყველას არა აქვს ნათელმხილველობის უნარი, თქვენთან კავშირი შეიძლება სრულიად მოულოდნელად გაწყვიტოს. თქვენ კი იმის ფიქრში იქნებით, რა გააკეთეთ ისეთი, რომ კირჩხიბის რისხვა დაიმსახურეთ.
ლომი
არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ ეცდება ლომის შეგნებულად გაბრაზებას. და თუ ეს შემთხვევით მოგივიდათ, სჯობს, მაშინვე გულწრფელად მოუხადოთ ბოდიში, თუ დაგაგვიანდებათ ბოდიში – მოემზადეთ; მას არაფერი და ვერავინ დაუდგება წინ. მისი შურისძიების ყველაზე იოლი ფორმა იქნება თქვენი არარაობის დემონსტრირება. ის ტყუპებივით ჭორებს არ ააგორებს, უბრალოდ, გარშემომყოფებს აგრძნობინებს, რომ ნული ხართ, არარაობა, თქვენი სახელია არაფერი. მტკიცებულების სახით მოიშველიებს, რომ ის უკეთესია, და თან - ყველაფერში.
ლომის კი ადამიანებს სჯერათ, ის ხომ ცხოველთა მეფეა, განუსაზღვრელი ავტორიტეტი აქვს. მძიმე შემთხვევებში კი საქმე თქვენს დაშინებამდე და პარანოიამდე მიყვანამდეც შეიძლება მივიდეს.
ზოგადად, სჯობს, ლომის პროვოცირებას არ შეეცადოთ, მაგრამ მისი განწყობის დაბრუნება შეგიძლიათ და თან – არცთუ რთულად, კუროსგან განსხვავებით. უბრალოდ, გულწრფელი უნდა იყოთ და აჩვენოთ, რომ ჩადენილს ნამდვილად ნანობთ. ეს განსაკუთრებულად ეფექტური იქნება, თუ სახალხოდ დითირამბებს უმღერებთ – ისინი ხომ ძალზე პატივმოყვარენი არიან.

ლომებს უყვართ სხვების მფარველობა, ამიტომ ნუ მოგერიდებათ და უთხარით, რომ მისი დახმარება გჭირდებათ – ისინი დაგეხმარებიან კიდეც და ბევრ რამესაც გაპატიებენ. თუ შენიშნეს სიყალბე და მათით მანიპულირების მცდელობა, მაშინ უკვე ვერაფერი ვეღარ გიშველით.
ქალწული
ქალწულის შურისძიებამდე მიყვანა ბევრად რთულია, ვიდრე ლომის ან ვერძის. და თუ ამას მაინც მოახერხებთ, რაღაც განსაკუთრებულს ელოდეთ. ამ ნიშანს, ძირითადად, იცნობენ, როგორც ძალზე პედანტურს, მაგრამ გარკვეულ სიტუაციებში ის გამომგონებლური და შემოქმედებითი ხდება. ისინი შურს სხვადასხვანაირად იძიებენ, მაგალითად, თუ რამე დოკუმენტი გჭირდებათ, ამას ქალწულისგან ვერ ეღირსებით, ვერასდროს. ან თუ მიიღებთ, იმ დროს და იმ ფასად, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ექნება. მათი შურისძიება აშკარა და ცხადი არ არის, მაგრამ ძალზე უსიამოვნოა. ამას შეიძლება წლების შემდეგ მიხვდეთ.
თუ მომხიბლავია, შეიძლება თავი შეგაყვაროთ და... არაფერი, ხახამშრალი დაგტოვოთ, თქვენ კი დაიტანჯებით. შეიძლება გული გატკინოთ თავისი გულგრილობით. ტიპურ ქალწულს შეუძლია გაჩუმდეს, დაძაბოს ვითარება და ჩუმად იძიოს შური. ეს ხშირად წვრილმანებში მჟღავნდება, რომლებსაც პატარ-პატარა უსიამოვნებები მოაქვს, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

ბოლოს მაინც ბოდიშის მოხდა მოგიწევთ, ქალწულმა კი ამის შესახებ შეიძლება დიდხანს იფიქროს. თუ კვლავ შეეცდებით ქალწულის წყენინებას, იცოდეთ, რომ მას ანალიტიკური ჭკუა-გონება უბოძა ბუნებამ და ამას აუცილებლად მიხვდება და შემდეგ უკვე პატიებას ვეღარ მიიღებთ.
სასწორი
სასწორების განაწყენება ადვილია, მაგრამ მათ შურისძიებას სერიოზულად არავინ აღიქვამს, თუმცა, შეუძლიათ ტკივილის მოყენება. სასწორებს საკუთარ შურისძიებაზე დიდი წარმოდგენა აქვთ, მაგრამ გვერდიდან ეს ძალიან სასაცილოდ მოჩანს. შურისძიების ობიექტმა შეიძლება ვერც იგრძნოს, რომ მის მიმართ რაღაც აგრესია მოდის. მოკლედ, სასწორებზე ვერაფრით იტყვი, რომ შურისმაძიებლები არიან.
მათ შეუძლიათ პრეტენზიების პირში თქმა, რაც ზოგისთვის შეიძლება ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდეს. თუ მაინც გააგრძელებთ სასწორების გაღიზიანებას, შეეცდება, თავი თქვენგან შორს დაიჭიროს. მათთვის გამარჯვებაა, როდესაც მოწინააღმდეგეს თავისი არგუმენტებით აჯობებს.

მორიელი
მორიელის შურისძიებაზე ლამის თქმულებებია შეთხზული. თუ დიდხანს გინდათ სიცოცხლე და თან - ბედნიერად, ამ ნიშანთან თავაზიანად მოიქეცით. თუ მას გააბრაზებთ, ხურდასაც სათანადოს მიიღებთ, თან - პროცენტებით. განსაკუთრებით საშიშია იმ სფეროში შეჭრა, რომელსაც მორიელი თავისად მიიჩნევს.
გადაწყვიტეთ, რომ რჩევა მისცეთ, რომელიც არ უკითხავს? აზრი გამოთქვით მისი მუშაობის შესახებ, რაზეც ასევე არავის არაფერი უკითხავს? მისთვის კარგი გინდოდათ და მან გაიგო ამის თაობაზე? მოემზადე მორიელის შურისძიებისთვის. მან თქვენ გარეშეც მშვენივრად უწყის, როგორ იმუშაოს, როგორი ურთიერთობა ჰქონდეს თავის მეორე ნახევართან, უფროსობასთან, როგორ გაზარდოს ბავშვები. თუნდაც კეთილი ზრახვები გქონდეთ, ასეთ კეთილმოსურნეებსაც დაგესლავს, დაგესლავს ახლობლებსაც, არ დაინდობს, თან ეფექტურად გააკეთებს ამას - იცის მათი სუსტი ადგილები.

თქვენ უნდა დაფიქრდეთ - თუ ახლობელს არ ინდობს, მე რაღას მიზამს? ჰოდა სწორადაც მოიქცევით. ვინც არ დაფიქრდება, მორალურ და ფიზიკურ ტრავმებს ვერ აცდება.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების შურისძიება უსისტემოა და ამის წყალობით მას ადვილად შეიძლება აარიდოთ თავი. მაგრამ არა იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენი დედა, უფროსი ან მეუღლეა, მეგობარიც კი. ამ შემთხვევაში მოწვეული იქნება საოჯახო და სამეგობრო კრება, სადაც თქვენი საქციელი საჯარო განხილვისა და შერცხვენის საგანი გახდება. თქვენ კი ნამდვილად შეგრცხვებათ.
მიუხედავად იმისა, რომ შურისძიების საკითხში მშვილდოსანი არცთუ „მოხერხებულია“, საკმაოდ ღვარძლიანია და წყენას დიდხანს ინახავს გულში და როდესაც ამის საშუალება მიეცემა, ხურდას აუცილებლად დააბრუნებს.
თხის რქა
დასავლეთში თხის რქას თხის ფორმით გამოსახავენ, აღმოსავლეთში კი ის მფრინავი ნიანგია. იქ იციან ადამიანებმა, რომ თხის რქის გაბრაზება, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრების საბოლოოდ გაფუჭება მოგინდათ? ჩვეულებრივ, ამ ნიშნის წარმომადგენლები უბრალო რამეებს არ გამოეკიდებიან, უფრო მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ამოცანები აქვთ, ვიდრე წვრილმანი რამის გამო შურისგებაა. ამიტომ თქვენს სულელურ გამოხტომებს ის ყურადღებას არ მიაქცევს - მაგრამ გარკვეულ მომენტამდე. და როდესაც ეს მომენტი დადგება, იცოდეთ, საპასუხო ზომები იქნება კარგად აწონილ-დაწონილი, სერიოზული და საფუძვლიანი.
მას ისეთივე შურისძიება შეუძლია, როგორც ქალწულს, მაგრამ უფრო მასშტაბურად. თან, ამ დროს ვერ იტყვი, რომ ის გაბრაზებულია - სულაც არა. უბრალოდ, მას არ უნდა, რომ იქ იმყოფებოდეთ, სადაც ისაა, ურთიერთობა გქონდეთ იმავე ადამიანებთან, ვისთანაც მას აქვს ურთიერთობა და ა. შ.
მას გავლენის ბერკეტები ყველგან აქვს, ამიტომ მის შურისძიებას ვერსად გაექცევით. თხის რქას შეიძლება ადამიანი, უბრალოდ, არ მოეწონოს, რის გამო - არავინ იცის, ალბათ, არც თვითონ. ასეთ დროსაც იმავე ქმედებებს ექნება ადგილი, რაც შურისძიების დროს, მაგრამ ფორმალურად ეს შურისძიება არ იქნება. მოკლედ, ან შეიცვალეთ, ან გაეცალეთ - ენ ნიშანი უკან არაფრის დიდებით არ დაიხევს.

მერწყული
მერწყული არ არის შურისმაძიებელი ნიშანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უსაფუძვლოდ შეგიძლიათ გაანაწყენოთ და გააბრაზოთ. თუ მერწყულის მიმართ ცუდი ზრახვები გამოძრავებთ, სანამ ამას გააკეთებდეთ, ასჯერ დაფიქრდით, რადგან დაზარალებული თავად აღმოჩნდებით, ხოლო მერწყული არაფერში დამნაშავე არ იქნება. შეიძლება შეგიცოდოთ კიდეც.
ამ ნიშნის წარმომადგენელთა უმრავლესობას შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და შესაძლოა, თქვენს ინტრიგებსა და სხვა სისულელეებზე კარგადაც იცინოს და სხვებიც გულიანად აცინოს. თან, მას ეს სულაც არ უნდოდა. მისთვის, უბრალოდ, ეს ქცევის ჩვეული მანერაა, ასე რომ, ამას შურისძიებას ვერ უწოდებ.
ეს ნიშანი იმდენად არასტანდარტულია, რომ ჩვეულებრივი მეთოდებით მას ვერ უმუხთლებთ. და გახსოვდეთ, ეს თქვენვე შემოგიბრუნდებათ.
თევზები
ნამდვილი თევზები შურს დიდხანს, დუნედ, დაჟინებითა და მრავალფეროვნად იძიებენ, ამ დროს ვერც კი შეძლებთ მათ დადანაშაულებას აშკარა შურისძიებაში. მსგავსი ბრალდების გამო, შეიძლება ხელმეორედ განაწყენდნენ თქვენზე, რადგან თევზები ზოდიაქოს ნიშნების წრეს ხურავენ, მათში სხვადასხვა ნიშნის თვისებებს აღმოაჩენთ - მშვილდოსნის ღვარძლიანობას, მორიელის ჰიპერტროფირებულ საპასუხო დარტყმებს, ტყუპის მითქმა-მოთქმის ხერხებს, ლომის საკუთარი თავის აღმატებულობის დემონსტრირებას, თხის რქის თანამიმდევრულობას... ერთადერთი, მათ არ ახასიათებთ ვერძების ფეთქებადობა და მერწყულის დაცინვის მეთოდები.
თუ თევზებს ძალიან არ აწყენინეთ, ან მისი ახლობელი არ ხართ, მისი შურისძიებისა ნუ შეგეშინდებათ. მაგრამ თუ მისი ახლობელი ადამიანი ხართ, მისი განაწყენება ადვილია. შურისძიება ძალიან უნდათო, მათზე ამასაც ვერ იტყვი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ უბრალოდ, ძალიან განაწყენდნენ.
თავიანთი მგრძნობიარე ნატურიდან გამომდინარე, ისინი საპასუხო ქმედებებში გამოხატავენ ამ წყენასა და გაბრაზებას. თქვენ შესახებ შესჩივლებს ყველას, ის ყველას შეეცოდება, თქვენ კი ჯოჯოხეთის მოციქული აღმოჩნდებით. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ტირილი ისეთი შეუძლიათ, როგორც სხვა არავის, თავიანთი საცოდაობით ქვასაც კი აატირებენ; ეს ტირილი კი გულწრფელია. ამას ისე დამაჯერებლად აკეთებენ, რომ არგუმენტების მოყვანა არც სჭირდებათ. პატარ-პატარა დარტყმებს ისე მიაყენებენ, რომ ვერაფერში მოედავები - გეტყვით, რომ თავის საქმეს აკეთებდა. გაფრთხილდით - შეიძლება გადაწყვიტოთ, რომ თევზებმა გაპატიეს და დიდი ხანია დაივიწყეს წყენა. მაგრამ რეალობაში ასე არაა.