ბედნიერების სამი საიდუმლო ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

© Pixabay / jill111ბედნიერების შეგრძნება
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 26.03.2023
გამოწერა
ცხოვრებამ რომ ლამაზი ფერები შეიძინოს, განიდევნოს ნეგატიური ფაქტორები და კეთილდღეობასა და ბედნიერებას მივაღწიოთ, ამაში ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის განკუთვნილი ეს რჩევები დაგვეხმარება.
თითოეული ადამიანი უნიკალურია, მაგრამ, ამავე დროს, ზოდიაქოს გარკვეული ნიშნით დაბადებულებს თავიანთი დამახასიათებელი თვისებები აქვთ. ჰოროსკოპები მრავალ საინტერესო ფაქტს გვიხსნის, მათ შორის - ბედნიერების პრინციპებს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
თითოეულს ჩვენი ბედნიერების საიდუმლო გვაქვს, მაგრამ ხშირად, პრობლემებისა და სიჩქარის გამო, წარმატებისკენ მიმავალ სწორ გზას ვერ ვხედავთ. ბედნიერება წვრილმანებში იმალება. იყავით ყურადღებიანი, ხანდახან ცხოვრების თანამედროვე ტემპი წამით ტკბობის შესაძლებლობას არ იძლევა, წამით, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე საოცარი და ბედნიერი წამი აღმოჩნდეს.
ვერძი
ვერძებისთვის ბედნიერება ახლობლების გვერდით ყოფნაა. ფული და მატერიალური სიკეთე მოდის და მიდის, ხოლო საყვარელი ადამიანები, მიუხედავად ყველაფრისა, გვერდით რჩებიან და მხარს გიჭერენ. ვერძებმა გულწრფელი სიყვარული და მეგობრობის დაფასება უნდა ისწავლონ.
არ დაგავიწყდეთ, გაუშვათ ცხოვრებიდან ნეგატივი, რათა ბედნიერება შეიგრძნოთ. შეწყვიტეთ მეხსიერებაში წარუმატებლობების კოლექციონერობა.
გადაჭერით პრობლემები ისე, რომ მასთან შეხვედრას მოერიდოთ და არა ჯიუტად არასწორი გზით სიარულით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
კურო
კუროსთვის ბედნიერებაა იმის გააზრება, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. არ არიან ზეადამიანები, რომლებსაც თაყვანი უნდა სცეთ, და არ არის მიზეზი იმისა, რომ თავის სხვებზე მაღლა დააყენოთ. იყავით უფრო მარტივი.
ბევრი კუროსთვის ბედნიერების გზა მარტივი ჭეშმარიტებიდან იწყება: მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ. თუ გინდათ, რომ პატივს გცემდნენ, თქვენც ეცით პატივი.
დააფასეთ ისინი, ვინც გულს გადაგიშლიან. ბედნიერება, შეიძლება, სწორედ ესაა.
ტყუპი
უარი თქვით ეგოიზმზე. ის ვერ დაგეხმარებათ, პირიქით, ბედნიერი ცხოვრების გზას გადაგიღობავთ.
ტყუილი სასურველს არასდროს მოგიტანთ. ახლა ამით თავს შველით, მაგრამ ხვალ ეს ტყუილი უკან წამოგეწევათ.
ისწავლეთ შორსმჭვრეტელობა. დაგეგმეთ და გაანაწილეთ დრო - ეს ბრძენთა და ბედნიერთა ხვედრია.
კირჩხიბი
შეწყვიტეთ გარშემომყოფებისთვის ტკივილის მიყენება, ყველა ნეგატივი ხომ უკან დაგიბრუნდებათ. ისწავლეთ ბოდიშის მოხდა, რომ ბედნიერებამ ზურგი არ გაქციოთ.
შეწყვიტეთ ადამიანებისგან დამალვა, სხვაგვარად გარშემო ხიდის მაგივრად კედელს ააშენებთ.
სიხარბემ, შესაძლოა, მარტოობამდე მიგიყვანოთ, ხოლო სადაც მარტოობაა, იქ ბედნიერების ადგილი არ არის.
აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები
ლომი
სიძლიერისა და ბედნიერების საიდუმლო საკუთარი თავის სხვის ადგილზე დაყენებაა. ისწავლეთ ცხოვრება არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნებითა და ემოციებით.
ამ სამყაროში ბევრი ცდუნებაა, თუმცა, იმის უნარს, დახარჯო იმდენი, რამდენიც საჭიროა, ადამიანი წარმატებისა და ბედნიერებისკენ მიჰყავს.
ისწავლეთ გაუშვათ ნეგატივი და სიტუაცია, რომელსაც ვერ გამოასწორებ. ნუ მიეცემით გვემას წარსულის გამო - გახადეთ უკეთესი მომავალი.
ქალწული
ქალწულებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყოველთვის მართალი არ არიან. შეცდომის აღიარების უნარი ბედნიერებამდე მიგიყვანთ.
ბედნიერების მიღწევა რისკის გარეშე - ძალზე რთული ამოცანაა. ქალწულებმა დროა, ისწავლოთ კომფორტის ზონიდან გამოსვლა, რადგან მის მიღმა ბევრი საინტერესო რამ ხდება.
ხანდახან საჭიროა, სირთულეებს მარტო გაუმკლავდეთ. ნებისყოფა ნებისმიერი პრობლემის გადალახვასა და ბედნიერების მოპოვებაში დაგეხმარებათ.
სასწორი
გახსოვდეთ, რომ ცხოვრება ზოლიანი ზებრა არ არის. შეიტანეთ მასში მეტი ფერი. ისწავლეთ, დაინახოთ ფერები და უფრო ბედნიერი გახდებით.
თქვენი ბედნიერების საიდუმლო მარტივია: ნუ მოითხოვთ გარშემომყოფებისგან იმას, რასაც თქვენ ვერ გააკეთებთ.
გააცნობიერეთ, რომ ფიქრი მატერიალურია და მას თქვენი სანუკვარი სურვილის შესრულება შეუძლია - და თქვენი ყველა ოცნება რეალობა გახდება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.01.2019
ფორტუნის საათები ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
მორიელი
ისწავლეთ, კარგი საქმე გააკეთოთ არა იმისთვის, რომ შემდეგ იტრაბახოთ. გახსოვდეთ, რომ სიკეთე ყველას აბედნიერებს.
მორიელებს უნდა ახსოვდეთ: რჩევა მაშინ უნდა მისცეთ, როცა ამის თაობაზე გთხოვენ - არც ადრე და არც გვიან. ესაა ბედნიერების საიდუმლო.
იყავით მზად იმისთვის, რომ ცუდი საქციელი და ნეგატიური ურთიერთობები ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. ბედნიერი რომ იყოთ, უნდა დაიმახსოვროთ, რომ ნეგატივი სიკეთით უნდა ამოიძირკვოს.
მშვილდოსანი
ბედნიერება მაშინ გეწვევათ, როდესაც ეგოისტი აღარ იქნებით.
ისწავლეთ დახმარების დაფასება და კეთილშობილება. მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილი კეთილდღეობისა და ბედნიერების მიღწევაში დაგეხმარებათ.
გაეშურეთ ახალი სიმაღლეების დასაპყრობად და არ შეჩერდეთ პროფესიულ განვითარებაში. ახალი ცოდნა თქვენთვის პოზიტივისა და ბედნიერების წყარო იქნება.
თხის რქა
ბედნიერებისთვის თხის რქებმა საკუთარი ძალებისა უნდა ირწმუნონ.
უარს ნუ იტყვით ახლობლების დახმარებაზე: ეს პირადი ბედნიერებისკენ მიმავალი გზის მოძებნაში დაგეხმარებათ.
ისწავლეთ ცხოვრებაში ოცნებების ხორცშესხმა და ნუ მოგერიდებათ ახალი იდეების ხმამაღლა გაცხადება, სხვაგვარად, შესაძლოა, ამ იდეების რეალიზების კარგი შანსი გაუშვათ ხელიდან.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
მერწყული
მერწყულებს ბედნიერების მოპოვებაში გულწრფელი ორმხრივი სიყვარული დაეხმარება. დააფასეთ ახლობელი ადამიანები, მათ ხომ ჭეშმარიტი ბედნიერების მოცემა შეუძლიათ.
იარეთ თქვენი იდეალისკენ. სანუკვარი მიზნისკენ მოძრაობა კეთილდღეობას მოგიტანთ.
დაივიწყეთ, რა არის დამცირება. ნუ მისცემთ ადამიანებს უფლებას, გაწყენინონ და თქვენც მოერიდეთ ამას.
თევზები
ცხოვრებამ რომ კმაყოფილება მოგიტანოთ, აუცილებელია, რომ იცოდეთ, რა გინდათ. ყოველთვის ამისკენ იმოძრავეთ.
ოჯახი ყველას სჭირდება. ისწავლეთ დაფასება ნათესავებისა და ყველაფრის, რასაც ისინი თქვენთვის აკეთებენ.
ცხოვრება ერთ კარში თამაში არ არის. თუ გინდათ, რომ ბედნიერი იყოთ, ისწავლეთ, გაიღოთ მსხვერპლად რაღაც და მხოლოდ სხვისი სიყვარული არ მიიღოთ.
ყველა ახალი ამბავი
0