https://sputnik-georgia.com/20230901/sezlebs-tu-ara-ocneba-prezidentis-impicments-nikoleisvili-281875768.html
შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს - ექსპერტის მოსაზრება
შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს - ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, მიიჩნევს ექსპერტი. 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T20:12+0400
2023-09-01T20:12+0400
2023-09-01T22:17+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268924785_156:254:3067:1892_1920x0_80_0_0_e1b72f61832395a4ccc0e8ad86a301bc.jpg
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ, ამიტომ ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის იმიჯზე იმოქმედებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იწყებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან" დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წინააღმდეგი იყო, იგი 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების ჩასატარებლად. მმართველ პარტიაში ესმით, რომ იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, რადგან მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობას კი მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავს.ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც მათ ასეთი ვიზიტით სტუმრობს.„ის წავიდა უბრალოდ, როგორც ტურისტი და ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს. ხომ არ იტყვის, რომ მას ამის უფლება არ მისცეს. ის შულერივით ატყუებს ადამიანებს, რომლებიც მას ხვდებიან, და უხერხულ მდგომარეობაშიც კი აყენებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.ევროპა ამას არ აპატიებდა- ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე>>ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დაიწყება, თუნდაც მესიჯი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას საზღვარგარეთ ხვდებიან და მომავალში აპირებენ შეხვედრას.„ერთია ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა და მეორე – პრეზიდენტთან, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში იმპიჩმენტი გამოუცხადეს, და მის ირგვლივ არის გულისწყრომა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აღშფოთება ამ ინფანტილურად ჯიუტი „მადამის“ მიმართ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში>>ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ბოლო წლებში საქართველოს საზიანოდ იქცევა და ქართველი ხალხის უმრავლესობის ნერვებზე მოქმედებს.ზურაბიშვილმა თავისი საზღვარგარეთული ტურნე გერმანიით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.ზურაბიშვილი, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაემგზავრა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.ზურაბიშვილი ცდილობს ერთგვარი წაუგებელი თამაში ითამაშოს - ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე>>2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ეწვიოს შვეიცარიას, პოლონეთს, ბელგიას, ბულგარეთს, დანიას, ხოლო დეკემბერში – ჩეხეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ისრაელს. ყველა ვიზიტთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა მთავრობისგან უარი მიიღო.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/1b/268924785_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_9ad697166f4f6d2cca4a4b29a968996e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, ევროპა
შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს - ექსპერტის მოსაზრება
20:12 01.09.2023 (განახლებულია: 22:17 01.09.2023) სალომე ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 1 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ, ამიტომ ეს, სავარაუდოდ, არ მოხდება, მაგრამ სახელმწიფოს მეთაურის იმიჯზე იმოქმედებს, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ანალიტიკოსმა მაია ნიკოლეიშვილმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" იწყებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „კონსტიტუციის უხეშ დარღვევასთან" დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა წინააღმდეგი იყო, იგი 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრების ჩასატარებლად. მმართველ პარტიაში ესმით, რომ იმპიჩმენტის მიღწევა არარეალურია, რადგან მინიმუმ 100 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობას კი მხოლოდ 84 დეპუტატი ჰყავს.
„ვფიქრობ, რომ შეიძლება იმპიჩმენტამდე არ მივიდეს, რადგანაც ოპოზიცია ზურაბიშვილის მხარეს დაიჭერს, რადგან ისინი მუდამ სამშობლოს საზიანოდ გამოდიან, ხოლო ზურაბიშვილი ამ საკითხში მათთან დგას. მაგრამ თავად ფაქტი, რომ მას უკვე გამოუცხადეს იმპიჩმენტი და დაიწყო პროცედურა, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილი ევროპელ პარტნიორებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, როდესაც მათ ასეთი ვიზიტით სტუმრობს.
„ის წავიდა უბრალოდ, როგორც ტურისტი და ხელს მოაწერს რაღაც დოკუმენტებს. ხომ არ იტყვის, რომ მას ამის უფლება არ მისცეს. ის შულერივით ატყუებს ადამიანებს, რომლებიც მას ხვდებიან, და უხერხულ მდგომარეობაშიც კი აყენებს“, – აღნიშნა ექსპერტმა.
ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც დაიწყება, თუნდაც მესიჯი იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას საზღვარგარეთ ხვდებიან და მომავალში აპირებენ შეხვედრას.
„ერთია ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრა და მეორე – პრეზიდენტთან, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში იმპიჩმენტი გამოუცხადეს, და მის ირგვლივ არის გულისწყრომა, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის აღშფოთება ამ ინფანტილურად ჯიუტი „მადამის“ მიმართ“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი ბოლო წლებში საქართველოს საზიანოდ იქცევა და ქართველი ხალხის უმრავლესობის ნერვებზე მოქმედებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილი „უგვირგვინო მეფეა", ის ბევრს იღებდა თავის თავზე, იქცეოდა ძალიან არასწორად მორალური თვალსაზრისით. ახლა გაჩნდა იურიდიული ფაქტი, რომ მან დაარღვია კონსტიტუცია, რადგანაც მას არა აქვს საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების უფლება“, – განაცხადა ექსპერტმა.
ზურაბიშვილმა თავისი საზღვარგარეთული ტურნე გერმანიით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ზურაბიშვილი, მისი ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაემგზავრა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის მიზნით საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
2023 წლის შემოდგომაზე საქართველოს პრეზიდენტი გეგმავს ეწვიოს შვეიცარიას, პოლონეთს, ბელგიას, ბულგარეთს, დანიას, ხოლო დეკემბერში – ჩეხეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს და ისრაელს. ყველა ვიზიტთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა მთავრობისგან უარი მიიღო.