https://sputnik-georgia.com/20230831/hqonda-tu-ara-ufleba-saqartvelosi-aqtiurad-ganixilaven-zurabisvilis-vizits-germaniasi-281842790.html
ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში
ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში
Sputnik საქართველო
ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის დაწყებას, რომელიც მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T20:08+0400
2023-08-31T20:08+0400
2023-08-31T22:32+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281838394_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_972c8c7e1344f7249799e30ca1d2de00.jpg
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია და ჰქონდა თუ არა ევროპაში გამგზავრების უფლება სახელმწიფო ლიდერებთან შესახვედრად – ეს საკითხი აგვისტოს ბოლო დღეებში ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის ყველაზე განხილვადი თემა გახდა.ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯერ ვიზიტები დაგეგმა, მოგვიანებით კი რომელიმე სახელმწიფოში გამგზავრების გასამართლებლად განაცხადა, რომ აპირებს კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხის განხილვას.„ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად დავგეგმოთ და არა პირიქით – ჯერ დავგეგმოთ და კონსტიტუციის ნორმები ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია უპასუხოდ არ დატოვებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას.კობახიძე: „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ექნება >>საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში და აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხო სახელმწიფოებთან.მთავრობის უარის გამო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში არაფორმალური გამოდგა. თუმცა ზურაბიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.თავის მხრივ, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობას არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტისთვის უარი ეთქვა ვიზიტებზე.მისი თქმით, ეს სკანდალი მთავრობის პოზიციას ნათლად აჩვენებს.„ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს სკანდალი, ვინაიდან გერმანიის, სხვა ქვეყნების პირველ პირებს ხვდება ისე, რომ არ აქვს მთავრობის ნებართვა, კიდევ ერთი სიგნალია საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციების საჯაროდ გამჟღავნების“, – განაცხადა გოცირიძემ.პრეზიდენტის ვიზიტს არ მიიჩნევენ კონსტიტუციის დარღვევად არც ოპოზიციურ პარტია „ლელოში“.„დღეს საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ლობირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.საქართველოს საელჩოები პრეზიდენტის ვიზიტის მომზადებაში არ მონაწილეობენ – საგარეო უწყება >>ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობაურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი >>გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1f/281838394_91:0:1510:1064_1920x0_80_0_0_526ce36eb6903d584ebd8402fe3f550f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში
20:08 31.08.2023 (განახლებულია: 22:32 31.08.2023) ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის დაწყებას, რომელიც მთავრობასთან არ იყო შეთანხმებული.
თბილისი, 31 აგვისტო – Sputnik. დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია და ჰქონდა თუ არა ევროპაში გამგზავრების უფლება სახელმწიფო ლიდერებთან შესახვედრად – ეს საკითხი აგვისტოს ბოლო დღეებში ქვეყნის პოლიტიკოსებს შორის ყველაზე განხილვადი თემა გახდა.
ზურაბიშვილი, ხელისუფლების უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს გაემგზავრა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრებზე საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად.
„პრეზიდენტის საგარეო წარმომადგენლობითი უფლებები კი შეზღუდულია და სავალდებულოა მთავრობის თანხმობა. ეს არის კონსტიტუციის დოგმა. როცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, მან გადასარევად იცოდა, რა იყო პრეზიდენტის ფუნქცია, კომპეტენცია და უფლებამოსილება. როცა მსგავსი ვიზიტები იგეგმება, ეს მთავრობასთან შეთანხმებას მოითხოვს“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ჯერ ვიზიტები დაგეგმა, მოგვიანებით კი რომელიმე სახელმწიფოში გამგზავრების გასამართლებლად განაცხადა, რომ აპირებს კანდიდატის სტატუსის მოპოვების საკითხის განხილვას.
„ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ ჩვენი საქმიანობა კონსტიტუციის შესაბამისად დავგეგმოთ და არა პირიქით – ჯერ დავგეგმოთ და კონსტიტუციის ნორმები ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია უპასუხოდ არ დატოვებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევას.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობებში და აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხო სახელმწიფოებთან.
მთავრობის უარის გამო საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში არაფორმალური გამოდგა. თუმცა ზურაბიშვილმა ოფიციალურ გვერდზე გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის ფოტოები გამოაქვეყნა.
თავის მხრივ, ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მთავრობას არ ჰქონდა უფლება, პრეზიდენტისთვის უარი ეთქვა ვიზიტებზე.
„არავინ ეკითხება ჩვენს მთავრობას, სად წავა პრეზიდენტი, და რაც მეტ ქვეყანაში წავა, არაღიარების პოლიტიკის თვალსაზრისით აქტივობები ექნება და ევროინტეგრაციის კუთხით გადადგამს ნაბიჯებს, კარგია ქვეყნისთვის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ, დეპუტატმა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფიდან „ევროოპტიმისტები“.
მისი თქმით, ეს სკანდალი მთავრობის პოზიციას ნათლად აჩვენებს.
„ზურაბიშვილთან დაკავშირებული ეს სკანდალი, ვინაიდან გერმანიის, სხვა ქვეყნების პირველ პირებს ხვდება ისე, რომ არ აქვს მთავრობის ნებართვა, კიდევ ერთი სიგნალია საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური პოზიციების საჯაროდ გამჟღავნების“, – განაცხადა გოცირიძემ.
პრეზიდენტის ვიზიტს არ მიიჩნევენ კონსტიტუციის დარღვევად არც ოპოზიციურ პარტია „ლელოში“.
„დღეს საქართველოს ერთადერთი შანსი, რაც რჩება კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ეს არის, რომ ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენს ქვეყანას შეუსრულებელი ვალდებულებების პირობებში მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ პრეზიდენტის და სახელმწიფოს ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების ლობირებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით. ამიტომ ყველანაირი მცდელობა, პრეზიდენტს ხელი შეეშალოს აღნიშნული ვიზიტების განხორციელებაში, არის სწორედ ანტიკონსტიტუციური ქმედება“, – განაცხადა „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.