https://sputnik-georgia.com/20230331/saqartvelom-prodasavlur-kurss-gadauxvia-zurabisvili-276285305.html
„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი
„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდი იმაში დაადანაშაულა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღო. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T14:43+0400
2023-03-31T14:43+0400
2023-03-31T19:52+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169864_0:0:3115:1753_1920x0_80_0_0_32be559acb35a106b532e708ba0e072b.jpg
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.ზურაბიშვილის თქმით, „ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება" 2021 წელს დაიწყო. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. იმაში, რომ საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს – ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, თქვა ზურაბიშვილმა. მაგრამ პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის. „რაც არ უნდა ეცადოთ, ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის, რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ხალხმა დაავალა ხელისუფლებას შეასრულოს მისი ნება – შეიყვანოს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია 9-წლიან პროდასავლურ კურსს. „ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს ცხრაწლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169864_186:0:2917:2048_1920x0_80_0_0_41ad39c62ed78e34909826cbb2a1a68a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო
„ქართულმა ოცნებამ" თავისი ცხრაწლიანი პროდასავლური კურსიდან გადაუხვია - პრეზიდენტი
14:43 31.03.2023 (განახლებულია: 19:52 31.03.2023) საქართველოს პრეზიდენტმა მმართველი გუნდი იმაში დაადანაშაულა, რომ 2022 წლის ივნისში ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიიღო.
თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, თითქოს ევროპა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.
საქართველოს პრეზიდენტი პარასკევს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
ზურაბიშვილის თქმით, „ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება" 2021 წელს დაიწყო. პრეზიდენტის აზრით, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
„რაც არ უნდა ეცადოთ, რომ შედეგის მიუღწევლობა სხვას გადააბრალოთ სხვადასხვა მეთოდით – მოდელირებული სცენარებით, კონსპირაციებით, შეთქმულების თეორიებით და ხალხის შეურაცხყოფით – ეს არ შეცვლის ხალხის თვალში თქვენს პასუხისმგებლობას და მისი ნების არშესრულებას", – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან.
იმაში, რომ საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ოპოზიციას თავისი ბრალეულობები აქვს – ხან გაუთავებელი ბოიკოტების გამოცხადებით და საქმის გაფუჭებით, ხან ბრიუსელსა და ამერიკაში ქვეყნისთვის დამაზიანებელი გზავნილების ჩატანით და პოზიციონირებით, თქვა ზურაბიშვილმა.
მაგრამ პასუხისმგებლობის ლომის წილი მაინც ხელისუფლებაზე მოდის.
„რაც არ უნდა ეცადოთ, ხალხი დაარწმუნოთ იმაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ღირებულებებს ან კიდევ მშვიდობას, შედეგს ვერ მიაღწევთ. ქართველმა ხალხმა საუკუნეზე მეტია იცის, რა არის ევროპა, თუ რატომ უნდა ევროპა და რომ ევროპული ღირებულებები სრულ თანხვედრაშია ქართულ ღირებულებებთან", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ხალხმა დაავალა ხელისუფლებას შეასრულოს მისი ნება – შეიყვანოს ქვეყანა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" გადაუხვია 9-წლიან პროდასავლურ კურსს.
„ამ ბოლო ორი წლის რიტორიკით და ქმედებებით თქვენ წაშალეთ და შეუცვალეთ გეზი თქვენს ცხრაწლიან მმართველობას და გადაუხვიეთ თქვენი ხალხის და ამომრჩევლის ნებას და მანდატს. ამ ყველაფრის შედეგად კი 2022 წლის 17 ივნისს საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.