https://sputnik-georgia.com/20230831/kobaxize-ocnebas-prezidentis-mier-konstituciis-darrvevaze-reagireba-eqneba-281836331.html
კობახიძე: „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ექნება
კობახიძე: „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ექნება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში შეხვედრების გასამართად გაემგზავრა. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T18:08+0400
2023-08-31T18:08+0400
2023-08-31T20:50+0400
პოლიტიკა საქართველოში
ირაკლი კობახიძე
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753530_0:61:1280:782_1920x0_80_0_0_f3ea037704a252a7094b1d65c3acba3d.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში, რაზეც მთავრობამ მას უარი უთხრა, კონსტიტუციის დარღვევაა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. ზურაბიშვილი, მთავრობის მხრიდან უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპის ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. მმართველ პარტიაში ამას კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ორიდან ერთ-ერთი საფუძველია. საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც შიდა და გარე პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, ხოლო პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი არ არის, შესაბამისად, ის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში არ მონაწილეობს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის მარტში პარლამენტში გამოსვლისას ცხადად მიუთითა, რომ არის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. როდესაც ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული მსგავსი გზავნილების შესახებ პრეზიდენტის მხრიდან, გამოდის, რომ ზურაბიშვილი უპირისპირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, აღნიშნა მან. რაც შეეხება რეაგირებას ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, კობახიძის თქმით, რეაგირების ერთ-ერთი თეორიული მექანიზმია იმპიჩმენტი. მისი თქმით, ასეთი გარანტიის გარეშე ზურაბიშვილი ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის 2/3-ის თანხმობაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას 84 ადგილი აქვს მაშინ, როცა იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო. საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა. იმპიჩმენტი გამორიცხულია - მამუკა მდინარაძე საქართველოს პრეზიდენტის შესახებ>>ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილი თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. „ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ურთიერთობა ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია. გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია. ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა. მთავრობა: სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი ეთქვა>>2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა. მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/06/14/278753530_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_c2642edd59b8644490763e81d30a7dff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, საქართველო, ქართული ოპოზიცია
კობახიძე: „ქართულ ოცნებას" პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე რეაგირება ექნება
18:08 31.08.2023 (განახლებულია: 20:50 31.08.2023) საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის მთავრობის უარის მიუხედავად, ევროპაში შეხვედრების გასამართად გაემგზავრა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ევროპაში, რაზეც მთავრობამ მას უარი უთხრა, კონსტიტუციის დარღვევაა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ზურაბიშვილი, მთავრობის მხრიდან უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპის ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერისთვის. მმართველ პარტიაში ამას კონსტიტუციის დარღვევა უწოდეს, ეს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ორიდან ერთ-ერთი საფუძველია.
„ცხადზე ცხადია, რომ კონსტიტუცია ძალიან უხეშად ირღვევა საქართველოს პრეზიდენტის მიერ. მას ფიცი აქვს დადებული ამ კონსტიტუციაზე, თუმცა უხეშად არღვევს მას, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა და ამაზე ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რეაგირება. ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ", – განაცხადა კობახიძემ.
საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც შიდა და გარე პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა, ხოლო პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი არ არის, შესაბამისად, ის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში არ მონაწილეობს.
„უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია, რომ მთავრობის თანხმობით არის მხოლოდ პრეზიდენტი უფლებამოსილი, რომ განახორციელოს წარმომადგენლობითი ურთიერთობები საგარეო პოლიტიკაში და ასევე ჩაერთოს საერთაშორისო მოლაპარაკებებში", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის მარტში პარლამენტში გამოსვლისას ცხადად მიუთითა, რომ არის ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.
„მან განაცხადა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და, უფრო მეტიც, მან განაცხადა, რომ წელსაც მხოლოდ ფორმალურად ხორციელდება ის რეფორმები, რომელიც გათვალისწინებულია ევროკავშირის დოკუმენტებში, შესაბამისად, გამოდის, რომ, მისი აზრით, საქართველო წელსაც არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს", – განაცხადა კობახიძემ.
როდესაც ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად არიან ინფორმირებული მსგავსი გზავნილების შესახებ პრეზიდენტის მხრიდან, გამოდის, რომ ზურაბიშვილი უპირისპირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, აღნიშნა მან.
რაც შეეხება რეაგირებას ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, კობახიძის თქმით, რეაგირების ერთ-ერთი თეორიული მექანიზმია იმპიჩმენტი.
„ჩვენ რომ წავიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლო ძალიან მარტივად დაადგენს იმას, რომ აქ ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია, პირდაპირ ტექსტობრივი ინტერპრეტაციის საფუძველზე, ძალიან მარტივად დადგინდებოდა ეს. თუმცა, თქვენ იცით, რომ იმპიჩმენტს სჭირდება 100 ხმა და, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს აქვს კოლექტიური „ნაცმოძრაობის" იმედი", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ასეთი გარანტიის გარეშე ზურაბიშვილი ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას.
„სალომე ზურაბიშვილს და „ნაცმოძრაობას" ჰყავთ საერთო პატრონები და მათი მხრიდან აქვს სალომე ზურაბიშვილს მიღებული გარანტიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არ გარისკავდა და ასე უხეშად არ დაარღვევდა კონსტიტუციას. საზოგადოება მეტ-ნაკლებად, ალბათ, გათვითცნობიერებულია იმაში, თუ ვის შეიძლება ვგულისხმობდეთ ამაში. ეს არის გლობალური ომის პარტია", – განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის 2/3-ის თანხმობაა საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას 84 ადგილი აქვს მაშინ, როცა იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.
საქართველოს პრეზიდენტი 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლას გეგმავდა. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
ხუთშაბათს, 31 აგვისტოს ზურაბიშვილი თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
„ქართული ოცნების" და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია", რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.