https://sputnik-georgia.com/20230901/------------281866761.html
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მიზეზები და ოპოზიციის გადაბირების პერსპექტივები
საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - მიზეზები და ოპოზიციის გადაბირების პერსპექტივები
Sputnik საქართველო
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად... 01.09.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-09-01T21:27+0400
2023-09-01T21:27+0400
2023-09-01T22:42+0400
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1663:935_1920x0_80_0_0_fcebb3d8c5ee6024f9304e6b35feb9e3.png
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით ხელისუფლების უარის იგნორირებით კონსტიტუცია დაარღვია. ხელისუფლებამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა.საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს საკითხის განხილვა და დასკვნის მომზადება – დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპულ ტურნეში გამგზავრებით.„მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა კობახიძემ.მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში.ზურაბიშვილი ცდილობს ერთგვარი წაუგებელი თამაში ითამაშოს - ირაკლი კობახიძე იმპიჩმენტზე>>>თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის ვადაში დაიწყებს სასამართლოს დასკვნის განხილვას. შემდეგ 30 დღის ვადაში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე იმ შემთხვევაში დადგება, თუ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელი იქნება.მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს, შესაბამისად, საკითხი ბოლომდე ვერ მივა, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს პროცედურა, რადგან ეს არის „ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე".„კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვა ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის შელახვას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა გამოავლენს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.„ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და სხვა მცირე პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს.„კოლექტიური „ნაცმოძრაობის" გარეშე ეს პროცესი შესაბამისი შედეგით ვერ დასრულდება... ისინი სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციაში იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია", – აღნიშნა კობახიძემ.„ქართული ოცნება" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს>>>ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერების გადაბირებას იმპიჩმენტისთვის ხმის მისაცემად, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს მათ გეგმებში არ შედის.„არა, ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია" ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რათა მოსახლეობაში არეულობა გამოიწვიოს და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან მიმართებით კი გამოთქვა მზადყოფნა მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. ამ საკითხზე თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, თუმცა იგი მალე ჩაცხრა.პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ მხარეზე?კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში 2023 წლის მარტში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ნიშნავს, რომ საქართველო არც წელს იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგია.„პრეზიდენტი, ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ლობირებს კანდიდატის სტატუსის არმიღებას. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არაფერს აკეთებს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.ჰქონდა თუ არა უფლება: საქართველოში აქტიურად განიხილავენ ზურაბიშვილის ვიზიტს გერმანიაში>>>როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტის გამოსვლას უცხოელი დიპლომატები უსმენდნენ.„თქვენ გგონიათ, რომ ევროკავშირში სულელები სხედან? ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? ეგ ხომ სისულელეა! ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები, მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი ერთი და იგივეა, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას", – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ზურაბიშვილი „აქტიურ ქმედებებზე“ 2021 წლიდან, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავიდა, რომელშიც გამარჯვება კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ 2021 წელს დაიწყო ოპოზიციის რევოლუციური გეგმების გააქტიურება.„არ ვიცი რა ხდებოდა ადრე კულუარებში, მაგრამ 2021 წელს ჩვენ უკვე ვიგრძენით მისი (ზურაბიშვილის) მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ. მიზეზი საერთო პატრონი – გლობალური ომის პარტიაა", – განაცხადა კობახიძემ.თუ ვის მოიაზრებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „გლობალურ ომის პარტიად“, კობახიძეს არ უთქვამს: „ამას ვერ ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა ჩვენი ქვეყანა უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენო". ამასთან, მმართველი პარტიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.დარტყმა ქვეყანაზეკობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამიტომ მისთვის მთავრობის უარი უცხოურ ვიზიტებზე ლოგიკურია.„დასავლელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედებების გამო. უცხოელი პარტიორებისთვის მეტწილად ეს არის შიდა საქმე და სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის პირობები და ყველამ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემით“, – განაცხადა კობახიძემ.ევროპა ამას არ აპატიებდა - ექსპერტი საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევაზე>>>პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას როცა არღვევს, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია პარტნიორებისთვის.„მან (ზურაბიშვილმა) ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს. ამას არავითარი ახსნა და გამართლება არ აქვს... ბუნებრივია, ეს ცუდად გამოჩნდება ჩვენი პარტნიორების თვალში", – განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, „ცდილობს ერთგვარად წაუგებელი თამაში ითამაშოს“. პრეზიდენტი, ერთი მხრივ, ხელს უშლის ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მეორე მხრივ კი, სტატუსის მიღების შემთხვევაში სურს ამით ქულები დაიწეროს.ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში გამგზავრებით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლა დაგეგმა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.საქართველო მოლოდინის რეჟიმშიევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობაურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/09/265867882_0:0:1447:1085_1920x0_80_0_0_224bc964e68bb6b47f3e9360e954c0bb.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს შორის ხელმოწერების შეგროვება დააანონსა.
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთში ვიზიტებთან დაკავშირებით ხელისუფლების უარის იგნორირებით კონსტიტუცია დაარღვია. ხელისუფლებამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი „რადიკალურ ოპოზიციასთან“ შეთანხმებულად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა.
„იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება“, – განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწევს საკითხის განხილვა და დასკვნის მომზადება – დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპულ ტურნეში გამგზავრებით.
„მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", – განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის ვადაში დაიწყებს სასამართლოს დასკვნის განხილვას. შემდეგ 30 დღის ვადაში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე დაყენების შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე იმ შემთხვევაში დადგება, თუ დეპუტატთა უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, ნათქვამია კანონში
„იმპიჩმენტის შესახებ“.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს. ანუ ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელი იქნება.
„რაც შეეხება კენჭისყრას, მასზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია, სამწუხაროდ, მიმართულია ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს, შესაბამისად, საკითხი ბოლომდე ვერ მივა, მაგრამ ხელისუფლება ვალდებულია დაიწყოს პროცედურა, რადგან ეს არის „ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ქვეყნის კონსტიტუციის წინაშე".
„კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე თვალის დახუჭვა ნიშნავს სამართლებრივი სახელმწიფოს, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული კონსტიტუციური სისტემის შელახვას, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა გამოავლენს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციად მოიხსენიებს როგორც ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიას, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაარსებულ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და სხვა მცირე პარტიებს. მმართველი პარტია მათ „კოლექტიურ ნაცმოძრაობასაც" უწოდებს.
„კოლექტიური „ნაცმოძრაობის" გარეშე ეს პროცესი შესაბამისი შედეგით ვერ დასრულდება... ისინი სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციაში იმყოფებიან და, შესაბამისად, მათი მხრიდან მხარდაჭერა გამორიცხულია", – აღნიშნა კობახიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, გეგმავს თუ არა „ქართული ოცნება“ ოპოზიციონერების გადაბირებას იმპიჩმენტისთვის ხმის მისაცემად, პარტიის ლიდერმა უპასუხა, რომ ეს მათ გეგმებში არ შედის.
„არა, ჩვენ გვექნება ერთადერთი მცდელობა, რომ მაქსიმალურად მობილიზებული ვიყოთ ამ კენჭისყრაზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვმუშაობთ რადიკალურ ოპოზიციასთან სალომე ზურაბიშვილისგან განსხვავებით“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „რადიკალური ოპოზიცია" ცდილობს ხელი შეუშალოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, რათა მოსახლეობაში არეულობა გამოიწვიოს და რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლას მიაღწიოს.
„ამ ხალხს (ოპოზიციონერებს) აქვს იმედი და გასულ წელსაც ჰქონდათ იმედი, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების პირობებში რევოლუციას მოახდენდნენ, მაგრამ ეს ჩაიშალა. ახლა ამის იმედი ნაკლებად აქვთ და ხავსს მაინც ეჭიდებიან. ეს არის ამ ყველაფრის რეალური მიზეზი“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან მიმართებით კი გამოთქვა მზადყოფნა მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. ამ საკითხზე თბილისში ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო, თუმცა იგი მალე ჩაცხრა.
პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ მხარეზე?
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის მიერ პარლამენტში 2023 წლის მარტში გაკეთებული განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ნიშნავს, რომ საქართველო არც წელს იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს. ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგია.
„პრეზიდენტი, ისევე, როგორც რადიკალური ოპოზიცია, ლობირებს კანდიდატის სტატუსის არმიღებას. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, არაფერს აკეთებს, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის პირდაპირი ლობირება კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, პარლამენტის დარბაზში პრეზიდენტის გამოსვლას უცხოელი დიპლომატები უსმენდნენ.
„თქვენ გგონიათ, რომ ევროკავშირში სულელები სხედან? ხელისუფლება არ იმსახურებს და ხალხი იმსახურებს? ეგ ხომ სისულელეა! ასე ხომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ევროკავშირის ლიდერები, მათთვის მნიშვნელოვანია, რას აკეთებს ხელისუფლება. ხელისუფლება და ხალხი ერთი და იგივეა, რადგან ხალხი ირჩევს ამ ხელისუფლებას", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილი „აქტიურ ქმედებებზე“ 2021 წლიდან, ანუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადავიდა, რომელშიც გამარჯვება კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სწორედ 2021 წელს დაიწყო ოპოზიციის რევოლუციური გეგმების გააქტიურება.
„არ ვიცი რა ხდებოდა ადრე კულუარებში, მაგრამ 2021 წელს ჩვენ უკვე ვიგრძენით მისი (ზურაბიშვილის) მხარდაჭერა რადიკალური ოპოზიციის მიმართ. მიზეზი საერთო პატრონი – გლობალური ომის პარტიაა", – განაცხადა კობახიძემ.
თუ ვის მოიაზრებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „გლობალურ ომის პარტიად“, კობახიძეს არ უთქვამს: „ამას ვერ ვიტყვი, გამომდინარე იქიდან, რომ არ მინდა ჩვენი ქვეყანა უხერხულ სიტუაციაში ჩავაყენო".
ამასთან, მმართველი პარტიის წევრები „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.
კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, მოქმედებს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამიტომ მისთვის მთავრობის უარი უცხოურ ვიზიტებზე ლოგიკურია.
„დასავლელი პარტნიორები უხერხულ მდგომარეობაში არიან პრეზიდენტის ამ ქმედებების გამო. უცხოელი პარტიორებისთვის მეტწილად ეს არის შიდა საქმე და სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი უხერხულ მდგომარეობაში აგდებს ჩვენს უცხოელ პარტნიორებს. ყველას უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად გაითვალისწინონ საქართველოს კონსტიტუციის პირობები და ყველამ იმოქმედოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების პატივისცემით“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკოსის თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის კონსტიტუციას როცა არღვევს, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია პარტნიორებისთვის.
„მან (ზურაბიშვილმა) ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს. ამას არავითარი ახსნა და გამართლება არ აქვს... ბუნებრივია, ეს ცუდად გამოჩნდება ჩვენი პარტნიორების თვალში", – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ზურაბიშვილი, რომელიც ხელისუფლების უარის მიუხედავად, ევროპულ ტურნეში გაემგზავრა, „ცდილობს ერთგვარად წაუგებელი თამაში ითამაშოს“. პრეზიდენტი, ერთი მხრივ, ხელს უშლის ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში, მეორე მხრივ კი, სტატუსის მიღების შემთხვევაში სურს ამით ქულები დაიწეროს.
ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე გერმანიაში გამგზავრებით დაიწყო, სადაც 31 აგვისტოს თავის გერმანელ კოლეგა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის შემოდგომაზე გერმანიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ბელგიასა და დანიაში ჩასვლა დაგეგმა, დეკემბერში – ჩეხეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელში. მთავრობამ მას ყველა ვიზიტზე უარი უთხრა.
საქართველო მოლოდინის რეჟიმში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან მათი თანხმობის მოსაპოვებლად. მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ სტატუსის მხარდაჭერის გარანტიები რამდენიმე ქვეყნისგან უკვე მიიღო.
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
გარდა ამისა, როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საკანონმდებლო დონეზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია.
„ქართული ოცნების“ და პრეზიდენტის ურთიერთობა
ურთიერთობა ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას" შორის, რომლის მხარდაჭერითაც იგი 2018 წელს პრეზიდენტი გახდა, ძალიან დაძაბულია.
გასული წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართა, როდესაც პრეზიდენტმა უარი თქვა გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნის დოკუმენტზე ხელის მოწერაზე. სარჩელის შეტანის მიზანი იყო - დაემტკიცებინათ პრეზიდენტისთვის, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მთავრობა და არა ის. 2023 წლის თებერვალში მთავრობამ სარჩელი გაიწვია.
ამის შემდეგ ურთიერთობები ზურაბიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კიდევ გაუარესდა.
2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ზურაბიშვილმა მმართველი პარტია დაადანაშაულა ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში და მოსახლეობის დარწმუნების მცდელობაში, რომ ევროპა ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
მისი თქმით, 2021 წელს დაიწყო „ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაცია“, რის გამოც საქართველომ 2022 წლის ივნისში არ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. მაშინ სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომელთა მხარდაჭერითაც ზურაბიშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, დღეს აცხადებენ, რომ ის ოპოზიციაში გადავიდა.