https://sputnik-georgia.com/20230831/skandali-catambjenebis-irgvliv-prokuraturas-kidev-ertma-opoziciurma-partiam-mimarta-281841462.html
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: პროკურატურას კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: პროკურატურას კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა
Sputnik საქართველო
2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმა“, რომელიც თბილისში ცათამბჯენების აშენებას ეხებოდა. 31.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-31T19:13+0400
2023-08-31T19:13+0400
2023-08-31T22:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
თბილისი დღეს
თბილისის მერია
თბილისის საკრებულო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/69/230746975_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b2d080da9341807d9632f562754638d6.jpg
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა საქართველოს პროკურატურას და პირადად გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართეს ოფიციალური წერილით – დაიწყოს გამოძიება თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებულ პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.29 აგვისტოს თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივარი შეიტანა პროკურატურაში 25 აგვისტოს სხდომის დროს კენჭისყრისას დარღვევის თაობაზე, როდესაც მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე სამშენებლო პროექტმა. როგორც „ნაცმოძრაობაში" განაცხადეს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გააუქმონ თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების მიღება.პარტიის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა.თბილისში რამდენიმე ახალი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტები მოიწონა>>განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში.პარტიის ინფორმაციით, რომელიც ღია წყაროებიდან არის მოპოვებული, „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ნოშრევან ნამორაძეა.ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის, დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან.თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე გაიცა, რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია.კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა, აღნიშნეს ექს-პრემიერის პარტიაში.თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, აღნიშნეს პარტიაში.„აღნიშნული შპს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლაა“, – ნათქვამია წერილში.სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა >>ოფიციალური წერილი პროკურატურაში შეიტანეს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.თბილისის საკრებულომ 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეებიოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს - სკანდალი საკრებულოში>>თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/69/230746975_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_9393ac90aa23b1973a90b82100e5d0cd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს პროკურატურა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, თბილისი დღეს, თბილისის მერია, თბილისის საკრებულო, საქართველოს პროკურატურა
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: პროკურატურას კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ მიმართა
19:13 31.08.2023 (განახლებულია: 22:10 31.08.2023) 2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმა“, რომელიც თბილისში ცათამბჯენების აშენებას ეხებოდა.
თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა საქართველოს პროკურატურას და პირადად გენპროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართეს ოფიციალური წერილით – დაიწყოს გამოძიება თბილისში დაგეგმილ მშენებლობებთან დაკავშირებულ პოლიტიკური კორუფციის სავარაუდო ფაქტებზე, იუწყება პარტიის პრეს-სამსახური.
29 აგვისტოს თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტია „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივარი შეიტანა პროკურატურაში 25 აგვისტოს სხდომის დროს კენჭისყრისას დარღვევის თაობაზე, როდესაც მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე სამშენებლო პროექტმა. როგორც „ნაცმოძრაობაში" განაცხადეს, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გააუქმონ თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების მიღება.
პარტიის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 და 101-ე მუხლები საგამოძიებო ორგანოს ავალდებულებს გამოძიების დაწყებას დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში. გამოძიების დაწყების საფუძველია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც მასმედიაში გამოქვეყნდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ 2023 წლის 25 აგვისტოს თბილისის საკრებულომ (მმართველი პარტიის მხარდაჭერით) დაამტკიცა „განაშენიანების რეგულირების გეგმის“ (ე.წ. გრგ) მომზადებისა და შესრულების საკითხები, რომლებიც ეხებოდა თბილისში ცათამბჯენების/კორპუსების აშენებას, მათ შორის „სპორტის უნივერსიტეტის“, „ლაგუნა ვერეს“ და რკინიგზის სადგურთან ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და დიდ დიღომში.
პარტიის ინფორმაციით, რომელიც ღია წყაროებიდან არის მოპოვებული, „სპორტის უნივერსიტეტის“ ტერიტორიაზე ინვესტორი „ქართული ოცნების“ შემომწირველი და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი ნოშრევან ნამორაძეა.
ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის მფლობელები „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან დაკავშირებული პირები (მათ შორის, დეპუტატის ძმა და ოჯახის სხვა წევრები) არიან.
თამარ მეფის გამზირზე მშენებლობას „ქართული ოცნების“ რაჭის მაჟორიტარი დეპუტატის - გოჩა ენუქიძის კომპანია ახორციელებს. „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენებაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის დავალება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიაზე გაიცა, რომელსაც ფლობს ფონდი „ქართუ“ და რომლის დირექტორიც მისი დისშვილია.
„ზემოაღნიშნული იძლევა საფუძველს დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ ადგილი აქვს არჩევნებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ კორუფციას მერიის და საკრებულოს მხრიდან, სახელისუფლებო პარტიისთვის არამართლზომიერი სარგებლის მინიჭების სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატების, მათი ოჯახის წევრების, პარტიის შემომწირველების და პარტიასთან სხვაგვარად დაკავშირებული პირების სასარგებლოდ უკანონო გადაწყვეტილებების მიღებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
კორუფციული გარიგებების შესახებ დასაბუთებულ ვარაუდს კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ თბილისის იერსახისთვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველი სამშენებლო პროექტების განხილვა და ნებართვების გაცემა დაჩქარებული წესით მოხდა, აღნიშნეს ექს-პრემიერის პარტიაში.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული სისტემური კორუფციის არაერთ სავარაუდო ფაქტზე მიუთითებს ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 25 აგვისტოს გამოქვეყნებული შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, აღნიშნეს პარტიაში.
„აღნიშნული შპს წარმოადგენს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებულ სუბიექტს, რომლის პასუხისმგებლობის არეალი, სხვა საკითხებთან ერთად, დედაქალაქში არსებული სადრენაჟე ქსელებისა და სანიაღვრე კოლექტორების ექსპლუატაცია და მოვლაა“, – ნათქვამია წერილში.
ოფიციალური წერილი პროკურატურაში შეიტანეს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებმა, თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ, ასევე პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.
თბილისის საკრებულომ 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.