https://sputnik-georgia.com/20230829/skandali-catambjenebis-gamo-opoziciam-prokuraturas-mimarta-281772133.html
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა
Sputnik საქართველო
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თბილისში რამდენიმე სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით კენჭისყრისას გაყალბებას ჰქონდა ადგილი. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T18:41+0400
2023-08-29T18:41+0400
2023-08-29T20:50+0400
თბილისი დღეს
თბილისის საკრებულო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280787154_0:305:3078:2036_1920x0_80_0_0_d15cfbefff4d05bc5e7636cd8672ca49.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივარი შეიტანა პროკურატურაში 25 აგვისტოს სხდომის დროს კენჭისყრისას დარღვევის თაობაზე, როდესაც მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე სამშენებლო პროექტმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2". თბილისის საკრებულომ 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში. ფრაქციის მეორე წევრის, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააუქმოს თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების მიღება. თავის მხრივ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელსაც საკრებულოში ხმების უმრავლესობა აქვს, ბრალდებები უარყო. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ერთდღიან კამპანიას ატარებენ, რათა ქალაქის განვითარების პროექტების დისკრედიტაცია მოხდეს. თბილისში რამდენიმე ახალი ცათამბჯენი აშენდება - საკრებულომ პროექტები მოიწონა>>„ზუსტად იციან, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არსად არ ფიქსირდება. უბრალოდ, ერთდღიანი სალაპარაკო თემა უნდა მისცენ საკუთარ თავსაც და ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილსაც. ისინი ატყუებენ ხალხს", – განაცხადა ჟორჟოლიანმა. მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება პროკურატურის მეშვეობით არ ხდება, ეს სულ სხვა უწყების უფლებამოსილებაა. „ეს თუ არ იციან, კიდევ უფრო მეტი უბედურებაა, იმიტომ რომ მათ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ეს არის ერთდღიანი პიარ-კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააშავონ პროექტები, რომლებიც უკავშირდება ქალაქის განვითარებას, რომელთა ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდზე მეტია", – დასძინა მან. მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე. ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს - სკანდალი საკრებულოში>>თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა. ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება. ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/02/280787154_248:0:2979:2048_1920x0_80_0_0_a4aafd25e65ed048791541aace97c43a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
თბილისი დღეს, თბილისის საკრებულო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ქართული ოცნება
სკანდალი ცათამბჯენების ირგვლივ: ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა
18:41 29.08.2023 (განახლებულია: 20:50 29.08.2023) ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თბილისში რამდენიმე სამშენებლო პროექტთან დაკავშირებით კენჭისყრისას გაყალბებას ჰქონდა ადგილი.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. თბილისის საკრებულოს ოპოზიციურმა პარტია "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საჩივარი შეიტანა პროკურატურაში 25 აგვისტოს სხდომის დროს კენჭისყრისას დარღვევის თაობაზე, როდესაც მხარდაჭერა მიიღო რამდენიმე სამშენებლო პროექტმა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
თბილისის საკრებულომ 25 აგვისტოს, მიუხედავად ოპოზიციის ნაწილისა და ეკოლოგების პროტესტისა, ხმა მისცა თბილისის სხვადასხვა რაიონში ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენის აშენებაზე ნებართვის გაცემას. წარმოდგენილი პროექტების თანახმად, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები აშენდება გმირთა მოედანზე, ვაკეში, დიდ დიღომსა და სამგორში.
„სამსახურებრივი სიყალბე – ეს არ არის ხერხი და რეგლამენტის დარღვევა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის დარღვევა, სამსახურებრივი სიყალბე. თქვენ შეგიძლიათ გადახედოთ ამ მუხლს და მიხვდებით, რომ სწორედ ეს მუხლი დაარღვიეს ამ ადამიანებმა", – განაცხადა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ონიანმა.
ფრაქციის მეორე წევრის, ბარბარა ჯიმელი-სულაშვილის თქმით, „ნაცმოძრაობა" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გააუქმოს თბილისისთვის დამანგრეველი სამშენებლო პროექტების მიღება.
თავის მხრივ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ", რომელსაც საკრებულოში ხმების უმრავლესობა აქვს, ბრალდებები უარყო.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ლევან ჟორჟოლიანის თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუსტად იცის, რომ დანაშაულის ნიშნები არ არის. ის დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ერთდღიან კამპანიას ატარებენ, რათა ქალაქის განვითარების პროექტების დისკრედიტაცია მოხდეს.
„ზუსტად იციან, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები არსად არ ფიქსირდება. უბრალოდ, ერთდღიანი სალაპარაკო თემა უნდა მისცენ საკუთარ თავსაც და ალბათ საზოგადოების რაღაც ნაწილსაც. ისინი ატყუებენ ხალხს", – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, საკრებულოს გადაწყვეტილების გაუქმება პროკურატურის მეშვეობით არ ხდება, ეს სულ სხვა უწყების უფლებამოსილებაა.
„ეს თუ არ იციან, კიდევ უფრო მეტი უბედურებაა, იმიტომ რომ მათ უვიცობასთან გვაქვს საქმე. ეს არის ერთდღიანი პიარ-კამპანია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააშავონ პროექტები, რომლებიც უკავშირდება ქალაქის განვითარებას, რომელთა ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდზე მეტია", – დასძინა მან.
მშენებლობის პროექტი: მომხრეები და მოწინააღმდეგეები
ოპოზიციასა და ეკოაქტივისტებს მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის წინააღმდეგ რიგი არგუმენტები აქვთ, რომელთაგან პირველია დიდი საცხოვრებელი კომპლექსის გამო „საცობების" გაზრდის ალბათობა გმირთა მოედნის ტერიტორიაზე.
თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ პროექტი ითვალისწინებს საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებას, ახალ გზებს, რაც ამჟამად არსებული სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების საშუალებაა.
ოპოზიციის მეორე არგუმენტია ქალაქისა და კონკრეტულად მოედნის იერსახის დამახინჯება. ამჟამად მომავალი ცათამბჯენების ადგილზე ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის შენობაა, სადაც გამოფენები და კონცერტები იმართება.
ოპოზიცია მესამე არგუმენტად ქალაქის გამწვანებას ასახელებს. პასუხად თბილისის მერიაში უკვე განაცხადეს, რომ კომპლექსის ტერიტორია მშენებლობის ახალი წესების შესაბამისად გამწვანდება.