ოპოზიცია გამოძიებას მოითხოვს - სკანდალი საკრებულოში

© photo: Sputnik / Stringer"ლაგუნა ვერეს" ტერიტორია
ლაგუნა ვერეს ტერიტორია - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2023
გამოწერა
ყველაზე დიდი აჟიოტაჟი „ლაგუნა ვერესთან“ ორი 52-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტმა გამოიწვია.
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თბილისის საკრებულოს დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიიდან „საქართველოსთვის“ პროკურატურას მოუწოდეს, პოლიტიკური კორუფციის საგანზე დედაქალაქში ცათამბჯენების დაგეგმილი მშენებლობის საკითხი გამოიძიოს.
საკრებულო პარასკევს განიხილავს თბილისში რამდენიმე ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს იმ ადგილებში მაღალი შენობების მშენებლობის მიზნით. ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ მათ ააშენებენ კომპანიები, რომლებიც ეკუთვნით დეპუტატებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ და პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს – ნინო წილოსანს, ვანო ჩხარტიშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

„მივმართავთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს, არის თუ არა პოლიტიკური კორუფცია „ოცნების“ დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების, „ოცნების“ მოქმედი პრემიერ-მინისტრის უახლოესი ნათესავის და „ოცნების“ შემომწირველთა კომპანიებისთვის თბილისის იერსახისათვის სრულიად შეუსაბამო და მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამშენებლო პროექტებისთვის დაჩქარებული წესით ნებართვების გაცემა“, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ.

საუბარია მაღალი საცხოვრებელი შენობების აშენებაზე თბილისის შვიდ წერტილში. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი ეკოაქტივისტებსა და ოპოზიციონერებს შორის გამოიწვია გმირთა მოედანთან, ყოფილი აუზი „ლაგუნა ვერეს“ სიახლოვეს ორი 52-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტმა.
სკანდალი ცათამბჯენებზე - მივა თუ არა კალაძე საკრებულოში საკითხის განხილვაზე>>
ცათამბჯენების აშენება ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მსგავსი ნაგებობები სატრანსპორტო და ეკოლოგიურ კოლაფსს გამოიწვევს. ეს ადგილი მტკვართან მდინარე ვერეს შეერთების გვერდითაა.
თბილისის მერიაში მსგავს ბრალდებებს უარყოფენ.
ყველა ახალი ამბავი
0