https://sputnik-georgia.com/20230830/sinoptikosebis-prognozi-rogori-amindi-iqneba-tbilissi-uaxloes-dreebsi-281803991.html
გამეორდება თუ არა წყალდიდობა თბილისში უახლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
გამეორდება თუ არა წყალდიდობა თბილისში უახლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
Sputnik საქართველო
სააგენტო ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის სამსახურს უგზავნის, აღნიშნეს უწყებაში. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T19:21+0400
2023-08-30T19:21+0400
2023-08-30T21:35+0400
გარემოს ეროვნული სააგენტო
ამინდი საქართველოში
ამინდი თბილისში
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789391_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_24315ba7c1747614c75c305ddc5fd530.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ამინდი ამ კვირაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო იქნება, ხოლო ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და სეტყვაც კი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა, ასევე წყალმა გაჟონა მეტროპოლიტენის გვირაბებში. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება. კალაძე: თბილისში წვიმა 2015 წლის ივნისში წყალდიდობის დროს მოსულ ნალექზე ორჯერ ძლიერი იყო>>აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ავდრის პროგნოზიც – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება. ქართველმა სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება. გარდა ამისა, ისინი ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას უგზავნიან. SOS! სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ>>წვიმისა და ქარისგან დაზარალებულებისთვის მუშაობს "ცხელი ხაზი" 2 72 22 22. მთელი ღამე მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. წვიმამ თბილისში სამ საათს გასტანა. მას თან ქარი ახლდა. ყველაზე მეტად ძლიერი წვიმისგან გლდანი დაზარალდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩავიდა წყალი შენობებში და ლიფტებშიც კი. ამ დროისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში პრობლემები აღმოფხვრილია და იქ ვითარება დამაკმაყოფილებელია. წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები>>რაც შეეხება ქვათაცვენას თამარაშვილის ქუჩაზე, იქ ასევე გაიგზავნა ტექნიკა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა არცერთი შეტყობინება ადამიანების დაშავების შესახებ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789391_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a0847dbda8f776011e1c839c933e3e6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში, ამინდი თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდი საქართველოში, ამინდი თბილისში , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო
გამეორდება თუ არა წყალდიდობა თბილისში უახლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი
19:21 30.08.2023 (განახლებულია: 21:35 30.08.2023) სააგენტო ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის სამსახურს უგზავნის, აღნიშნეს უწყებაში.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. ამინდი ამ კვირაში საქართველოს ზოგიერთ ტერიტორიაზე მზიანი და უნალექო იქნება, ხოლო ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და სეტყვაც კი, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
გუშინ ძლიერმა წვიმამ და ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. დედაქალაქში დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა, ასევე წყალმა გაჟონა მეტროპოლიტენის გვირაბებში. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +32, +37, მთაში +31, +36, მაღალ მთაში +28, +33 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 2 სექტემბერს ზოგან გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 3 სექტემბრამდე შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე (+29, +34 გრადუსი) შენარჩუნებული იქნება ავდრის პროგნოზიც – ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართველმა სინოპტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ სააგენტოს სოციალურ ქსელში სისტემატურად ქვეყნდება. გარდა ამისა, ისინი ინფორმაციას ამინდის გაუარესების შესახებ ყველა შესაბამის უწყებას უგზავნიან.
წვიმისა და ქარისგან დაზარალებულებისთვის მუშაობს "ცხელი ხაზი" 2 72 22 22. მთელი ღამე მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
წვიმამ თბილისში სამ საათს გასტანა. მას თან ქარი ახლდა. ყველაზე მეტად ძლიერი წვიმისგან გლდანი დაზარალდა. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩავიდა წყალი შენობებში და ლიფტებშიც კი.
ამ დროისათვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გლდანში პრობლემები აღმოფხვრილია და იქ ვითარება დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება ქვათაცვენას თამარაშვილის ქუჩაზე, იქ ასევე გაიგზავნა ტექნიკა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შესულა არცერთი შეტყობინება ადამიანების დაშავების შესახებ.