https://sputnik-georgia.com/20230830/wyaldidoba-tbilissi-sedegebi-281785342.html
წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები
წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები
Sputnik საქართველო
გუშინ ღამით დედაქალაქში თავსხმა წვიმა და ქარი იყო, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა. 30.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-30T12:13+0400
2023-08-30T12:13+0400
2023-08-30T16:31+0400
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
ამინდი თბილისში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24570/95/245709518_0:0:1440:810_1920x0_80_0_0_7c6f06f3df38b9834602fdb2d6e01458.jpg
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გაწმენდითი სამუშაოები ხანგრძლივი კოკისპირული წვიმის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ. წვიმის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირადად გაეცნო. უსაფრთხოების მიზნით წყნეთი–ბეთანიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა. თბილისის მერმა განაცხადა, რომ ასეთი უხვი ნალექი დედაქალაქში დიდი ხანია არ ყოფილა. მისი თქმით, წვიმამ განსაკუთრებით პრობლემები შექმნა გლდანისა და დიდუბის რაიონებში, მაგალითად, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა გზის ნაწილი და გადაადგილება შეუძლებელი იყო. „რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე ხეები იყო წაქცეული, ეს მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია", – განაცხადა კალაძემ და შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს მადლობა გადაუხადა ჩატარებული სამუშაოებისთვის. როგორც მერმა აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ. თამარ მეფის გამზირზე, სადაც წყალდიდობის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, პრობლემა აღმოფხვრილია. პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩის ახალ მონაკვეთზე, სადაც წვიმის გამო ქვათაცვენა დაფიქსირდა. კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას>>დედაქალაქის ბევრ უბანში დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22. მთელი ქალაქის მასშტაბით მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24570/95/245709518_180:0:1260:810_1920x0_80_0_0_4ccd3758a49cea7bddaacc4eb85660e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ამინდი თბილისში , საქართველო
შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, ამინდი თბილისში , საქართველო
წყალდიდობა თბილისში - რამდენიმესაათიანი გადაუღებელი წვიმის შედეგები
12:13 30.08.2023 (განახლებულია: 16:31 30.08.2023) გუშინ ღამით დედაქალაქში თავსხმა წვიმა და ქარი იყო, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა.
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. გაწმენდითი სამუშაოები ხანგრძლივი კოკისპირული წვიმის შემდეგ მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, განაცხადა კომპანია „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელმა დავით ფაჩულიამ.
წვიმის შედეგებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად პირადად გაეცნო.
„ქსელი გაწმენდილი იყო, უბრალოდ, სანიაღვრე სისტემას გადაფარებული ჰქონდა ფოთლები, ნაჭრები, ნარჩენები, პოლიეთილენის ქილები, რაც იწვევდა დაგუბებას", – განაცხადა ფაჩულიამ.
უსაფრთხოების მიზნით წყნეთი–ბეთანიის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ ასეთი უხვი ნალექი დედაქალაქში დიდი ხანია არ ყოფილა.
მისი თქმით, წვიმამ განსაკუთრებით პრობლემები შექმნა გლდანისა და დიდუბის რაიონებში, მაგალითად, ერისთავის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიტბორა გზის ნაწილი და გადაადგილება შეუძლებელი იყო.
„რამდენიმე ქუჩასა და გამზირზე ხეები იყო წაქცეული, ეს მონაკვეთები უკვე გასუფთავებულია", – განაცხადა კალაძემ და შსს-ს, საპატრულო პოლიციას, სამაშველო ჯგუფებს მადლობა გადაუხადა ჩატარებული სამუშაოებისთვის.
როგორც მერმა აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება აღმოუჩინონ.
თამარ მეფის გამზირზე, სადაც წყალდიდობის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო, პრობლემა აღმოფხვრილია. პრაქტიკულად მაშინვე დაიწყო სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩის ახალ მონაკვეთზე, სადაც წვიმის გამო ქვათაცვენა დაფიქსირდა.
დედაქალაქის ბევრ უბანში დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. დაზარალებულებისთვის მუშაობს „ცხელი ხაზი" 2 72 22 22.
მთელი ქალაქის მასშტაბით მობილიზებული იყო მერიის რაიონული სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.