https://sputnik-georgia.com/20230829/kalaze-tbilissi-seqmnil-vitarebaze-nu-avrcelebt-cru-informacias-281777898.html
კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
Sputnik საქართველო
თბილისში უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა, მერის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T23:09+0400
2023-08-29T23:09+0400
2023-08-29T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
კახა კალაძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_242:405:2104:1452_1920x0_80_0_0_a8b77b88c409ced92b200ac5bba93c50.jpg
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანში შექმნა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.თბილისში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. დედაქალაქში დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან წყლით თითქმის დაფარული მანქანები დატბორილ გზებზე.მერის თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას“, -აღნიშნა კალაძემ.მისი თქმით, არსებობს ცხელი ხაზი და ყველა ადამიანს, ვისაც პრობლემები შეექმნა, შეუძლია დაუკავშირდეს და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას.„სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261316933_117:401:2056:1855_1920x0_80_0_0_c6376238ae29f9bd136c4785f5f69a8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, კახა კალაძე
კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას
თბილისში უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შექმნა, მერის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. უხვმა ნალექმა ყველაზე დიდი პრობლემები გლდანში შექმნა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
თბილისში ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს. დედაქალაქში დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები. სოციალურ ქსელში ვრცელდება უამრავი ვიდეო, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან წყლით თითქმის დაფარული მანქანები დატბორილ გზებზე.
„უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში შექმნა. კონკრეტულად ყველაზე დიდი პრობლემებია გლდანის რაიონი, ასევე არის კონკრეტული ქუჩები, სადაც ხეები დაზიანდა. დაიტბორა ტერიტორიები. მერიის ყველა შესაბამისი სამსახური ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს, – თქვა კახა კალაძემ.
მერის თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ახალ გზაზე, ვერეს ხეობაში პრობლემები იყო და მოძრაობა შეზღუდულია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„ჩემი თხოვნა იქნება, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას“, -აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, არსებობს ცხელი ხაზი და ყველა ადამიანს, ვისაც პრობლემები შეექმნა, შეუძლია დაუკავშირდეს და შესაბამისი სამსახურები მოახდენენ რეაგირებას.
„სამაშველო სამსახური მობილიზებულია, გვეხმარებიან. ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე : 2 72 22 22.