SOS! სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

© photo: Sputnik / Stringerწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 30.08.2023
გამოწერა
თბილისი, 30 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსები 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში ძლიერ წვიმას, სეტყვასა და ქარს პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სპეციალისტების განცხადებით, ამინდის გაუარესებამ და ძლიერმა ნალექმა შეიძლება მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გამოიწვიოს.
გუშინ ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა საქართველოს დედაქალაქში. წვიმა ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ყველაზე მეტად გლდანისა და დიდუბის რაიონები დაზარალდა.
კალაძე თბილისში შექმნილ ვითარებაზე: ნუ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას>>>
თბილისში დაიტბორა ქუჩები და სახლები, მიწისქვეშა გადასასვლელები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. თბილისის მერიამ დედაქალაქის მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
რიგ შენობებში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სახურავიდან წყალი ჩავიდა. გარდა ამისა, ქალაქში გააქტიურდა მეწყრული პროცესები. სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა გაავრცელეს დატბორილი შენობების, საცხოვრებელი სახლებისა და ქუჩების ამსახველი ვიდეოკადრები.
ქალაქის მასშტაბით მობილიზებული იყო მერიის ყველა რაიონული სამსახური და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ყველა ახალი ამბავი
0