https://sputnik-georgia.com/20230829/qvatacvena-siomrvimis-monastertan-regionis-rwmunebuli-vitarebaze-281774695.html
ქვათაცვენა შიომღვიმის მონასტერთან - რეგიონის გუბერნატორი ადგილზე არსებულ ვითარებაზე
ქვათაცვენა შიომღვიმის მონასტერთან - რეგიონის გუბერნატორი ადგილზე არსებულ ვითარებაზე
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის დაკეტილია მონასტრის ტერიტორიის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა. 29.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-29T19:58+0400
2023-08-29T19:58+0400
2023-08-29T22:22+0400
მცხეთა-მთიანეთი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/73/242267334_0:89:2000:1214_1920x0_80_0_0_b27ae734e16baa31712bc45b86011fb5.jpg
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არ დაზიანებულა არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. თუმცა, კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდული იყო.მისი თქმით, ამ დროისათვის რაიმე საფრთხე არ არსებობს. დაკეტილია ტერიტორიის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა.როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ისინი დაელოდებიან გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განახორციელებენ სამუშაოებს. გეოლოგების დასკვნა კი დაახლოებით ორ დღეში იქნება წერილობით წარმოდგენილი.ნოზაძის თქმით, კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოშლა დასაშვები იყო თეორიულად, მაგრამ არ ყოფილა რამე კონკრეტული მითითება, რომ ეს მოსალოდნელი იყო.„იმ შემთხვევაში, თუ მცირე მასა ჩამოიშლება, კვლავ საჭირო იქნება გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ისეთი არ არის, რომ რაიმეს შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა დავით ნოზაძემგადაადგილება არასასურველია - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შიომღვიმეში ვითარებაზე>>გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ფერდობზე ჩამოინგრა სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშაქვები, კონგლომერატები).ჩამონგრეული მასა მიმდებარე ხევში ჩაიყარა და ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.გეოლოგები კვლევით სამუშაოებს აგრძელებენ და უახლოეს მომავალში მომზადდება დასკვნა იმ პროცესების შესახებ, რამაც გამოიწვია მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამონგრევა. მაშინ გახდება ცნობილი, მოსალოდნელია თუ არა ქვათაცვენის გამეორება და შესაძლებელი იქნება მისი საშიშროების შეფასება.რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია - სპეციალისტების აზრი>>როგორც მანამდე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.
მცხეთა-მთიანეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/73/242267334_134:84:1704:1262_1920x0_80_0_0_6b8f8ff3223887820bdc94812595f600.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მცხეთა-მთიანეთი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
მცხეთა-მთიანეთი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვათაცვენა შიომღვიმის მონასტერთან - რეგიონის გუბერნატორი ადგილზე არსებულ ვითარებაზე
19:58 29.08.2023 (განახლებულია: 22:22 29.08.2023) ამ დროისათვის დაკეტილია მონასტრის ტერიტორიის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
თბილისი, 29 აგვისტო – Sputnik. შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც ორი დღის წინ კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არ დაზიანებულა არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. თუმცა, კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდული იყო.
„გეოლოგების მიერ გაცემული იყო პირველადი რეკომენდაციები. ამ დროისათვის უკვე დასრულებულია სამუშაოები, ტექნიკამ დაასრულა მუშაობა, გატანილია ჩამოტანილი ნაშალი კლდის მასა“, – თქვა ნოზაძემ.
მისი თქმით, ამ დროისათვის რაიმე საფრთხე არ არსებობს. დაკეტილია ტერიტორიის მხოლოდ ის ნაწილი, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა.
როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, ისინი დაელოდებიან გეოლოგების დასკვნას და მათი რეკომენდაციების შესაბამისად განახორციელებენ სამუშაოებს. გეოლოგების დასკვნა კი დაახლოებით ორ დღეში იქნება წერილობით წარმოდგენილი.
ნოზაძის თქმით, კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოშლა დასაშვები იყო თეორიულად, მაგრამ არ ყოფილა რამე კონკრეტული მითითება, რომ ეს მოსალოდნელი იყო.
„იმ შემთხვევაში, თუ მცირე მასა ჩამოიშლება, კვლავ საჭირო იქნება გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება. ისეთი არ არის, რომ რაიმეს შეუქმნას საფრთხე“, – განაცხადა დავით ნოზაძემ
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ფერდობზე ჩამოინგრა სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშაქვები, კონგლომერატები).
ჩამონგრეული მასა მიმდებარე ხევში ჩაიყარა და ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.
გეოლოგები კვლევით სამუშაოებს აგრძელებენ და უახლოეს მომავალში მომზადდება დასკვნა იმ პროცესების შესახებ, რამაც გამოიწვია მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამონგრევა. მაშინ გახდება ცნობილი, მოსალოდნელია თუ არა ქვათაცვენის გამეორება და შესაძლებელი იქნება მისი საშიშროების შეფასება.
როგორც მანამდე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.