გადაადგილება არასასურველია - მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შიომღვიმეში ვითარებაზე

© Mtskheta Municipality City Hallგაწმენდის სამუშაოები შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე
გაწმენდის სამუშაოები შიომღვიმის მონასტრის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2023
გამოწერა
დღეს უნდა დასრულდეს ტერიტორიისა და ხეობის გაწმენდის სამუშაოები, რაზეც გუშინ გეოლოგებმა რეკომენდაციები გასცეს, განაცხადა დავით ნოზაძემ.
თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. ტექნიკა, რომელიც შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიას წმენდს ქვათაცვენის შემდეგ, საკმაოდ დიდ სამუშაოს ასრულებს, ამიტომ მომლოცველების ვიზიტი ჯერ არასასურველია, განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.
ამ დროისათვის მძიმე ტექნიკა მონასტრის ერთ მხარეს ასუფთავებს ტერიტორიას. გზის მონაკვეთზე, სადაც კლდის ნაწილი ჩამოიშალა, შეზღუდვები მოქმედებს. ტურისტებსა და მომლოცველებს კომპლექსის დანარჩენი ტერიტორიის მონახულება შეუძლიათ, მაგრამ სტუმრების გაზრდილი ნაკადის შემთხვევაში, სავარაუდოდ, დამატებითი შეზღუდვები დაწესდება.

„ხალხის დიდი რაოდენობა, ტურისტი იქნება ეს თუ მომლოცველი, არ არის სასურველი გადაადგილდებოდეს, რადგან ტექნიკა დიდ სამუშაოებს ახორციელებს", – განაცხადა ნოზაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი ინფორმაციით, გეოლოგების რეკომენდაციის მიხედვით, ტერიტორიისა და ხეობის გაწმენდის სამუშაოები დღეს უნდა დასრულდეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ფერდობზე ჩამოინგრა სხვადასხვა შემადგენლობის მასა (ქვიშაქვები, კონგლომერატები).
ჩამონგრეული მასა მიმდებარე ხევში ჩაიყარა და ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.
რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია - სპეციალისტების აზრი>>
ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. თუმცა, კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა შეზღუდული იყო.
პარალელურად გეოლოგები კვლევით სამუშაოებს ატარებენ და უახლოეს მომავალში მომზადდება დასკვნა იმ პროცესების შესახებ, რამაც გამოიწვია მონასტერთან კლდის ნაწილის ჩამონგრევა. მაშინ გახდება ცნობილი, მოსალოდნელია თუ არა ქვათაცვენის გამეორება და შესაძლებელი იქნება მისი საშიშროების შეფასება.
როგორც მანამდე შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.
სიტუაცია შიომღვიმეში ქვათაცვენის შემდეგ: ბოლო მონაცემები>>
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.
ყველა ახალი ამბავი
0