https://sputnik-georgia.com/20230828/ramdenad-usafrtxoa-siomrvimis-monasteri-specialistebis-azri-281738211.html
რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია - სპეციალისტების აზრი
რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია - სპეციალისტების აზრი
Sputnik საქართველო
გეოლოგები უახლოეს დღეებში მოამზადებენ დასკვნას პროცესებზე, რამაც სამონასტრო კომპლექსთან კლდის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია. 28.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-28T16:49+0400
2023-08-28T16:49+0400
2023-08-28T21:20+0400
შემთხვევები საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
გარემოს ეროვნული სააგენტო
ახალი ამბები
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/56/242265682_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_3ad3456fefc962bd191c3ac2bcf4ffce.jpg
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ვითარება შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საშიში არ არის, მალე ტერიტორიის გასაწმენდად იქ მძიმე ტექნიკა მივა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა კი დროებით შეზღუდული იყო.მისი თქმით, ბერ-მონაზვნების, ადამიანების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ხევის კალაპოტის მხარეს.როგორც შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ განაცხადა, რომ გეოლოგიურმა სამსახურმა წინასწარი დამატებითი კვლევები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის მიმდებარედ დაასრულა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.როგორც გუშინ აღინიშნა, გეოლოგები რამდენიმე დღეში მოამზადებენ დასკვნას პროცესებზე, რამაც კომპლექსთან კლდის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.შიომღვიმეში კლდის ჩამოშლა: სპეციალისტების პირველადი შეფასებები>>შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.
საქართველო
მცხეთა-მთიანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24226/56/242265682_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6b3444bec5662d139cf2ecbe99d23a36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, გარემოს ეროვნული სააგენტო, ახალი ამბები, საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, საზოგადოება
რამდენად უსაფრთხოა შიომღვიმის მონასტრის ტერიტორია - სპეციალისტების აზრი
16:49 28.08.2023 (განახლებულია: 21:20 28.08.2023) გეოლოგები უახლოეს დღეებში მოამზადებენ დასკვნას პროცესებზე, რამაც სამონასტრო კომპლექსთან კლდის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.
თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. ვითარება შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საშიში არ არის, მალე ტერიტორიის გასაწმენდად იქ მძიმე ტექნიკა მივა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ინფორმაცია შიომღვიმის მონასტერთან ქვათაცვენის შესახებ 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელდა. არ დაშავებულან არც ადამიანები და არც ტერიტორიაზე მდებარე სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები. კომპლექსის ტერიტორიაზე შესვლა კი დროებით შეზღუდული იყო.
„მინიმალურია საფრთხე. ადგილზე იმყოფებოდნენ გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები... ჩემი ინფორმაციით, ხევის გაწმენდის სამუშაოები უახლოეს საათებში უნდა დაიწყოს“, – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელმა რამაზ კობერიძემ.
მისი თქმით, ბერ-მონაზვნების, ადამიანების გადაადგილება შეზღუდულია მხოლოდ ხევის კალაპოტის მხარეს.
როგორც შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა საბამ განაცხადა, მისი მონასტერში ყოფნის ათი წლის განმავლობაში ქვათაცვენა ყოველწლიურად ხდება. მისი თქმით, აქამდე მღვდელმსახურები ტერიტორიას დამოუკიდებლად წმენდნენ ხოლმე.
„შარშანდელთან შედარებით წელს ცოტა მეტად ჩამოიშალა, მაგრამ ისეთი არაფერი. ეს ასე ყოველწლიურად ხდებოდა და ახლა განსხვავებული არაფერია. როცა იწვიმებს, ღვარცოფივით ჩამოაქვს, ჩვენ კი არხს ვასუფთავებთ“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ განაცხადა, რომ გეოლოგიურმა სამსახურმა წინასწარი დამატებითი კვლევები სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის მიმდებარედ დაასრულა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.
როგორც გუშინ აღინიშნა, გეოლოგები რამდენიმე დღეში მოამზადებენ დასკვნას პროცესებზე, რამაც კომპლექსთან კლდის ნაწილის ჩამოშლა გამოიწვია.
შიომღვიმის მონასტერი ქალაქ მცხეთიდან ცხრა კილომეტრში, მთაში მდებარეობს. ის ისტორიული ძეგლია, რომელსაც ყოველთვის ბევრი ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს.
მონასტერი ზღვის დონიდან დაახლოებით 750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. იგი 560 წლის შემდეგ დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, წმინდა შიომ. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მონასტერია მცხეთისა და თბილისის მიდამოებში.