https://sputnik-georgia.com/20230820/20-agvistos-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-rcevebi-281494280.html
20 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
20 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 20 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 20.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-20T00:15+0400
2023-08-20T00:15+0400
2023-08-20T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/14/234541441_0:218:2317:1521_1920x0_80_0_0_06e093aff5ff15ca297bb0bf518eb0e0.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.13-22 აგვისტო13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.20 აგვისტოს დაბადებულები20 აგვისტოს თამამი, გაბედული, ბედნიერი ადამიანები იბადებიან. ისინი ცხოვრების გზას მხიარულად მიუყვებიან, ადვილად ახორციელებენ თავიანთ სურვილებს, ოცნებებსა და გეგმებს. თავს ამჟღავნებენ ხელოვნებაში, ლიტერატურაში, თეატრში. წარმატებული არიან ფინანსურ სფეროშიცა და ოჯახურ ცხოვრებაშიც.ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>20 აგვისტოს დაბადებულების ცხოვრება ხშირად ისეთი მოვლენებით არის სავსე, რომელთა საჯაროდ გამოტანასაც ისინი ერიდებიან, თუმცა, ხანდახან - ძალიან იშვიათად საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა მაინც უწევთ. ამის გამო ხშირად მარტონი რჩებიან. საქმიან ასპარეზზე, ასევე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში, ჩვეულებრივ, დიდი წარმატება აქვთ. იშვიათად მათ ფიქრებს განგაშის შეგრძნება ეუფლება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უშლის ხელს, ამას კი, თავისთავად შეცდომები მოჰყვება ხოლმე. ამ დროს მათ სჭირდებათ თვითანალიზი და დაგროვებული პრობლემებისგან გათავისუფლება.20 აგვისტოს დაბადებულები სიცოცხლისა და მხიარულების მოყვარული ადამიანები ჩანან, უყვართ და შეუძლიათ მხიარულება. და მაინც ამ ადამიანებს მუდამ ახლავს ფიქრიანი ადამიანის აურა. ისინი ძალზე სერიოზულად ეკიდებიან ადამიანურ გრძნობებს. არიან საიმედო ადამიანები და რთულ მომენტში გაჭირვებულს არასდროს მიატოვებენ. მაგრამ სხვების დახმარების დროსაც არ ავიწყდებათ საკუთარი თავი. მოსწონთ იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მათზე სუსტია და დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.ზოდიაქოს თითოეული ნიშნის „აქილევსის ქუსლი“>>ამ დღეს დაბადებულებს კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ, რასაც ისინი შემოქმედებითი ძიებებისკენ მიჰყავს. მათ შორის არიან შესანიშნავი პოეტები, მხატვრები, ორატორები. მაგრამ თუ საკუთარი ფანტაზიების რეალიზება ვერ შეძლეს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ. აქედან გაქცევას კი ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა პარტნიორთან სექსის მეშვეობით ცდილობენ. ამ დროს ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ გვერდით აღმოჩნდეს ახლობელი, რომელიც ყველა წყენას აპატიებს. 20 აგვისტოს დაბადებულები, როგორც წესი, ფრთხილი და მშვიდი ადამიანები არიან, არ უყვართ ზედმეტი ყურადღების მიპყრობა. ახლობლების წრეში, როდესაც სითბოსა და სიმართლეს გრძნობენ, პატარა ბავშვებივით უშუალონი ხდებიან.ჯანმრთელობა20 აგვისტოს დაბადებულებს სიფრთხილე მართებთ ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან და მოჭარბებულ სექსთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ კვების მხრივ ბალანსი დაიცვან. ამ ადამიანებს იტაცებს სპორტის სხვადასხვა სახეობა. მათი სუსტი ორგანოებია თირკმელები და ღვიძლი.რჩევა:როდესაც ერთხელ უკვე გაიაზრებთ წარსულს, ის უნდა დაივიწყოთ. დაე, ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც არის. ნივთებზე დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. დღევანდელი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისად აქციეთ.
https://sputnik-georgia.com/20230723/lomi-kaskasa-ambiciuri-zlieri-zogadi-daxasiateba-zodiaqo-280013277.html
https://sputnik-georgia.com/20230818/horoskopi-gaarkviet-mefe-xart-raindi-tu-281467447.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23454/14/234541441_0:0:2317:1738_1920x0_80_0_0_5a9b517010d6f0ca7bf6e7349ebaee3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
20 აგვისტოს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 20 აგვისტოს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
13-22 აგვისტოს პერიოდი ლომის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ დეკადას მარსი - მეომართა პლანეტა მართავს, რომელიც ამ პერიოდში დაბადებულებს განსაკუთრებულ ძალაუფლებას, ნებისყოფასა და აგრესიულობას ანიჭებს.
მნიშვნელოვანი წლებია: 15, 19, 30, 35, 36, 57, 60, 76.
ამ ადამიანების სიმბოლოა გაშლილი ვარდი.
პირველი შეხვედრისას ამ პერიოდში დაბადებულები ქედმაღალი, ამპარტავანი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია - ცხოვრებამ ასწავლა მათ, რომ ასეთი იყვნენ. ამ ადამიანებმა უნდა ისწავლონ მოდუნება, ხასიათში მეტი სირბილე შეიტანონ და ახსოვდეთ, რომ პრობლემების უმეტესობა მათ ცხოვრებაში გადაღლილობის ბრალია.
20 აგვისტოს თამამი, გაბედული, ბედნიერი ადამიანები იბადებიან. ისინი ცხოვრების გზას მხიარულად მიუყვებიან, ადვილად ახორციელებენ თავიანთ სურვილებს, ოცნებებსა და გეგმებს. თავს ამჟღავნებენ ხელოვნებაში, ლიტერატურაში, თეატრში. წარმატებული არიან ფინანსურ სფეროშიცა და ოჯახურ ცხოვრებაშიც.
20 აგვისტოს დაბადებულების ცხოვრება ხშირად ისეთი მოვლენებით არის სავსე, რომელთა საჯაროდ გამოტანასაც ისინი ერიდებიან, თუმცა, ხანდახან - ძალიან იშვიათად საზოგადოების სამსჯავროზე გამოტანა მაინც უწევთ. ამის გამო ხშირად მარტონი რჩებიან. საქმიან ასპარეზზე, ასევე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებში, ჩვეულებრივ, დიდი წარმატება აქვთ.
იშვიათად მათ ფიქრებს განგაშის შეგრძნება ეუფლება და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში უშლის ხელს, ამას კი, თავისთავად შეცდომები მოჰყვება ხოლმე. ამ დროს მათ სჭირდებათ თვითანალიზი და დაგროვებული პრობლემებისგან გათავისუფლება.
20 აგვისტოს დაბადებულები სიცოცხლისა და მხიარულების მოყვარული ადამიანები ჩანან, უყვართ და შეუძლიათ მხიარულება. და მაინც ამ ადამიანებს მუდამ ახლავს ფიქრიანი ადამიანის აურა. ისინი ძალზე სერიოზულად ეკიდებიან ადამიანურ გრძნობებს.
არიან საიმედო ადამიანები და რთულ მომენტში გაჭირვებულს არასდროს მიატოვებენ. მაგრამ სხვების დახმარების დროსაც არ ავიწყდებათ საკუთარი თავი. მოსწონთ იმის შეგრძნება, რომ ვიღაც მათზე სუსტია და დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.
ამ დღეს დაბადებულებს კარგი წარმოსახვის უნარი აქვთ, რასაც ისინი შემოქმედებითი ძიებებისკენ მიჰყავს. მათ შორის არიან შესანიშნავი პოეტები, მხატვრები, ორატორები. მაგრამ თუ საკუთარი ფანტაზიების რეალიზება ვერ შეძლეს, შესაძლოა, ფსიქიკური პრობლემები შეექმნათ. აქედან გაქცევას კი ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და სხვადასხვა პარტნიორთან სექსის მეშვეობით ცდილობენ.
ამ დროს ამ ადამიანებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მათ გვერდით აღმოჩნდეს ახლობელი, რომელიც ყველა წყენას აპატიებს. 20 აგვისტოს დაბადებულები, როგორც წესი, ფრთხილი და მშვიდი ადამიანები არიან, არ უყვართ ზედმეტი ყურადღების მიპყრობა. ახლობლების წრეში, როდესაც სითბოსა და სიმართლეს გრძნობენ, პატარა ბავშვებივით უშუალონი ხდებიან.
20 აგვისტოს დაბადებულებს სიფრთხილე მართებთ ნარკოტიკებთან, ალკოჰოლთან და მოჭარბებულ სექსთან დაკავშირებით, ასევე ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ კვების მხრივ ბალანსი დაიცვან. ამ ადამიანებს იტაცებს სპორტის სხვადასხვა სახეობა. მათი სუსტი ორგანოებია თირკმელები და ღვიძლი.
როდესაც ერთხელ უკვე გაიაზრებთ წარსულს, ის უნდა დაივიწყოთ. დაე, ყველაფერი ისე განვითარდეს, როგორც არის. ნივთებზე დიდ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. დღევანდელი დღე ახალი ცხოვრების დასაწყისად აქციეთ.