https://sputnik-georgia.com/20230817/sovsi-praqtikulad-mteli-teritoria-semowmebulia-281301803.html
საძიებო სამუშაოები უბედურების ზონაში: შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია
საძიებო სამუშაოები უბედურების ზონაში: შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია
საძიებო სამუშაოები მდინარის კალაპოტში გრძელდება. 17.08.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-08-17T10:58+0400
2023-08-17T10:58+0400
2023-08-17T17:03+0400
მეწყერი რაჭაში
რაჭა-ლეჩხუმი
შემთხვევები საქართველოში
სტიქიური მოვლენები
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247692_0:37:1601:937_1920x0_80_0_0_42db2980d06f15ffe18d21b21da355c2.jpg
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია, მაშველები მძიმე ტექნიკის მდინარის კალაპოტში გადატანას აპირებენ, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა. რაჭაში გიგანტური მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ შვიდი ადამიანია დაკარგული. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. მღებრიშვილის თქმით, ტექნიკის შეყვანის ყველა მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ახლა, როცა მაშველებმა შეამოწმეს ნიადაგი, ის უკვე მყარია და შეიძლება საძიებო სამუშაოების დაწყება. შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში. მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში. მღებრიშვილი: შოვში ცოცხალი ძალისა და სპეცტექნიკის საკმარისზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული>>სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია. თანდილაშვილი: შოვში მეწყერის ჩამოწოლის პროგნოზირების შეუძლებლობა დადასტურდა>>სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია. მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.
რაჭა-ლეჩხუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/0f/281247692_151:0:1448:973_1920x0_80_0_0_5173e411624aef5a3467ce10879b1b05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
მეწყერი რაჭაში, რაჭა-ლეჩხუმი , შემთხვევები საქართველოში, სტიქიური მოვლენები, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
საძიებო სამუშაოები უბედურების ზონაში: შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია
10:58 17.08.2023 (განახლებულია: 17:03 17.08.2023) საძიებო სამუშაოები მდინარის კალაპოტში გრძელდება.
თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. შოვის პრაქტიკულად მთელი ტერიტორია შემოწმებულია, მაშველები მძიმე ტექნიკის მდინარის კალაპოტში გადატანას აპირებენ, განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
რაჭაში გიგანტური მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიამ 26 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან 24-ის ვინაობა იდენტიფიცირებულია. უგზო-უკვლოდ შვიდი ადამიანია დაკარგული. მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 210 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
„სტიქიის ეპიცენტრში ფაქტობრივად ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი", – განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ დარჩენილ უბანზე აქამდე ნიადაგის გამო მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობა არ იყო.
მღებრიშვილის თქმით, ტექნიკის შეყვანის ყველა მცდელობა წარუმატებლად მთავრდებოდა. ახლა, როცა მაშველებმა შეამოწმეს ნიადაგი, ის უკვე მყარია და შეიძლება საძიებო სამუშაოების დაწყება.
შოვში მეწყრის ჩამოწოლის მიზეზები
შოვში დამანგრეველი მეწყრის მიზეზი რამდენიმე გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენის თანხვედრა გახდა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.
მეწყერს წინ უძღოდა მყინვარის ინტენსიური დნობა, ნალექების მოსვლა წვიმის სახით, სათავეებში კლდეზვავის ჩამოშლა, მეწყრულ-ეროზიული პროცესები და ღვარცოფის ფორმირება მდინარე ბუბისწყლის ხეობაში.
სააგენტოს ცნობით, მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკაში მოსვლის შემდეგ შეეჯახა მყინვარს, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შესაძლოა გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.
მდინარე ბუბისწყლის ხეობაში წყლის ხანგრძლივ შეგუბებას არც სტიქიის განვითარებამდე და არც სტიქიის განვითარების პროცესში ადგილი არ ჰქონია.
სპეციალისტების წინასწარი გათვლებით, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ, ღვარცოფულმა ნაკადმა დაახლოებით 8-10 წუთში მიაღწია.
მსგავსი ბუნებრივი მოვლენების ფორმირების ზუსტი დროის გათვლა მთელ მსოფლიოში პრაქტიკულად შეუძლებელია, ნათქვამია პირველად დასკვნაში. უფრო ადრე სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ შოვის ტერიტორიაზე დაახლოებით 5 მლნ კუბური მეტრი მყარი მასა ჩამოიშალა.